არის თუ არა ეფექტიანი "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ შტამის წინააღმდეგ? - რა აჩვენა კვლევამ | Allnews.Ge

არის თუ არა ეფექტიანი "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ შტამის წინააღმდეგ? - რა აჩვენა კვლევამ

"ფა­ი­ზე­რის“ ან "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნე­ბის ორი დოზა კო­რო­ნა­ვირუ­სის "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ღალ ეფექ­ტი­ა­ნია, - მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ New England Journal of Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, "ბი­ონ­ტექ/ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა სიმპტო­მუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით 88%-ით ეფექ­ტუ­რია "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. "ალფა“ ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი მისი ეფექ­ტუ­რო­ბა 93.7%-ია.

ამას­თან, "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 67%-ით, "ალ­ფას“ წი­ნა­აღ­მდეგ კი - 74.5%-ით ეფექ­ტუ­რია.

”ალფა“ და "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში მხო­ლოდ მცი­რე გან­სხვა­ვე­ბე­ბი აღი­ნიშ­ნა”, - გან­მარ­ტა­ვენ კვლე­ვა­ში ინ­გლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მეც­ნი­ე­რე­ბი.

მა­ნამ­დე მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ფა­ი­ზე­რის“ ან "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ 33%-ით ეფექ­ტუ­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­დო­ეთ­ში და­ფიქ­სირ­და, მო­მა­ვა­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში დო­მი­ნან­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად შტა­მი მსოფ­ლი­ოს 124 ქვე­ყა­ნა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

myquiz