ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟები? | Allnews.Ge

ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟები?

დემოკრატიულ სამყაროში მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის დამყარებაზე იბრძვიან, ყველას ყურადღებას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იქცევს.

ალექსანდრე ლუკაშენკო 1954 წელს, 30 აგვისტოს, ბელარუსში დაიბადა. მომავალ პრეზიდენტს დედა - ეკატერინა ტროფიმოვა მარტო ზრდიდა. ის ფერმაში მუშაობდა.

ლუკაშენკოს მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და მამის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. ცნობილია, რომ ის მეტყევე იყო. მომავალი პრეზიდენტი სოფელში იზრდებოდა და საშუალო სკოლაშიც, იქ სწავლობდა.

როგორც ცნობილია, ის პატარაობიდან ეხმარებოდა დედას ყველა საქმის შესრულებაში, მათ შორის - საოჯახო საქმეებში, პარალელურად კი, მუსიკალური სკოლაც დაამთავრა და ლექსებსაც წერდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ლუკაშენკომ პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ სკოლაშიც იმუშავა, ხოლო რამდენიმე თვეში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად წავიდა და КГБ-ს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა. მან სამხედრო სამსახური ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით დაასრულა. საბოლოოდ, ის პოლიტიკურ სარბიელს შეუერთდა და ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. ლუკაშენკო ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას უკვე ორი ათეული წელია, მართავს. როგორც ამბობენ, ის ერთადერთი დიქტატორია, რომელიც ევროპის ქვეყანას მართავს.

პრეზიდენტის ვაჟები

lukashenko1-1626323251.jpg

პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავს. თუმცა, როგორც ამბობენ, მისი პირადი ცხოვრება არ არის ისეთივე სტაბილური, როგორც პოლიტიკური კარიერაა. პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს: ვიქტორი და დიმიტრი.

ისინი მაღალ თანამდებობებსაც იკავებენ - ვიქტორ ლუკაშენკო ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში, ქვეყნის პირველი პირის მრჩეველია, ხოლო დიმიტრი, საპრეზიდენტო სპორტული კლუბის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელია.

პრეზიდენტის მეუღლის, გალინა ლუკაშენკოს თქმით, "ვიტიას ყველა ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი, რაც შეიძლება ბავშვს აწუხებდეს". როგორც ცნობილია, სწორედ ბავშვის ავადმყოფობის გამო ოჯახი იძულებული გახდა, სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად.

დიმიტრი ვიქტორზე 5 წლით უმცროსია

lukashenko2-1626323330.jpg

"მას რბილი ხასიათი აქვს, ისეთივე, როგორც დედამისს", - ერთხელ თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ შვილზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წელს პრეზიდენტს ვაჟი - ნიკოლაი შეეძინა, როგორც ამბობენ, ლუკაშენკოს ვაჟი ოჯახის ყოფილ ექიმთან - ირინა აბელსკაიასთან შეეძინა.

2004 წელს ნიკოლაი მაშინ გაჩნდა, როცა ლუკაშენკო 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მას ხშირად "ტახტის მემკვიდრესაც" ეძახიან და პრინც უილიამსაც ადარებენ.თავდაპირველად არავინ საუბრობდა ბავშვის შესახებ, მათ შორის - არც ირინა აბელსკაია, თუმცა საზოგადოების წინაშე კოლია 3 წლის ასაკში გამოჩნდა. ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ "პატარა პრინცი" მისი ვაჟი იყო.

lukashenko3-1626323393.jpg

ნიკოლაი ხშირად ესწრება მამისა და სხვა პირველი პირების შეხვედრებს. ის წარუდგინეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ორ რომის პაპს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ესწრებოდა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან შეხვედრასაც.

მსგავსი შემთხვევების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ პრეზიდენტი ვაჟს საპრეზიდენტოდ ამზადებს.

განაგრძეთ კითხვა