"შოკოლადი მავნებელია", "არ ივახშმოთ"- ცნობილი მითები წონის კლების შესახებ | Allnews.Ge

"შოკოლადი მავნებელია", "არ ივახშმოთ"- ცნობილი მითები წონის კლების შესახებ

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. ნახშირწყლები ასუქებს

ნახშირწყლები იზიდავს წყალს, ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებზე, ნამდვილად შეიძლება წონა დაიკლოთ. მაგრამ კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლების შეზღუდვით მოაკლდება ენერგიის წყარო.

2. ვახშამი აკრძალულია

დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ გვიანი ვახშამი წონასა და ფიგურაზე არ აისახება, თუ დავიცავთ ზომიერებას და არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას.

რაც მთავარია, თუ ეს დღის განმავლობაში ერთადერთი ტრაპეზი არ არის.

3. შოკოლადი მავნებელია

istock-522735736-1627546600.jpg

დიეტოლოგები არ გვირჩევენ შოკოლადზე უარის თქმას. კაკაო მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციობას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწარე შოკოლადი.

4. პური უნდა გამოირიცხოს

პურზე უარის თქმა არ ღირს. უბრალოდ, ზომიერებაა საჭირო. 1-2 ნაჭერი ჭვავის პური ან ცეხვილი, ქატონარევი პური ნამდვილად არ გავნებთ.

5. საჭიროა მეტი ცილა

ეს უმთავრესად იმ კომპანიების მოწოდებაა, რომლებიც ცილოვან დანამატებს აწარმოებენ. სინამდვილეში ძალისმიერი ვარჯიშებისშეკითხვა ექიმს-მაინტერესებს ასევე, სახლში ჩვეული წესით მომზადებული ლობიო თუ ასუქებს და რამდენი კალორია აქვს? ალბათ ბევრი. გარეშე ცილოვანი დანამატები მუსკულატურაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ცილის საჭირო რაოდენობას ჩვენ საკვებიდან ვიღებთ, დანამატები კი ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა.

6. ბალი და ალუბალი ძალიან კალორიულია

csm-cherry-34-eeddcf474b-1627546655.jpg

100 გრამი ეს ხილი მხოლოდ 52 კკალ-ს შეიცავს. ამასთან, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, კლავს წყურვილს, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ყაბზობას.

7. წვენებს მთელ-მთელი ხილი სჯობს

წვენები, ისევე როგორც ხილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება სისხლში. განაგრძეთ კითხვა

myquiz