მსოფლიოს 4 ქვეყანა, რომელიც, შესაძლოა 30 წელში გაქრეს | Allnews.Ge

მსოფლიოს 4 ქვეყანა, რომელიც, შესაძლოა 30 წელში გაქრეს

შუა საუკუნეებში ახალი ქვეყნები რუკაზე სწრაფად ჩნდებოდნენ და ასევე სწრაფად ქრებოდნენ. დღეს ეს პროცესი შენელებულია, მაგრამ მაინც არსებობენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც მომავალი 30 წლის განმავლობაში შესაძლო გაქრობა ელოდებათ:

1. ჩრდილოეთ კორეა

south-korea-north-korea-650x400-61445756201-1648182972.png

ჩრდლოეთ კორეა ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა მსოფლიოში. ამ ჩაკეტილობით მან ხელი მოაწერა საკუთარ განაჩენს. ოფიციალურად ქვეყანაში კერძო ბიზნესი არ არსებობს ხოლო უცხოელ ინვესტორებს აქ ქარხნების აშენება არ შეუძლიათ. სახელმწიფო თავის მხრივ ყველა რესურსს სამხედრო სფეროში და შეიარაღების შექმნაზე ხარჯავს.

ამ პოლიტიკის გამო, ხალხი საშინლად ცხოვრობს. ქვეყანა შედის ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულში, სომალთან, ბურუნდთან და კონგოსთან ერთად.

მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მათ ფაქტობრივად არაფერი აქვთ საჭმელად. 90-იანი წლების წინა მასობრივმა შიმშილმა 3 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც COVID-19 და ჩინეთთან ვაჭრობის შეზღუდვების გამო შეიძლება განმეორდეს.

თუკი ქვეყანა მაინც გადაგრძობს მთელი ხარჯების გაწევას შეიარარებაზე, ქვეყანაში ან ხალხი აღარ დარჩება, ან მას სამხრეთ კორეა “გადაყლაპავს".

2. მალდივის კუნძულები

508313-imagegallerylightboxlarge-1648182930.jpg

სამოთხის კუნძულები, რომელთა მონახულებაც ბევრს სურს, შეიძლება მალე გაქრეს. ეს არ ეხება ეკონომიკას ან პოლიტიკას: კუნძული ნელა იძირება წყალში.

მეცნიერთა პროგნოზის თანახმად, 10 წელიწადში კუნძულების უმეტესი ნაწილის ნაპირები წყლით იქნება დაფარული, არქიპელაგის კიდევ 20 ნაწილი გაქრება, საუკუნის ბოლოს 1100 კუნძულიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩება. ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს ახალი მიწის ყიდვაზე და მთელი ქვეყნის სხვა კონტინენტზე გადატანაზე.

3. ერაყი

1f9830f5900b40b2a83ab2de04e8a173-6-1626257683.jpeg

ქვეყანა 10 წელზე მეტია შინაგანი კონფლიქტების შედეგად იშლება: ერაყს არსებობა შეეძლო მხოლოდ ძლიერი დიქტატორის პირობებში. სადამ ჰუსეინის მკვლელობისა და ნატოს შეჭრის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ კრიზისშია და ძალაუფლებისთვის ებრძვიან შეიარაღებულ ჯგუფებს.

სუნიტებსა და შიიტებს არ შეუძლიათ რელიგიური საკითხების მოგვარება, ხოლო ჩრდილოეთით ქურთები ცდილობენ გმოყოფას და საკუთარი სახელმწიფოს შექმნას. თუ ერაყმა ვერ მოაგვარა თავისი შიდა პრობლემები, მას შთანთქავენ მეზობელი ქვეყნები- ირანი და თურქეთი, რომლებსაც უკვე აქვთ პრეტენციები ტერიტორიებზე.

4. ესპანეთი

509bf66f891a4b71f8ca1373d454f9d8-1626257883.jpg

ესპანეთი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა კასტილიისა და არაგონის სამეფოების გაერთიანების შედეგად. ამავდროულად, კატალონიელები, ლამაზად და მდიდრულად მცხოვრებნი, თავს ცალკე ხალხად თვლიდნენ, არ სურდათ ერთ სახელმწიფოში გაერთიანება და ყველაფერთან ერთად, ისინი ცდილობდნენ გამოეყოთ საკუთარი ქვეყანა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, 2014 და 2017 წლებში რეგიონში ჩატარდა რეფერენდუმები, ამომრჩეველთა 90% -ზე მეტმა ხმა მისცა ესპანეთის დატოვებას. ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ესპანეთისგან გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისინი ძალით დაარბია. ქვეყანაში კრიზისი გრძელდება, კატალონიელი პოლიტიკოსები კი მტკიცედ აპირებენ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევას.პრობლემა ისაა, რომ კატალონიის გარდა, თითქმის ყველა რეგიონს სურს დატოვოს ქვეყანა: ბასკები გაფიცულნი არიან ჩრდილოეთით, გალიციელები კი - დასავლეთით. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ესპანეთი მალე შესაძლოა, დაიშალოს.

myquiz