"სუფთა სინდისით ვამბობ, რომ 1989 წელს, თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას იხსენებს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლაზე? | Allnews.Ge

"სუფთა სინდისით ვამბობ, რომ 1989 წელს, თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას იხსენებს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა globalaffairs.ru-სთვის მომ­ზა­დე­ბულ ვრცელ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ქვე­სა­თა­უ­რე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ჰყვე­ბა იმ ეტა­პებ­ზე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ამ რღვე­ვის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი­დან დაშ­ლამ­დე გა­ი­ა­რა.

"გორ­ბა­ჩო­ვის აღ­სა­რე­ბა" - ასე უწო­დეს მა­სა­ლას ად­გი­ლობ­რივ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ უნდა დაშ­ლი­ლი­ყო, რად­გან იმ წლებ­ში ყვე­ლა ძმუ­რად და ბედ­ნი­ე­რად, შიდა შუღ­ლი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და.

სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, "საბ­ჭო­თა სის­ტე­მა თა­ვი­დან­ვე მა­ხინჯ პრინ­ცი­პებ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კა­ში, ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა".

თა­ვად გორ­ბა­ჩო­ვი, სტა­ტი­ის პა­თო­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­იჩ­ნევს, რომ "პე­რესტრო­ი­კა" გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

სტა­ლი­ნის რე­ჟი­მი, აშშ-სთან ცივი ომი, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, და­პი­რის­პი­რე­ბა ჩი­ნეთ­თან - ამ და საბ­ჭო­თა დრო­ინ­დელ თე­მებ­ზე გორ­ბა­ჩო­ვი თა­ვის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს...

gorbachovi-67988-1628066981.jpg

რამ­დე­ნი­მე სა­კითხს შო­რის, რო­მელ­საც რუსი პო­ლი­ტი­კო­სი აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­ხი­ლავს, არის თბი­ლი­სის 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი...

"ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კა­სა და ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბამ მძი­მე შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო. ვერ ვი­ტყო­დი, რომ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­მაც "პე­რესტრო­ი­კა" და­ვი­წყეთ, ყვე­ლა პრობ­ლე­მას სრუ­ლად ვიც­ნობ­დით.

ყვე­ლა­ფერ­მა, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუღ­და და გროვ­დე­ბო­და, მისი დაშ­ლის დროს იფეთ­ქა. არ ვფიქ­რობ, რომ ამის­თვის ვინ­მე მზად იყო. ის­ტო­რი­უ­ლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. იყო თუ არა ის "ციხე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის?", თუ ამას და­ვე­თან­ხმე­ბით, მა­შინ და­ჩაგ­რუ­ლებ­ში პირ­ვე­ლი ალ­ბათ რუსი ხალ­ხი უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ. თუნ­დაც, სტა­ლი­ნის რე­ჟი­მის დროს, ისი­ნი სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლან.

იყო სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც - მა­გა­ლი­თად, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს იყო შან­სი, რომ ერ­თად ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი ფორ­მე­ბი შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა...

სტა­ლი­ნის დროს, მრა­ვა­ლე­როვ­ნულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მკაც­რი სუ­პერ-ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი უნი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის­კენ და­ი­წყო გა­დახ­რა. ცენ­ტრმა გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. გარ­და ამი­სა, სტა­ლინ­მა და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა თვით­ნე­ბუ­რად და­ი­წყეს სა­ზღვრე­ბის და­წე­სე­ბა, ისე, თით­ქოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ და მიღ­მა ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა არ­სე­ბო­ბა.

1507477009-0-0-3048-1716-1920x0-80-0-0-403736cc8767e1ca2821938e64791661-68179-1628067165.jpg

მის დროს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი თით­ქოს მი­იჩ­ქმა­ლა, მაგ­რამ არ­სად გამ­ქრა­ლა. ფა­სა­დუ­რი "საბ­ჭო­თა ხალ­ხე­ბის აყ­ვა­ვე­ბი­სა და და­ახ­ლო­ე­ბის" პო­ლი­ტი­კის მიღ­მა, ძა­ლი­ან ღრმა და მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი იმა­ლე­ბო­და, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­და. სტა­ლი­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ჩივ­რებ­სა და ეთ­ნი­კურ და­ვას ან­ტი­საბ­ჭო­თა გა­მოს­ვლად მი­იჩ­ნევ­და და მის მოგ­ვა­რე­ბა­ში დროს არ კარ­გავ­და. გარ­და­უ­ვა­ლი იყო, რომ დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ი­სა და უფრო დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზე­და­პირ­ზე ამო­ვი­დო­და.

უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ თა­ვი­დან ვერ შე­ვა­ფა­სეთ პრობ­ლე­მის მას­შტა­ბი და სიმ­ძი­მე. ხოლო, რო­დე­საც პრობ­ლე­მებ­მა იფეთ­ქა, ჩვენ მათი მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დე­ბი არ აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, რათა ისი­ნი არ გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო. გვე­გო­ნა, რომ ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლი გზა, ძვე­ლე­ბუ­რი აღ­კვე­თის მე­თო­დე­ბი გაჭ­რი­და... ამ მე­თო­დით ვმოქ­მე­დებ­დით, რო­დე­საც 1988 წელს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, რო­მელ­საც ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს... მისი მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტის გზე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ისე­ვე, რო­გორც ახლა არ არ­სე­ბობს. ზოგი ცდი­ლობ­და და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე, რომ სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა იყო გა­მო­სა­ვა­ლი, მე კი ვამ­ბობ­დი, რომ ქვეყ­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო გა­მო­სა­ვა­ლი. ცენ­ტრი მათ ეკო­ნი­მი­კურ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის ნა­წილ­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და. დღე­საც მგო­ნია, რომ ეს სწო­რი გზა იყო" - წერს გორ­ბა­ჩო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში, 1987-1988 წლებ­ში ის ცდი­ლობ­და, ეთ­ნი­კუ­რი და­ვე­ბის ფარ­გლებ­ში ერ­თი­ა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა.

"მისი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მის ზო­გად კონ­ტექ­სტში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი... უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, მოლ­დო­ვა­ში, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში "პე­რესტრო­ი­კის" მხარ­და­ჭე­რის ლო­ზუნ­გე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ. 1987 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბის სურ­ვილს თით­ქმის არა­ვის გა­მოთ­ქვამ­და" - ამ­ბობს გორ­ბა­ჩო­ვი.

ამ კონ­ტექტსში მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა 1989 წელს, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბის მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, "9 აპ­რილს მი­ტინ­გის დაშ­ლა ქარ­თუ­ლი კომ­პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის სურ­ვი­ლი იყო".

"პე­რესტრო­ი­კის" დუ­ღილ­ში, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბა და­ი­წყეს სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ტენ­დენ­ცი­ებ­მა. ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო გამ­წვავ­და, რად­გან უუ­ნა­რო კო­მუ­ნისტ ლი­დე­რებს დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა არ შე­ეძ­ლოთ. მით უფრო, რომ რო­დე­საც ქუ­ჩა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ისი­ნი და­იბ­ნენ.

ძნე­ლია ამის გახ­სე­ნე­ბა... მაგ­რამ სუფ­თა სინ­დი­სით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თბი­ლის­ში მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს ზურგს უკან, ჩემი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს... მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის შემ­დეგ, მე ჩემი კრე­დოს ერ­თგუ­ლი დავ­რჩი - ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, უსის­ხლოდ უნდა გა­და­წყვი­ტო" - წერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკა­ნას­კნე­ლი ლი­დე­რი.

ambebi.ge

myquiz