ყველაზე ძვირი ყურძენი მსოფლიოში, რომელიც 11 000 დოლარი ღირს | Allnews.Ge

ყველაზე ძვირი ყურძენი მსოფლიოში, რომელიც 11 000 დოლარი ღირს

იაპონიაში, Ruby Roman-ის ჯიშის ყურძნის მტევანი დაახლოებით 11 ათას დოლარად გაიყიდა. Ruby Roman-ის ჯიშის ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. ის იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მოყავთ. ყურძნის თითოეული მარცვალი პინგ-პონგის ბურთის ზომისაა, რომელიც 20 გრამს უნდა იწონიდეს და შაქრის შემცველობა დაახლოებით 18% უნდა იყოს.

ყურძნის გაშენება იაპონიაში 1992 წელს დაიწყეს, მისი გაყიდვა კი 2008 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც მისი ღირებულება უფრო და უფრო იზრდება.

იაპონია ცნობილია ძვირადღირებული ხილით. მათ შორის გამორჩეულია ნესვი და ვაშლი, რომლის ფასიც აუქციონზე დაახლოებით 1.5 მილიონი იენია.

myquiz