"მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა"- რას ჰყვებოდა 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა | Allnews.Ge

"მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა"- რას ჰყვებოდა 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა

21 წლის ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნია. მან ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი მე­ტო­ქე, ედუ­არდ ტრი­პე­ლი და­ა­მარ­ცხა. ლაშა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუს მე­ტო­ქეს და­უ­პი­რის­პირ­და და სწო­რედ მას­თან გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს ლა­შას მა­მას­თან, ბა­ტონ გელა ბე­ქა­ურ­თან, რო­მე­ლიც mshoblebi.ge-მ 2 წლის წინ ჩა­წე­რა. მა­შინ, რო­დე­საც ნა­სა­უ­ში მიმ­დი­ნა­რე ახალ­გაზ­რდა ძი­უ­დო­ის­ტთა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 18 წლის არ­ხი­ლოს­კა­რო­ე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი 90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა ამ გა­მარ­ჯვე­ბით.

- ცხა­დია, მამა ხართ და მის ორ­თაბ­რძო­ლებს უყუ­რებთ და დედა ადევ­ნებს თვალს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, ხომ იცით, დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­ნიც­დი­ან ყვე­ლა­ფერს, ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა მა­ინც შეს­წევს ძალა უყუ­როს ლა­შას ჭი­და­ო­ბას.

ojaxibeqauris-57459-1627482578.jpg

- რა ასა­კი­დან და ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­წყო ლა­შამ ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი?

- ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი ბავ­შვი იყო პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე და პი­რა­დად ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ვიყ­ვა­ნე მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი ლაშა ძი­უ­დო­ზე, ჩვენს სო­ფელ­ში, არ­ხი­ლოს­კა­რის დარ­ბაზ­ში, კახა წიკ­ლა­ურ­თან.

- რო­გორც ჩანს, მა­ლე­ვე მი­აღ­წია ლა­შამ წარ­მა­ტე­ბას, 10 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გამ­ხდა­რა...

- დიახ, ძი­ო­დო­ზე სი­ა­რუ­ლის და­წყე­ბი­დან ორ წელ­ში გახ­და, რო­გორც ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში, ასე­ვე ძი­უ­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ნამ თბი­ლის­ში გად­მო­ვიყ­ვან­დი სა­ვარ­ჯი­შოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 4-ჯერ გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, თუ არ მეშ­ლე­ბა. შემ­დეგ უკვე მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ კლუბ "გან­თი­ად­ში" და ლექ­სო ღვი­ნი­აშ­ვილს მი­ვა­ბა­რეთ.

lasha-beqauri-57552-1627482623.jpg

- რა აზ­რის იყო დედა, ლა­შას ძი­უ­დო­ზე ტა­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტეთ?

- გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა ჩემი სი­ტყვა და სურ­ვი­ლი. სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მშო­ბელ­მა უნდა გა­უკვლი­ოს გზა შვილს.

- საცხოვრებლად თბილისში გადმოხვედით ლაშას ვარჯიშის გამო?

- არა, მხოლოდ ვარჯიშებზე დამყავდა. სკოლაში აქ, სოფელში დადიოდა. დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ლაშას თბილისში ევლო ვარჯიშებზე.

- ცხადია, წარმატება სირთულეების გარეშე არ მოვიდოდა...

- გაჭირვების და წვალების გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო. თუმცა ჩემს ვაჟს ამაზე საუბარი არ უყვარს.

- რამდენი დედმამიშვილი ჰყავს ლაშას?

- სამი შვილი მყავს. ერთი გოგო ლაშაზე უფროსია, მეორე კი ათი თვისაა.

unnamed-1627482778.jpg

- პატარა ასაკში უკვე მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა

- დიახ, მართლაც ასეა. შარშან გახდა ჭაბუკებში (იგულისხმება 18 წელს ქვემოთ ასაკის მოასპარეზეები) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ზოგადად შარშანდელი წელი ძალიან კარგი გამოდგა მისთვის, 7-ჯერ გაიმარჯვა საერთაშორისო არენაზე. წელს გადავიდა ახალგაზრდულ ნაკრებში.

- გქონდათ მოლოდინი, რომ ლაშა დაამრცხებდა იაპონელს ფინალში?

- ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, მქონდა თუა არა მოლოდინი. უფროს ასაკთა კატეგორიაში გადავიდა და ეს თავისთავად იყო ერთგვარი სირთულე, პირველ წელს ამ წონით კატეგორიაში გამარჯვება არ არის იოლი. თუმცა საბოლოდ მისმა ბრძოლამ გამარჯვებისთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

lasha-bekauri1-1627482821.jpg

- ცელქი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა სკოლაში?

- თავიდან კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და წელს გახდა სტუდენტი. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციაც მოტივირებულია და მომხრეა, რომ არამხოლოდ სპორტში იყვნენ წარმატებული სპორტსმენები არამედ სწავლაშიც. უფრო მეტიც, ლაშასთან დარბაზში მიდიოდნენ მასწავლებლები და საგამოცდოდ ამზადებდნენ.

- რამე განსაკუთრებულ დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ ლაშას ბავშვობიდან?

- თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი. ფაქტია, ყოველთვის უშიშარი იყო, პირველად გამოცდა მოვუწყვე ,აქ ჩატარდა ჩვენთან ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, მაშინ არც დადიოდა სავარჯიშოდ, შევთავაზე, რომ გასულიყო და დამარცხდა, ამით მოინდოდა დაენახა, რომ ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებოდა. თუ თვითონ არ წაააქცევდა სხვა წააქცევდა და ასე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი.

- თავად რა პროფესიის ბრძანდებით?

- მე მკლავჭიდელი ვარ, ბავშვობაში ვჭიდაობდი კიდევაც, ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა. რაც შეეხება დედას, ის ამჟამად დიასახლისია.

- სოფელში ცხოვრობთ, საოჯახო საქმეებში თუ გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა, როცა სცალია, სულ გვეხმარება და გვერდით გვიდგას.

mshoblebi.ge

myquiz