"აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული" - ცნობილი იურისტის ვენახი და მშვენიერაძეების მშვენიერი ღვინის ამბავი | Allnews.Ge

"აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული" - ცნობილი იურისტის ვენახი და მშვენიერაძეების მშვენიერი ღვინის ამბავი

გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმე­ტეს­წი­ლად იუ­რის­ტად იც­ნობს, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რა საქ­მეს აკე­თებს თა­ვის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, - გი­ორ­გი ოჯახ­თან ერ­თად ვე­ნახს უვ­ლის და ნა­ტუ­რა­ლურ ღვი­ნოს აყე­ნებს, რომ­ლის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და აშშ-შიც. ყვე­ლა პრო­ცეს­ში თა­ვად აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, რად­გან, რო­გორც ამ­ბობს, ამით დიდ სუ­ლი­ერ საზ­რდოს იღებს.

- ნა­ტუ­რა­ლუ­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბა ნიშ­ნავს, რომ ყუ­რძნის მოვ­ლის პრო­ცეს­ში პეს­ტი­ცი­დე­ბი, ჰერ­ბი­ცი­დე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ნი­ა­და­გიც შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბით არ იჟღინ­თე­ბა. ასე მო­წე­უ­ლი მო­სა­ვა­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ - ხა­რის­ხი­ა­ნი. ნა­ტუ­რა­ლურ ღვი­ნოს ვი­ღებთ, როცა მეღ­ვი­ნე ნაკ­ლე­ბად ერე­ვა ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, არ იყე­ნებს სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას და ხე­ლოვ­ნუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ სპონ­ტა­ნუ­რი დუ­ღი­ლით კმა­ყო­ფილ­დე­ბა. მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მხო­ლოდ გო­გირ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა (ლიტრზე 40 მი­ლიგ­რა­მი) შე­იძ­ლე­ბა.

mshvenieradzeebis-gvino2-57182-1626755167.jpg

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ღვი­ნო­ში, ერთი მხრივ, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს ტე­რუ­ა­რის (ად­გილ­წარ­მო­შო­ბის) გემო, ეტყო­ბო­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და, მე­ო­რე მხრივ, იყოს ჯან­მრთე­ლი. ქვევ­რიც ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, გა­საწ­მენ­დე­ლით ირე­ცხე­ბა და არა - სო­დით ან რამე სხვა ნივ­თი­ე­რე­ბით. ესეც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. ასეთ ღვი­ნო­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა.

- სა­კუ­თარ თავს მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხეს უწო­დებთ თუ მე­მარ­ნეს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვით, რომ მე­მარ­ნე­ე­ბი ვართ. მეღ­ვი­ნე ზრუ­ნავს ღვი­ნო­ზე, მე­ვე­ნა­ხე - ყუ­რძენ­ზე, ყუ­რძნის ხა­რისხზე. მე­მარ­ნეს კი გა­ცი­ლე­ბით მეტი რა­ღა­ცის კე­თე­ბა უწევს და ეს მხო­ლოდ ღვი­ნის ჭურ­ში და­ყე­ნე­ბა არ არის.

mshvenieradze44-57205-1626755251.jpg

- რო­გო­რია თქვე­ნი ღვი­ნო?

- პრო­დუქ­ტი ცოტა გვაქვს. წლე­ულს, ალ­ბათ, 1200 ბოთ­ლი გვექ­ნე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, სპე­ცი­ფი­კუ­რი ღვი­ნოა. ასე მგო­ნია, ყვე­ლა ღვი­ნო დამ­ყე­ნე­ბელს ჰგავს და ჩვე­ნი ღვი­ნოც ჩვე­ნი მსგავ­სია. მე­ურ­ნე­ო­ბა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცხენ­თა­რო­შია. აქე­დან იყო ჩემი ბა­ბუა, აქ გა­ი­ზარ­და მამა და იქ­ვეა დაკ­რძა­ლუ­ლიც. მეც ამ სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე ბავ­შვო­ბა. მოკ­ლედ, ცხენ­თა­რო ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის არის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც მოვ­დი­ვართ, ამი­ტომ გვინ­დო­და, ისე­თი ღვი­ნო დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გორ­საც ად­რე­ულ წლებ­ში ბა­ბუა, მამა, ბიძა აყე­ნებ­დნენ. არა­ნა­ირ ხე­ლოვ­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბას არ იყე­ნებ­დნენ. ჭუ­რებ­შიც ბუ­ნებ­რი­ვად დუღ­და მა­ჭა­რი. მოკ­ლედ, არ­სე­ბობ­და გა­მოც­დი­ლე­ბა და გვინ­დო­და, ის სხვე­ბის­თვი­საც გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ამას და­ვუ­მა­ტეთ ცოდ­ნა, რო­მე­ლიც და­ვაგ­რო­ვეთ არა­ერთ ტრე­ნინგზე, ლექ­ცი­ა­სა თუ სე­მი­ნარ­ზე, ასე­ვე - ლი­ტე­რა­ტუ­რით, პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით.

209771851-541565007038514-8713870779864112699-n-57276-1626755299.jpg

- ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ოჯა­ხის რამ­დე­ნი წევ­რი ხართ ჩარ­თუ­ლი?

- მე, ჩემი ძმა, რძა­ლი, ჩემი მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი. ვე­ნა­ხე­ბი ჩვე­ნი­ვე სო­ფელ­ში გვაქვს. ასე­თი პრინ­ცი­პი ავირ­ჩი­ეთ - ყვე­ლა­ფე­რი ცხენ­თა­რო­ში გვქონ­დეს და სხვა სოფ­ლი­სა თუ ტე­რუ­ა­რის ყუ­რძე­ნი არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა იცო­დეს, რო­გო­რი ღვი­ნო დგე­ბა ჩვენ­თან. ჩვე­ნი სო­ფე­ლი XIX სა­უ­კუ­ნე­ში იმე­რე­თის იმ ექვს სო­ფელს შო­რის მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს აყე­ნებ­დნენ და გვინ­დო­და, ეს ტრა­დი­ცია დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz