როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან?- 10 ხალხური საშუალება | Allnews.Ge

როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან?- 10 ხალხური საშუალება

ზაფხულის სიძულვილის ყველაზე დიდი მიზეზი მხოლოდ ის პატარა მწერები შეიძლება იყოს, დღისით რომ მოსვენებას გვიკარგავენ და ღამით დაძინებას არ გვაცდიან. თუკი კოღოს საწინააღმდეგო მოწყობილობები არ გაქვთ ან ისეთი მუტანტი კოღოები გყავთ, რომლებსაც მათი არ ეშინიათ, 10 ხალხურ საშუალებას გაგიზიარებთ. სხვათა შორის, ყოველი მათგანი არა მხოლოდ კოღოების, არამედ ზოგადად მწერების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

1. პიტნა

კოღოებს პიტნის სუნი არ უყვართ. თუკი ქოთნით გაქვთ პიტნა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გაქვთ, ფოთლები წყლიან ჭურჭელში ჩააწყვეთ და ოთახში დადგით. შეგიძლიათ ოთახის სხვადასხვა ადგილას ცოცხალი პიტნა მოაწყოთ და სულაც არ ჩადოთ წყალში, მაინც ეფექტური იქნება. პიტნა არა მხოლოდ კოღოებს, ქინქლებსაც ეფექტურად დაგიფრთხობთ.

2. ლავანდა

lavanda-1627803425.jfif

კოღოებს არც ლავანდის სუნი ხიბლავთ. გამოიყენეთ ცოცხალი მცენარე ან ეთერზეთი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

3. ლიმონი და მიხაკი

ეს მეთოდი ახლა განსაკუთრებულად პოპულარულია. ლიმონი შუაზე გაჭერით და შიგ მიხაკები ჩაამაგრეთ. 1-2 ცალი ასეთი ლიმონი ოთახში დადეთ. სასიამოვნო სურნელიც დადგება და მწერებიც მოგშორდებიან.

4. ევკალიპტი

evkalipti-1627803463.jpg

ევკალიპტიც, ლავანდის მსგავსად, ცოცხალი ან ეთერზეთის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. ძმარი

ზოგს ჰგონია, რომ ძმარი კოღოებს აფრთხობს, არადა, პირიქით - მიიზიდავს. ძმარი ჭურჭელში ჩაასხით, მაგიდაზე ან იატაკზე დადგით და მშვიდად დააკვირდით, როგორ აივსება ჭურჭელი კოღოებით.

6. ვანილი

კიდევ ერთი სურნელოვანი მეგობარი კოღოების წინააღმდეგ. ვანილი წყალში გახსენით და ჭურჭლით დადგით იმ ადგილას, სადაც იმყოფებით.

7. დაფნის ფოთოლი

dafnisfotoli-1627803525.jpg

დაფნის ფოთოლი დაწვით და ოთახში მოატარეთ. თუ დამწვრის სუნი გაღიზიანებთ, წყლიან ჭურჭელში ჩადეთ რამდენიმე ფოთოლი. მის სუნზე კოღოები არ გიჟდებიან.

8. რეჰანი

რეჰანზე ამბობენ, ქრისტეს სისხლზეა ამოსული და წმინდა მცენარედ ითვლებაო. რაც უნდა იყოს, მის ფოთლებს ოთახში თუ დააწყობთ, კოღოებს დააფრთხობთ.

9. ყავა

yava1-deoxnlh-1627803577.jpg

ყავა დაწვით და ოთახში მოატარეთ, საკმაოდ ეფექტური მეთოდია.

10. „ვიეტნამის მალამო“

ეს მალამო სახლში თითქმის ყველას აქვს. სხეულის სხვადასხვა ადგილას გადაინაწილეთ და კოღოები აღარ მოგეკარებიან. ასევე, ნაკბენზე შეგიძლიათ წაისვათ და ქავილი შეგიწყდებათ.

gemrielia.ge