კანიბალიზმი XXI საუკუნეში - 4 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს დღემდე ჭამენ | Allnews.Ge

კანიბალიზმი XXI საუკუნეში - 4 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს დღემდე ჭამენ

XXI საუკუნეში, გლობალიზაციის ხანაში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანების ცხოვრება ერთნაირი ხდება და მათ სულ უფრო მეტი საერთო აქვთ. თუმცა, არსებობს ადგილები დედამიწაზე, სადაც უცნაური და უჩვეულო ტრადიციები დღემდე შემორჩა, მათ შორის ისეთი შოკისმომგვრელი, როგორიც კანიბალიზმია. წარმოგიდგენთ დედამიწაზე 4 ადგილს, სადაც ადამიანებს დღემდე ჭამენ.

ვარის ტომი, ბრაზილია

2021071813374486669-1626770824.png

ამაზონის ტყეების სიღრმეში ვარის პატარა ტომი ცხოვრობს. დღესდღეობით, მათგან მხოლოდ ორი ათასზე მეტი ადამიანია შემორჩენილი. სამხრეთ ამერიკის სხვა ყველა დანარჩენი ტომიდან ვარის ტომი ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტზე ყველაზე ბოლოს გავიდა და ეს მხოლოდ 1960-იან წლებში მოხდა. სწორედ მაშინ გამოაშკარავდა მათი საშინელი რიტუალი.

2021071813370986669-1626770850.png

მას შემდეგ, რაც ადამიანი გარდაიცვალება, ისინი სხეულს მანამდე ინახავენ სანამ გარდაცვლილის ყველა ნათესავი ადგილზე არ მივა, რასაც დაახლოებით სამი დღე სჭირდება, მას შემდეგ კი როცა ყველა ახლობელი ერთად შეიკრიბება, ისინი გარდაცვლილის სხეულს წვავენ და მიირთმევენ.

დაღუპულის სისხლით ნათესავები როგორც წესი, ამაში არ მონაწილეობენ, ისინი მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალყურს თუ როგორ შეექცევიან ცხედარს შორეული ნათესავები.

გარდა ამისა, წვავენ ასევე მიცვალებულის მთელ ქონებასაც. ამ რიტუალის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება ახლობლებს შეეგუონ საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ამ აქტის შესრულებით მათ გარდაცვლილის შესახებ უკვე აღარაფერი ახსენებთ.

ვარანასი, ინდოეთი

2021071813402286669-1626771018.png

ქრისტეს დაბადებამდე ათასი წლით ადრე დაარსებული ვარანასი - ინდუიზმის ერთ-ერთი წმინდა ქალაქია, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ათობით ათასი ინდუსი ჩადის. მათ წარმოდგენაში, ეს უძველესი ქალაქი სამყაროს ცენტრია. ვარანასში ისეთი უძველესი ტრადიციები ყვავის რომ მათ ფეხქვეშ გათევლვას ვერავინ ბედავს.

ინდუიზმში სიკვდილი - სამსარის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც აღორძინების ბორბალში გადამწყვეტია. ყველა ინდუსი ისწრაფვის მოკშასკენ (ცნება ინდუიზმსა და ბუდიზმში, ატმანის (სულის) გათავისუფლება ამქვეყნიური ბუნებისგან და მასზე მიჯაჭვულობისგან, განსხივოსნება) - ამ ციკლის დასრულებისკენ, ბოლო წერტილისკენ. ვარანასის ასკეტური რელიგიური სექტა - აგჰორი კი მოკლე გზით მიდის.

2021071813412786669-1626771054.png

ისინი ღამის რიტუალებს იმ ადამიანთა ნეტშტზე ატარებენ, რომელთა გვამებსაც, ინდუისტური ადათის თანახმად, განგის სანაპიროზე წვავენ, რაც შესაძლებლობას იძლევა მოკშასთან მაქსიმალურად მიახლოვების. აგჰორების ამოცნობა მარტივია: ისინი თავიდან ფეხებამდე კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლით არიან შეღებილი და ძვლების ყელსაბამებს ატარებენ.

დღესდღეობით, ინდოეთში სექტის ათასამდე აქტიური წევრი ცხოვრობს. შოკისმომგვრელი რიტუალების მიუხედავად, აგჰორებს გაგებით ეკიდებიან. ინდოელებს სჯერათ რომ თუ ისინი "შივას რჩეულ" ბერებს გარდაცვლილების ჭამასა და რიტუალების შესრულებაში ხელს შეუშლიან, მათი სული დაწყევლილი იქნება. ამის გამო ქვეყანაში არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა დაწესებული არ არის.

კარავაის ტომი, პაპუა-ახალი გვინეა

2021071813435186669-1626771197.png

პაპუა-ახალ გვინეაში უფრო მეტი კანიბალია, ვიდრე სუპერმარკეტი. მართალია, ბოლო წლებში კურუ-კურუს დაავადების გამო კანიბალიზმის მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა არა კარავაის ტომში. მისი წარმომადგენლებისთვის გარდაცვლილი ადამიანის ჭამა - შურისძიებაა.

ნახეთ, რას ჰყვება ავსტრალიელი ჟურნალისტი პოლ რაფაელი, პაპუა-ახალ გვინეასა და ინდონეზიის ტყეებში მოგზაურობის შესახებ: "თუ ვინმე ბრძოლაში დაიღუპება, მისი სიკვდილის მიზეზი კარავაისთვის ცხადი იქნება, მაგრამ ავადმყოფობის შედეგად ადამიანის სიკვდილი მათთვის დიდ საიდუმლოებას წარმოადენს. მათ ხომ მიკრობებისა და ინფექციების შესახებ არაფერი იციან".

2021071813480286669-1626771224.png

"კარავაელები დარწმუნებულები არიან რომ მათი ტომის წევრებს ქვესკნელიდან მოვლენილი ხახუა - ჯადოქარი ანადგურებს. მათი აზრით, ხახუა იპყრობს სხეულს და მას შიგნიდან შთანთქავს, ხოლო მისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მისი შეჭმაა საჭირო, ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ტომის წევრები იმ ადამაინს შეჭამენ რომელიც ხახუას მიზეზით დაიღუპა".

განაგრძეთ კითხვა

myquiz