„ნინიას ბაღი“, „გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები? | Allnews.Ge

„ნინიას ბაღი“, „გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები?

„ჯანდაბამდეც გზა გქონია"

ჯანდაბა ინდოეთის ქალაქია, რომელიც 3 საუკუნის წინ ირანის ჯარმა აიღო. მაშინ ირანის ჯარში ბევრი ქართველი იბრძოდა და ხანგრძლივი ომის დროს მათი უმეტესობა დაიღუპა. ბევრმა ქართველმა ქალმა დაკარგა ახლობელი, შედეგად კი „ჯანდაბა“ ძლიერ საძულველი ადგილის სინონიმი გახდა.

„ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“

ninia-1-1626687360.png

მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ვინმე ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი. ხსენებული ბაღი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, იმხანად ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა. მას შემდეგ ამ გამოთქმას „უფასოს“ დატვირთვა აქვს“.

„გავიდა მარილზე“

ერთ დროს საქართველოში მარილი არ იშოვებოდა და მის მოსატანად ჩვენი წინაპრები აღზევანში მიდიოდნენ, რომელიც დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მათ ყაჩაღები ესხმოდნენ თავს და კლავდნენ. ამიტომ მარილზე წასლვა ხშირ შემთხვევაში სიკვდილთან ასოცირდებოდა.

„რას იკრიჭები ყველის ვაჭარივით“

238877523-1626687311.jpg

ისტორიულადაც და დღესაც ქართველი ვაჭრები და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები მომღიმარი სახეებით არ გამოირჩევიან. ყველი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი დროულად გაყიდვის მიზნით ძველ დროში ყველის გამყიდველები ყველაზე ხშირად იღიმოდნენ. გამოთქმაც სწორედ აქედან გაჩნდა. დღეს ეს ფრაზა გამოიყენება იმ ადამინს მიმართ, რომელიც ღიმილს მიზნის მისაღწევად იყენებს.

„ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“

2295120-1626687476.jpg

გამოთქმა მომდინარეობს ფეოდალური პერიოდიდან, როდესაც ურჩ ყმებს სასჯელის სახით ყურს აჭრიდნენ ხოლმე. მოჭრილი ადგილის შესახორცებლად კი ექიმი მას ხახვს ადებდა. გამონათქვამი „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“ ნიშნავდა- შენ ვერ შეძლებ ჩემს დასჯას.

ოთუზბირი

ქართულ ენაში ძალიან ძვირის მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა თურქულ ენაში ის 31-ს ნიშანს. გამოთქმა საქართველოში ოსმალების პერიოდში გავრცელდა და სავარაუდოდ, სპეციფიკური ჟღერადობის გამო დამკვიდრდა.

„ჩაილურის წყალი დალია“

maxresdefault-1626687511.jpg

ჩაილური მდინარეა საგარეჯოს რაიონში. გამოთქმა, სავარაუდოდ, ლეკიანობის პერიოდში გაჩნდა. ითვლებოდა, რომ თუ გამტაცებლებმა მდინარე გადალახეს, მაშინ მათ დევნას აზრი აღარ ჰქონდა და მადევრები დანანებით ჩაილაპარაკებდნენ- „ეჰ, დალია ჩაილურის წყალი“.

წყარო: გამონათქვამები და ფრაზები

myquiz