ქალაქები ევროპაში, სადაც სახლები მხოლოდ 1 ევროდ იყიდება- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის? | Allnews.Ge

ქალაქები ევროპაში, სადაც სახლები მხოლოდ 1 ევროდ იყიდება- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის?

უძრავი ქონება ყოველთვის ყველაზე ძვირი სიამოვნება იყო და არის კიდეც. სახლის ყიდვა ყოველთვის აცარიელებს ჯიბეს და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდ იპოთეკურ სესხებს გვაკისრებს. თუმცა, არის მსოფლიოში ადგილები, სადაც სახლის ყიდვა კაპიკებად შეიძლება, მაგრამ გარკეული პირობების დაცვით.

რუბე, საფრანგეთი

rube-1626433285.jpg

ბელგიის საზღვართან მდებარე ამ პატარა ქალაქში სახლები, შეიძლება ითქვას, სიმბოლურ თანხად იყიდება, გაგიკვირდებათ, მაგრამ მხოლოდ ერთ ევროდ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების მფლობელი საზღვარგარეთ. ეს პროგრამა დაიწყო სახელმწიფომ, რომელმაც გადაწყვიტა ქალაქისთვის, რომელსაც ფრანგები რატომღაც არ სწყალობენ, ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა. თუმცა სახლის ყიდვის მსურველებმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ, კერძოდ, მათ საკუთარი ხარჯებით უნდა აღადგინონ ეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი სახლები და კიდევ, სახლის ყიდვის შედეგ, მთელი ხუთი წლის განმავლობაში, მისი გასხვისება, გაყიდვა აკრძალულია.

კობრიჯი, ინგლისი

rube1-1626433360.jpg

სტაფორდშირის საგრაფოს ამ პატარა ქალაქში ბევრი მიტოვებული სახლია. ეს ფაქტი სახელმწიფოს არ მოსწონს. მთავრობას დიდი გეგმები აქვს ამ ადგილთან დაკავშირებით, ამიტომაც გადაწყდა მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები შესთავაზონ მას, ვინც აქ სახლის ყიდვას გადაწყვეტს.

ასე რომ, კობრიჯში სახლის საფასური მხოლოდ ერთი ევროა. ბოლო მონაცემებით ქალაქში 20 ასეთი ობიექტია. ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მსურველი ავტომატურად აცხადებს თანხმობას კრედიტზე, 30 000 ფუნტ სტერლინგზე, სახლის გასარემონტებლად და ასევე უნდა წარადგინოს საბუთი, რომ ანგარიშზე აქვს საკმარისი თანხა ახალი სახლის მოსაწყობად. ამ შემთხვევაშიც სახლის გაყიდვა იკრძალება 5 წლის განმავლობაში.

ლივერპული, ინგლისი

rube2-1626433418.jpg

ენფილდის რაიონში ძალიან ბევრი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომაც ბევრი ასეთი ობიექტი ადამიანებმა უბრალოდ მიატოვეს. ახლა კი საქმეში სახელმწიფო ჩაერთო, თუ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში სახლი ახალ მფლობელს საკუთარი ხარჯებით უნდა გაერემონტებინა, ამ შემთხვევაში ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებს.

სახლის ყიდვის მსურველ მხოლოდ ერთი ევროს გადახდა უწეევს, მაგრამ აქაც, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ვალდებულებები. ეს საოცარი აქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ცხოვრობს და მუშაობს ლივერპულში.

კარეგა-ლიგურე, იტალია

rube3-1626433468.jpg

კარეგა-ლიგურე ქვეყნის ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ადგილად ითვლება. ეს ადგილი ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ არის მდიდარი ბუნება და ძალიან კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა. სახელმწიფოს ძალიან უნდა ხალხს ამ ადგილში სახლის ყიდვის მოტივაცია გაუჩინოს.

სახლის ფასი აქაც 1 ევროა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული პირობები. სავალდებულოა სახლის გარემონტება ეკოლოგიურად სუფთა მასალით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სახლის აუთენტურობა და დასახლების საერთო სტილი, ერთი სიტყვით, სახლის ახალ მფლობელს სოლიდური სამუშაოს ჩატარება დასჭირდება, თუმცა ალბათ შედეგი ამად ღირს. განაგრძეთ კითხვა

myquiz