"პირ­ვე­ლად ხალხს ეში­ნო­და ბა­გი­რის გაწყ­ვე­ტი­სა და ვა­გო­ნებ­ში არ ჯდე­ბო­და"- ვინ და როდის ააშე­ნა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი? | Allnews.Ge

"პირ­ვე­ლად ხალხს ეში­ნო­და ბა­გი­რის გაწყ­ვე­ტი­სა და ვა­გო­ნებ­ში არ ჯდე­ბო­და"- ვინ და როდის ააშე­ნა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი?

ზაფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით ქა­ლაქ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და გრი­ლა. ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პარ­კი "ბომ­ბო­რა" კი, რო­მე­ლიც 2007 წელს გა­იხ­ს­ნა, არა­ერ­თი ბავ­შ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია.

პირ­ვე­ლად ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ტე­რი­ტო­რია XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აით­ვი­სეს, მა­ნამ­დე კი ის ერთ "ვე­რან­სა და უდა­ბურ" ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც არც ხე იდ­გა და არც ბუჩ­ქი ხა­რობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე (დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი) "ევ­რო­პულ­მა თბი­ლის­მა" და­იწყო სი­ცოცხ­ლე, მა­მა­და­ვი­თის მთა ერ­თ­ბა­შად მო­ექ­ცა თბი­ლი­სელ­თა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში. მთაწ­მინ­დის მო­ტიტ­ვ­ლე­ბუ­ლი ფერ­დო­ბე­ბი­დან წვი­მე­ბის დროს, ნი­აღ­ვარს ქვი­შა და შლა­მი ჩა­მოჰ­ქონ­და, რო­მე­ლიც მის ქვე­ვით ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებს ანაგ­ვი­ა­ნებ­და.

ss-1626858220.png

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნამ­დე მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და. ხან "ქა­ლა­ქის მა­მე­ბი" იყე­ნებ­დ­ნენ ფუ­ლის მო­სახ­ვე­ჭად და ხა­ნაც - კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა ვინ­მე ლე­ლაშ­ვილ­მა იქ არა­რე­გა­ლუ­რი სტამ­ბა მო­აწყო, რო­მელ­შიც პროკ­ლა­მა­ცი­ებს ბეჭ­დავ­და და თბი­ლის­ში ავ­რ­ცე­ლებ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლა­ქი სა­ხეს მა­ლე იც­ვ­ლი­და და მთაწ­მინ­და­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვიც ნელ-ნე­ლა იზ­რ­დე­ბო­და. ბევრს სურ­და, მშე­ნე­ბა­რე ქა­ლა­ქი­სათ­ვის ზე­ვი­დან გად­მო­ე­ხე­და და მი­სი მზე­რით უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც და­ეტ­კ­ბო, ამი­ტომ ასას­ვ­ლე­ლად გზის გაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მთაწ­მინ­დის რე­ლი­ე­ფის შე­სა­ფე­რი­სი გზა სამ­თო-სა­ბა­გი­რო რკი­ნიგ­ზა ანუ ფი­ნი­კუ­ლი­ო­რი გახ­ლ­დათ. ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვი­დან - "ფუ­ნის" წარ­მოდ­გე­ბა და ბა­გირს, თოკს ნიშ­ნავს. იმ­ხა­ნად ასე­თი გზე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გაჰ­ყავ­დათ და დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. მა­ლე გა­მოჩ­ნ­და საქ­მის მო­თა­ვეც - თბი­ლი­სის "კონ­კის" დი­რექ­ტო­რი, ბელ­გი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი ალ­ფონს რო­ბი.

მან ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა 1896 წელს წა­მო­ა­ყე­ნა და თა­ვი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას გა­აც­ნო. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნა­ზე სამ წე­ლი­წადს გას­ტა­ნა, ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ მხო­ლოდ 1900 წელს დარ­თო ნე­ბარ­თ­ვა ინ­ჟი­ნერს, მშე­ნებ­ლო­ბა და­ეწყო. რო­გორც კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მ­და, ბელ­გი­ელ­მა მთაწ­მინ­დის მი­წა ნაკ­ვე­თე­ბად და­ყო და აგა­რა­კე­ბის სა­ხით მის გა­ყიდ­ვას შე­უდ­გა, იქ­ვე და­ტო­ვა ად­გი­ლი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის­თ­ვი­საც. თუმ­ცა, ვაჭ­რო­ბა ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა­მაც აგა­რა­კის მფლო­ბე­ლე­ბი გა­ა­ნაწყე­ნა და რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ჩი­ვა­რი აღ­ძ­რეს.

picture51-1626858279.jpg

ამ ფაქ­ტ­მა კი ინ­ჟი­ნე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, მშე­ნებ­ლო­ბა მა­შინ­ვე და­ეწყო და ეს 1903 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. ამ საქ­მე­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ერ­თო. პრო­ექ­ტი შე­ად­გი­ნა ფრან­გ­მა ინ­ჟი­ნერ­მა, ბლან­შ­მა, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად კი ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვიჩ­მა და­ა­მუ­შა­ვა. გზის მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ბელ­გი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი რა­გო­ლე­რი, რო­მელ­საც იტა­ლი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი, ფონ­ტა­ნა-რო­სი ეხ­მა­რე­ბო­და. ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ცნო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, ნი­კო ნი­კო­ლა­ძემ, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით შეს­რულ­და რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ეს­კა­დი­სათ­ვის ანუ ხი­დი­სებ­რი ნა­გე­ბო­ბის­თ­ვის, რო­მელ­ზეც რკი­ნიგ­ზა გა­დის.ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის ნე­ბარ­თ­ვით, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი­სა და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის და­სა­კავ­ში­რებ­ლად ქვე­და სად­გუ­რი­დან ერევ­ნის (ახ­ლან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ედ­ნამ­დე მგზავ­რ­თა ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის ელექ­ტ­როტ­რამ­ვაი გა­იყ­ვა­ნა.

funicular-funikuliori-mtatsminda-tbilisis-andza-1-1626858301.jpg

სა­ბო­ლო­ოდ, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1904 წელს დას­რულ­და და ეს თა­რი­ღი ლი­ან­დაგ­ზე­ცაა აღ­ბეჭ­დი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 400 ათა­სი მა­ნე­თი და­ი­ხარ­ჯა. მი­სი სიგ­რ­ძე 501 მეტ­რი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­გო­ნი სა­მი კუ­პეს­გან შედ­გე­ბო­და და თი­თო­ში 8 მგზავ­რი ეტე­ო­და. ვა­გონს ჰქონ­და ორი ბა­ქა­ნი 24 მგზავ­რის­თ­ვის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ორი ბა­ქა­ნი კუ­პედ გა­და­კეთ­და და მას­ში გრძე­ლი სკა­მე­ბი და­იდ­გა. თი­თო­ე­უ­ლი ვა­გო­ნის წო­ნა 4 000 კი­ლოგ­რამს აღ­წევ­და. ვა­გო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გვერდს გზის შუა ნა­წილ­ში უვ­ლიდ­ნენ და ერ­თი გეზს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ზე­და სად­გუ­რის­კენ იღებ­და, მე­ო­რე - ქვე­ვით. მგზავ­რო­ბა, ას­ვ­ლა-ჩა­მოს­ვ­ლა, 20 კა­პი­კი ღირ­და. 1905 წლის იან­ვარს "ი­ვე­რი­ის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში გაჩ­ნ­და ცნო­ბა, რომ "გუ­ბერ­ნი­ის სა­ტეხ­ნი­კო კო­მი­სი­ამ და ქა­ლა­ქის ინ­ჟინ­რებ­მა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მას მუ­შა­ო­ბის ნე­ბა დარ­თეს". "...რო­გორც კო­მი­სია ამ­ბობს, ვა­გო­ნის ას­ვ­ლა-ჩა­მოს­ვ­ლას ექ­ვ­სი წუ­თი დას­ჭირ­და, გზა­ში ვა­გო­ნის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი მან­ქა­ნა-ტორ­მუ­ზიც მოს­წო­ნე­ბია კო­მი­სი­ას. გა­ქა­ნე­ბუ­ლი ვა­გო­ნი სა­ჟენ-ნა­ხე­ვარ­ზე შე­უ­ჩე­რე­ბია უც­ბად".

თბი­ლი­სის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი სა­ზე­ი­მოდ 1905 წლის 27 მარტს გა­იხ­ს­ნა.ერ­თ­გან ფუნ­იკუ­ლი­ო­რის პირ­ვე­ლი მე­მან­ქა­ნის, ვა­სო ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში ვკითხუ­ლობთ: "პირ­ვე­ლად ხალხს ეში­ნო­და ბა­გი­რის გაწყ­ვე­ტი­სა და ვა­გო­ნებ­ში არ ჯდე­ბო­და. ხალ­ხი ფა­ე­ტო­ნე­ბით მოჰ­ყავ­დათ და ფულს აძ­ლევ­დ­ნენ - აიღეთ ფუ­ლი, ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩას­ხე­დი­თო. მე­რე, ხალ­ხი რომ შე­ეჩ­ვია, იცოცხ­ლე, ბი­ლე­თებ­ზე რი­გი იდ­გა".ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გახ­ს­ნი­დან დი­დი ხნის შემ­დეგ, ერ­თხელ ბა­გი­რი მარ­თ­ლაც გაწყ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნიც იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ამ ტრა­გე­დი­ის გა­მო ხალ­ხის ნა­წილს ვა­გო­ნე­ბით მგზავ­რო­ბის ში­ში კვლავ გა­უჩ­ნ­და, მაგ­რამ ფუ­ნი­კუ­ლი­ორს დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მა­ინც არ აკ­ლ­დე­ბო­და.პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი­სა და მენ­შე­ვი­კე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხ­და. XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში კი მთაწ­მინ­დის ფერ­დო­ბის გამ­წ­ვა­ნე­ბა და­იწყეს. 1934 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის პრე­ზი­დი­უ­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მთაწ­მინ­და­ზე კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­გეგ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ბაღს სტა­ლი­ნის სა­ხე­ლი მი­ა­კუთ­ვ­ნეს.

წყარო: gza.kvirispalitra.ge