რა გვიშლის ხელს გახდომაში? - საუზმეზე დაშვებული შეცდომები | Allnews.Ge

რა გვიშლის ხელს გახდომაში? - საუზმეზე დაშვებული შეცდომები

რა გვიშლის ხელს გახდომაში?

ერთ-ერთი მათგანია შაქრის შემცველი პროდუქტების, როგორიცაა კრუასანი, მიუსლი, ნამცხვარი - გადაჭარბებული მოხმარება. შაქრის ჭარბად მიღებისას ზედმეტი კილოგრამების დაგროვების რისკი იზრდება.

კიდევ ერთი შეცდომა გახდომისას, "ცარიელი" კალორიების მიღებაა. თუ მიირთვით ყავა კაპუჩინო და მიაყოლეთ მაფინი - უამრავი კალორია მიიღეთ დანაყრების გრძნობის გარეშე.

ნებისმიერი კერძი უნდა იყოს პირველ რიგში საკვები ღირებულების და შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ამის გათვალისწინებით საუზმეზე სჯობს მიირთვათ კვერცხი, ავოკადო, ყველი და ა.შ.

დილის რაციონის შეცდომაა ცხიმიანი საკვები, როგორიცაა ბეკონი, სოსისი, შემწვარი კარტოფილი. ცხიმიანი საკვები ბევრ კალორიას შეიცავს და ადუნებს ორგანიზმს, მარილიანი პროდუქტები კი არასასურველად მოქმედებს წნევაზე.

დღის დაწყება არასწორი საკვებით ან საერთოდ შიმშილით ცუდი იდეაა. კარგი საუზმე სასარგებლო ჩვევებს გამოგვიმუშავებს და წახემსების აუცილებლობას გვარიდებს.