მითები გიორგი სააკაძის შესახებ - რა სიტყვებს მიაწერენ დიდ მოურავს, რომლებიც მას არასდროს უთქვამს | Allnews.Ge

მითები გიორგი სააკაძის შესახებ - რა სიტყვებს მიაწერენ დიდ მოურავს, რომლებიც მას არასდროს უთქვამს

სტატია ჟურნალ "ისტორიანში" დაიბეჭდა გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის თე­მა ვერ ას­ც­და ახ­ლე­ბურ მი­თის­მ­თხ­ზ­ვე­ლო­ბას. მო­ვი­ტანთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­გა­ლი­თებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბით კი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, არა­მედ ბეჭ­დუ­რი სა­ხი­თაც, მეც­ნი­ე­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ი­თაც ვრცელ­დე­ბა. ეს კი თა­ვის მხრივ ხალ­ხის მა­სა­ში მეტ ნდო­ბას აღ­ძ­რავს შე­სა­ბა­მი­სი "ფაქ­ტე­ბი­სად­მი".

ერთ-ერ­თი ამათ­გა­ნი გახ­ლავთ ვი­თომ­დაც გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის მი­ერ გე­ლათ­ში წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა: "ყო­ვე­ლი­ვე ჩე­მი გან­ზ­რა­ხუ­ლი უნ­და აღ­ს­რულ­დეს. ქარ­თ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბით და მა­ლეც!.. დი­დი ხა­ნია გა­ვი­გე: მხო­ლოდ ქარ­თ­ველ­თა სა­მე­ფო­ე­ბის (მხო­ლოდ, სამ­თავ­რო­ე­ბის არა?! - გ. ყ.) გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მე­ფის ერ­თხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის(!) გან­მ­ტ­კი­ცე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღორ­ძინ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო. გე­ფი­ცე­ბი, ჩე­მო მე­ფევ, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს!.. მე გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე, მო­უ­რა­ვი, პირ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, წმინ­დათ და კვლა­ვაც შე­ვას­რუ­ლებ შენს ან­დერძს: "ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე!"

დი­დად სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ "და­ვი­თის საფ­ლავ­თან სა­ჯა­როდ გაცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი" ვერ აღას­რუ­ლა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ასე­თი სიტყ­ვე­ბი მას არც წარ­მო­უთ­ქ­ვამს. მარ­თა­ლია, იგი იმ­ყო­ფე­ბო­და იმე­რეთ­ში მე­ფე გი­ორ­გი IV-სთან, შეხ­ვ­დე­ბო­და უფ­ლის­წულ ალექ­სან­დ­რე­საც, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მომ­ხ­და­რა. მო­ტა­ნი­ლი სიტყ­ვე­ბი უახ­ლე­სი ხა­ნის ჩვე­ნი მა­სობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის შესაფერისი ფან­ტა­ზიაა. ფოტო: ნიკოლოს ბარათაშვილი.

თით­ქოს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ფარს ამ­შ­ვე­ნებ­და ამ­გ­ვა­რი წარ­წე­რა: "ბედ­ნი­ე­რია ის, ვი­საც სამ­შობ­ლო­სათ­ვის უძ­გერს გუ­ლი". ესეც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია და მი­სი წყა­რო გახ­ლავთ რუ­სი მწერ­ლის, ანა ან­ტო­ნოვ­ს­კა­ი­ას რო­მა­ნი "დი­დი მო­უ­რა­ვი". მთლად უსა­ფუძ­ვ­ლოა დი­დი მო­უ­რა­ვის შე­გო­ნე­ბა: "გახ­სოვ­დეთ, მა­მა­ცო­ბით გან­თ­ქ­მულ­ნო რა­ინ­დ­ნო, ბრძო­ლას იგებს უშიშ­რო­ბა(!), სინ­დი­სი და პა­ტი­ოს­ნე­ბა!"

თით­ქოს სო­ფელ კველ­თა­ში მოს­ვ­ლამ­დე თურქ-ოს­მალ­თა და ყი­რი­მელ თა­თარ­თა ლაშ­ქარ­მა ცხრა შემ­ხ­ვედრ ქარ­თ­ველს უბ­რ­ძა­ნა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ცხი­რეთ­ში ლუ­არ­საბ II-ის სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა, მაგ­რამ ამა­ზე ყვე­ლა ამათ­გან­მა უარი გა­ნაცხა­და, შე­დე­გად მომ­ხ­დუ­რებ­მა თით­ქოს მათ თა­ვე­ბი მოჰ­კ­ვე­თეს. ამათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კი თევ­დო­რე მღვდელ­მა მოქ­მე­დე­ბის სულ სხვა­ნა­ი­რი გზა აირ­ჩია, რაც ყვე­ლას კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა. მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბაც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია. დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ­გ­ვარ "გად­მო­ცე­მას" თვით "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი" ის­ტო­რი­კო­სე­ბი ავ­რ­ცე­ლე­ბენ.

თით­ქოს ჩვენს დი­დ პო­ეტს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს ასე ეთ­ქ­ვას: "რა ამოძ­რა­ვებ­და მის (ე.ი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის) ჭკუა-გო­ნე­ბას და ნე­ბის­ყო­ფას: თვით­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბი­სას(!) კერ­პი თუ სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი? შენ (ად­რე­სატს არ ასა­ხე­ლე­ბენ. - გ.ყ.) ის აზ­რი გა­წუ­ხებს, რო­დის გა­დაწყ­ვი­ტა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ აჯან­ყე­ბა, - მა­ნამ­დე, სა­ნამ ხელთ იგ­დებ­და შა­ჰის მსტო­ვარს ბა­რა­თით, თუ მე­რე, მაგ­რამ ის­ტო­რი­ას ამას­თან არა­ფე­რი(?!) ესაქ­მე­ბა. მარ­ტყო­ბი(!) ეს ის არის, რი­სი გუ­ლის­თ­ვი­საც მო­ევ­ლი­ნა (ი­გი) ამ ქვე­ყა­ნას. მარ­ტყო­ბი(!) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნაა. მარ­ტყო­ბი(!) ის ჭრი­ლო­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ვე­ღარ გა­ნი­კურ­ნა შაჰ-აბა­სი. მარ­ტყო­ბი(!) გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ბე­დის­წე­რაა და სხვა და­ნარ­ჩე­ნი წვრილ­მა­ნი კა­ცუ­ნე­ბის მო­ნა­ჭო­რი­ა.... წაიკითხეთ ვრცლად

myquiz