"მინდოდა განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო და ზღაპრული გარემო შემექმნა" - მამა-შვილის ხელით და მათივე გემოვნებით ბორჯომში მოწყობილი საოცარი აგარაკი | Allnews.Ge

"მინდოდა განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო და ზღაპრული გარემო შემექმნა" - მამა-შვილის ხელით და მათივე გემოვნებით ბორჯომში მოწყობილი საოცარი აგარაკი

კომფორტი აგარაკზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ბევრი ცდილობს, მაქსიმალურად მოაწყოს მოსახერხებელი და კომფორტული გარემო. ხელოვნებათმცოდნე ხატია მელიქიძემ ბორჯომში აგარაკზე საკუთარი გემოვნებით, დიზაინით და ძალისხმევით ულამაზესი ინტერიერი მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს, ხატია მაინც ახერხებს ხშირად ესტუმროს ხეობას და ყველა ჯერზე აგარაკს განსაკუთრებული დეტალები შემატოს.

196623088-1846087062218728-7917617629499570305-n-1627447453.jpg

- ინტერიერის დიზაინში გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ვეცნობი სხვადასხვა საიტზე და სოციალურ ქსელში ინტერიერის დიზაინს, შემდეგ მეც ჩემს წარმოსახვაში ვქმნი ამა თუ იმ კუთხის დიზაინს.დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, სახლის მანსარდა გაგვეკეთებინა მთლიანად ხის მასალით. თავდაპირველად გავაკეთეთ მონახაზი, მაგრამ მუშაობის პროცესში მოგვიხდა ბევრი ცვლილებისა და კორექტირების შეტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ხე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ჩვენს შემთხვევაში ხარჯები დაიზოგა და ნაკეთობა მთლიანად შეასრულა მამამ. თითოეულ ხის ფიცარს აქვს გავლილი რამდენიმე დამუშავების ეტაპი და საბოლოოდ მიღებულია დაძველების ეფექტი. ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენლად დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვდა ეს ყველაფერი, თუმცა დაახლოებით წელიწად-ნახევარში შედეგი მივიღეთ. აივნის მოწყობა, საძინებელი, სამზარეულო, ყველა ნივთი ჩემ მიერ იქნა შერჩეული. ჩემივე შექმნილი მაკრამეს ნამუშევრებიც გამოვიყენე ინტერიერში. ჩემი მიზანი იყო ძველი და თანამედროვე სტილის გაერთიანება. მინდოდა განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო და ზღაპრული გარემო შემექმნა.

195405060-379129860204788-9215864306774992545-n-1627447493.jpg

- მთასთან, ბუნებასთან ახლოს არის თქვენი ინტერიერი. რატომ მიანიჭეთ ხეს უპირატესობა და სხვა რა დეტალები გაითვალისწინეთ რემონტის დროს?

- აგარაკი, სადაც წელიწადის დიდ დროს გავატარებდით, გვინდოდა ყოფილიყო ეკოლოგიურად ჯანსაღი, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში, ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ხის ინტერიერს. ჩვენი სახლი ტყის პირას მდებარეობს. უკან ტყის საფარია, წინ კი - მთის ხედები, ამიტომ ასეთ ადგილას რა შექმნიდა უფრო ზღაპრულ გარემოს, თუ არა ხე?

184720161-842414433016454-2843187117703686709-n-1627447532.jpg

192476834-164245159002833-4978673300842877380-n-1627447569.jpg

- ზაფხულში ოთახები ცხელი არ არის?

- ამ ზაფხულს პირველად მოგვიწევს აქ დროის გატარება. სიცხისა და სიცივისგან დასაცავად სახურავსა და ხეს შორის გამოვიყენეთ დამცავი შიგთავსი. თბილი ამინდების მიუხედავად, ჯერჯერობით სახლში შენარჩუნებულია სიგრილე. უფრო ცხელ თვეებში ვიმედოვნებთ, ეს პრობლემა თავს არ იჩენს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz