5 გამაოგნებელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი დღემდე ვერ გასცეს! | Allnews.Ge

5 გამაოგნებელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი დღემდე ვერ გასცეს!

ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რომლებსაც მეცნიერები და მკვლევარები დღემდე პასუხს ვერ სცემენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 უცნაურ მოვლენას, რომლებსაც მეცნიერები დღესაც ვერ სცემენ პასუხს.

ჯონ ტიტორი

2016040316332167247-1626168168.jpg

ჯონ ტიტორი არის ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა თავის დროში მოგზაურობის შესახებ. მისი მტკიცებით, მან იმოგზაურა მომავალში. პირველი მოგზაურობა 2036 წელში შედგა.

როგორც ცნობილია, ჯონ ტიტორი იყო სამხედრო აგენტი, რომელიც ქვეყნის ბრძანებებს ასრულებდა.

ჯონის მტკიცებებს შორის არის რამდენიმე წინასწარმეტყველებაც, რომლებიც უნდა ახდენოდა 2000- 2036 წლების შუალდეში. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფოტო, რომელიც 1940 წელს ეკუთვნის.

ერთ-ერთ მეცნიერთა ჯგუფის მტკიცებით, ფოტოში გამოსახული პიროვნება ჯონ ტიტორია. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ტიტორის ჩაცმულობას, სათვალეებს და მის ფოტოაპარატს, რომელიც იმ პერიოდისთვის ცოტა არიყოს უცხო იყო.

ვოინიჩის ხელნაწერი

ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგ. voynich manuscript) წარმოადგენს საიდუმლოებით მოცულ წიგნს, რომელიც დაიწერა დაახლოებით 500 წლის წინ, უცნობი ავტორის მიერ, უცნობ ენაზე, გამოყენებულია უცნობი ანბანი. ვოინიჩის მანუსკრიპტის გაშიფრას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, მაგრამ დღემდე წარუმატებლად.

2016040316512467247-1626168409.jpg

იგი გახდა კრიპტოგრაფიის წმინდა გრაალი, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ მანუსკრიპტი წარმოადგენდეს მისტიფიკაციას და სიმბოლოების ნაკრებს ყოველგვარი კომბინაციის და ურთიერთკავშირის გარეშე.

2016040316533267247-1626168454.jpg

წიგნს სახელი დაერქვა ამერიკელი, წარმოშობით ლიტველი, წიგნით მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის პატივსაცემად, რომელმაც ის შეიძინა 1912 წელს და ახლა ინახება იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკაში. ვოინიჩის მანუსკრიპტი საიდუმლოებით მოცული წიგნია. მისი 270-ივე გვერდი გაუგებარი სიტყვებით, ასოებით და ილუსტრაციებითაა სავსე. მეცნიერები წლებია ცდილობენ ამოხსნან წიგნის საიდუმლოება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოთ.

ფრედი ჯექსონის მოჩვენება

2016040317100467247-1626168539.jpg

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ინგლისის სამხედრო არმიის მსახური ფრედი ჯექსონი ვერტმფრენში გარდაიცვალა.

გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ ფრედი ჯეკსონი ჩნდება ფოტოში, სადაც მისი მეგობრები სამახსოვრო სამხედრო ფოტოს იღებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფოტოში არანაირი მონტაჟი არ იყო. არავინ იცის როგორ აღმოჩნდა ის ფოტოზე.

პირი რეისის რუკა

2016040317230867247-1626168670.jpg

რუკა დახაზულია თურქი ადმირალის, პირი რეისის მიერ. ადმირალმა რუკა სულთან სულეიმანს უსაჩუქრა. 1929 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ-ერთ მუზეუმში. რუკაში კარგად ჩანდა აფრიკის სამხრეთი, სამხრეთ ამერიკის სანაპიროები და ანტარქტიდა.

ადმირალს საკმაოდ კარგად ჰქონდა შემოხაზული ანტარქტიდის კონტინენტი, რომლის დახაზვაც მხოლოდ კოსმოსური დაკვირვებით არის შესაძლებელი, ამასთან ერთად ანტარქტიდა 1826 წელს იქნა აღმოჩენილი. მეცნიერებმა დღემდე ვერ გასცეს კითხვას პასუხი: როგორ დახაზა პირი რეისმა რუკა, როცა ჯერ ანტარქტიდა არ იყო აღმოჩენილი, ან კიდევ როგორ მოხერხდა ანტარქტიდის კონტინენტის ნახაზის შედგენა.?....

განაგრძეთ კითხვა

myquiz