"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე | Allnews.Ge

"25 000 წლის წინ საქართველოში მცხოვრები ეს ქალი აღმოსავლეთ ევროპის ქვის ხანის მოსახლეობის წინაპარია"- რას ამბობენ სპეციალისტები საწურბლიას მღვიმის აღმოჩენაზე

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში 25 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნის დნმ-ს მი­აკ­ვლი­ეს და გა­ი­შიფ­რეს. აღ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

mgvime-81713-1627121203.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პა­ლე­ო­ან­თროპრლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სის, წყალ­ტუ­ბოს ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნის თქმით, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტია წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Current Biology- ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

214231373-10218823562769637-6240796344220629696-n-81621-1627121248.jpg

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­მუ­ში (SAT29) წარ­მო­ად­გენს მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ჰომო სა­პი­ენ­სის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში. მეც­ნი­ე­რებ­მა ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ნი­მუ­ში შე­ა­და­რეს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნილ, ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვან მა­სა­ლას და და­ას­კვნეს, რომ ამ ორ ინ­დი­ვიდს ერ­თნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს.

214433631-10218823586410228-3849491160546270552-n-81646-1627121309.jpg

რაც, თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბით, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე, უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია.

"სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში გა­თხრებს 2008 წლი­დან ვა­წარ­მო­ებთ. ძა­ლი­ან დიდი მღვი­მეა, რამ­დე­ნი­მე კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი - და­წყე­ბუ­ლი ზედა პა­ლე­ო­ლი­თი­დან, მე­ზო­ლი­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნა გახ­ლავთ, 25 000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ქა­ლის საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ და კარ­გად გა­მო­სა­ხუ­ლი დნმ, რო­მე­ლიც ნი­ა­და­გის ფე­ნებ­ში ვი­პო­ვეთ. გარ­და ამი­სა, კვლე­ვამ ასე­ვე, გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­შე­ნე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი მგლის და ძაღ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხაზი და ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის გე­ნიც, რომ­ლის მემ­კვიდ­რეა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ო­ბა.

სა­ერ­თოდ, უძ­ვე­ლე­სი დნმ-ის შეს­წავ­ლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ან სრუ­ლად ქრე­ბა, ან მისი გა­შიფვ­რა რთუ­ლია, თუმ­ცა, მღვი­მის მშრა­ლი და ცივი კლი­მა­ტი კარგ პი­რო­ბებს ქმნის დნმ-ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თოდ და სეკ­ვე­ნი­რე­ბის შე­დე­გად შევ­ძე­ლით გა­მოგ­ვე­ყო ნი­ა­და­გი­დან დნმ-ით მდი­და­რი მა­სა­ლა. ახლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 25000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, მთე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვის ხა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­პა­რია“ . - ამ­ბობს Ambebi.ge -სთან თენ­გიზ მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

214074636-10218823589530306-5475383670961629898-n-81672-1627121391.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz