რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ყავა? | Allnews.Ge

რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ყავა?

24 მოხალისის მონაწილოებით მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მათი ნახევარი, ექვს-საათიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ, ხუთი წუთის განმავლობაში ღეჭავდა კოფეინის შემცველ საღეჭ რეზინას.

შედეგად, მათმა ორგანიზმმა მოკლე პერიოდის მანძილზე მიიღო 800 მგ კოფეინი, რაც დაახლოებით 8 ფინჯან ყავას შეესაბამება. კვლევის დანარჩენი მონაწილეები ღებულობდნენ პლაცებოს.

კვლევის მიზანი იყო გაერკვიათ მკვლევარებს როგორ მოქმედებს კოფეინი თირკმლის კლირენსზე (სხვადასხვა ნივთიერებისგან გასუფთავება) და პირველ რიგში თიკრმელებით ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფის დონეზე.

კოფეინის მაღალი დოზით მოხმარება, მოკლე პერიოდში იწვევს შარდში კალციუმის კონცენტრაციის 77%-ით გაზრდას. კვლევის ავტორების აზრით, თუ ასეთი სიტუაცია რეგულარულად განმეორდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი და ოსტეოპოროზი (ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება და მოტეხილობების რისკის გაზრდა).

კოფეინის მაღალი დონით მოხმარების გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გააზრება განსაკუთრებით რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი.

მაგალითად, მოზარდებისთვის, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს (მათი ძვლის ქსოვილი ჯერშეკითხვა ექიმს-უკაცრავად ეს არ არის გამოსაქვეყნებელი კითხვა უბრალოდ თქვენი ჟურნალის რაგაც მაინტერესებს თქვნეს ჟურნალზე... კიდევ განვითარების სტადიაშია), პროფესიონალი სპორცმენებისთვის, რომლებიც კოფეინს იყენებენ გამძლეობისთვის, პოსტმენოპაუზის პერიოდის ქალებისათვის, რომლებსაც კალციუმის დეფიციტი ისედაც აღენიშნებათ, ასევე ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისათვის, რომლებიც გაუთავებლად სვამენ ყავას, რომ არ დაეძინოთ.

myquiz