ქართველები კოლუმბის ექსპედიციაში- როგორ მოხვდნენ ძმები მალაშხიები ქრისტეფორე კოლუმბის გემზე | Allnews.Ge

ქართველები კოლუმბის ექსპედიციაში- როგორ მოხვდნენ ძმები მალაშხიები ქრისტეფორე კოლუმბის გემზე

ქრისტეფორე კოლუმბი იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი იყო ესპანეთის მეფის სამსახურში. კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში.

მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიწების აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძული, ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი, პატარა ანტილიის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

კოლუმბმა სულ 4 მოგზაურობა მოაწყო.

1200px-viajes-de-colon-en-1627900988.svg.png

კოლუმბის მოგზაურობების რუკა

ცოტა თუ იცის, რომ კოლუმბის ექსპედიციაში ქართველებიც იღებდნენ მონაწილოებას. გთავაზობთ სიანტერესო ცნობებს.

ცნობილი ქართველი ნევროლოგი, აკადემიკოსი იური მალაშხია 1972 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შემთხვევით წააწყდა ფოტოატელიეს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: “ფოტოგრაფი მოლაშხია”. ცხადია, ბატონმა იურიმ მოინდომა შეხვედროდა თავის მოგვარეს.

მექსიკელი მოლაშხია ფოტოატელიეს ქსელის მეპატრონე აღმოჩნდა. მის უამრავ სახელთა შორის ერია გიორგიც. თავის გვარის ისტორიის შესახებ თქვა:

"ჩემი შორეული წინაპარი ქართველი იყო. მთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა მოლაშხია, რომელიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ, იქ აღარ დაედგომოდათ და გაქცეულან. უფროსი ძმა მდევარს ჩავარდნია ხელთ, ორი ძმა კი დიდი ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვდა. იმ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბი თავის ექსპედიციისთვის მამაც, ჯანსაღ მეზღვაურებს აგროვებდა. ასე მოხვედრილან ძმები ხომალდ ‘'სანტა-მარიაზე'', რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო.ინდოეთის გზის ძიებაში ზმებმა თავი ამერიკაში ამოყვეს. უმცროსი ძმა აქვე დარჩა, მე მისი შთამომავალი ვარ. შუათანა ბასკეთში დაბრუნდა. მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს".

ბართლომე ლას კასის წიგნს ‘ინდოეთის ისტორიას’დართული აქვს კოლუმბის ექსპედიციის მონაწილეთა ნუსხა, რომელშიც ქართული წარმოშობის გვარია მოხსენიებული: მოლაშხიები და ლიპუსკუა.

წყარო

myquiz