ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბიუჯეტო მონაცემები გამოქვეყნდა - რა უძრავ ქონებას ფლობს კათოლიკური ეკლესიის ცენტრი? | Allnews.Ge

ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბიუჯეტო მონაცემები გამოქვეყნდა - რა უძრავ ქონებას ფლობს კათოლიკური ეკლესიის ცენტრი?

ისტორიაში პირველად ვატიკანმა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს, რომ 5000-ზე მეტ ობიექტს ფლობს და ძირითადად, იტალიაში. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამჟღავნებული ინფორმაცია შეიცავს ორ დოკუმენტს - 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშსა და წმიდა ტაძრის ქონების განყოფილების (APSA) პირველ საჯარო ბიუჯეტს.

APSA, რომელიც ერთგვარი საბუღალტრო განყოფილებაა, ვატიკანის უძრავ ქონებასა და ინვესტიციებს განაგებს, ანაზღაურებს ხელფასებს და შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებების ფუნქციასაც ასრულებს.

APSA-ს 30-გვერდიანმა ბიუჯეტმა აჩვენა, რომ ვატიკანი უძრავი ქონების 4,051 ობიექტს იტალიაში, ხოლო, დაახლოებით, 1,120-ს უცხოეთში ფლობს, რაშიც საელჩოების ქონება არ შედის.

იტალიური ქონების მხოლოდ 14% იყო გაქირავებული საბაზრო ფასებით, ხოლო დანარჩენი - ფასდაკლებით, რომელთა უმეტესობა ეკლესიის მსახურებს ჰქონდათ ნაქირავები. დაწესებულებების, დაახლოებით, 40% ინსტიტუციური შენობებია, როგორიცაა სკოლები, მონასტრები და საავადმყოფოები. განაგრძეთ კითხვა

myquiz