უნიკალური საყვავილე მეურნეობა ბაღდათში, რომელიც მნახველებს აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

უნიკალური საყვავილე მეურნეობა ბაღდათში, რომელიც მნახველებს აღაფრთოვანებს

გენო ჩუბინიძე პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია. წლების წინ ყვავილების და მცენარეების გამრავლებით დაინტერესდა და ოჯახის თანადგომით ბაღდათის რაიონ სოფელ ვარციხეში საკმაოდ დიდი საყვავილე მეურნეობა შექმნა. მისი ბაღი კი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.

- წლების განმავლობაში ვმუშაობდი საკუთარი პროფესიით, თუმცა ყოველთვის მინდოდა ჩემს საქმიანობასთან ერთად მეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებდა და სიხარულს მგვრიდა. საერთოდ ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო იმისთვის, რაც ან ვინც ძალიან მიყვარს და რისი გაკეთების სურვილიც მაქვს.დაახლოებით 30 წელია ვაკეთებ ჩემს ყველაზე საყვარელ საქმეს, რომელიც მიწასთან ურთიერთობაში გამოიხატება. მაქვს 30-წლიანი გამოცდილება ხეხილისა და ვაზის ნერგის გამოყვანის საქმეში. 23-წლიანი გამოცდილება ვარდის ნერგის გამოყვანის, საყვავილე მეურნეობის დაგეგმარებისა და მოწყობის საქმეში. 2010 წლიდან ვმუშაობ ინოვაციური (კონტეინერული) მეთოდით დეკორატიული მცენარეების გამოყვანისა და ზრდა-განვითარების მიმართულებით. დღეს მაქვს ნახევარ ჰექტარზე გაშენებული სანერგე მეურნეობა.

212001490-186587083479824-2861856937775286360-n-1626006052.jpg

- მეურნეობას მარტო უძღვებით, თუ ოჯახიც არის ჩართული?

- დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გამოგვყავს ნაძვისა და ღვიის 15-მდე სახეობა, ვარდის 50-მდე ფერი, ხეხილის უამრავ ჯიში, ვაზის ნერგები, ასევე გვაქვს ფინიკის პალმები და სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეები. ამავდროულად ჩვენ სასათბურე მეურნეობაში ვაწარმოებთ საადრო სუფრის ჯიშის ვაზს. საქმიანობაში ჩართულია მთელი ჩემი ოჯახი, მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი. მეუღლე პროფესიით პედაგოგია. ჩემი შვილები კი ექიმები არიან. მიუხედავად ჩემი შვილების გადატვირთული გრაფიკისა, ისინი ყოველ შაბათ-კვირას ცდილობენ ჩვენს გვერდით დგომას.მარტივი არ ყოფილა ოთხი შვილის გაზრდა, მით უმეტეს 90-იან წლებში, თუმცა თავდადებული შრომით მე და ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი შევძელით. შევძელით საკუთარი სახსრებით საქმის წამოწყება. ყველაფერი დაიწყო მოყვარულის დონეზე საჩუქრად მოტანილი, ხუთი ვარდის ნერგით. შემდეგ დღიდან-დღემდე, წლიდან-წლამდე იზრდებოდა ინტერესი მცენარეთა მოვლა-წარმოებაზე და დღეს წარმოებული ნერგების რაოდენობა უკვე 10.000-ობით არის.

213335690-824618998186863-167317613802706085-n-1626006099.jpg

- დამხმარეებიც გყავთ, თუ მხოლოდ ოჯახი უძღვებით საქმეს?

- ბაღს ძირითადად ოჯახი ვუვლით. პერიოდულად გვყავს დამხმარეები. ძირითადი საქმე არის ისეთი, რომელიც ჩვენს გარეშე ვერ კეთდება - ეს ძირითადად ეხება მცენარის გადარგვას, რომელიც დამერწმუნეთ არც თუ ისე მარტივი საქმეა.

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ბაღი. უამრავი მცენარეა და ალაბთ სარეველაც გამოერევა ხოლმე. როგორ ებრძვით მათ, დანამატებს თუ იყენებთ?

210902158-208271727736023-6737734844312874655-n-1626006143.jpg

- მცენარეს, როგორც პატარა ბავშვს, ყოველ წამს სჭირდება ხელი. ჩვენ ჩვენს მცენარეებს საკუთარი შვილებივით ვუვლით. მცენარეს უყვარს მოფერება, საუბარი. ხშირად გვიწევს მცენარეების განთავისუფლება სხვადასხვა ჯიშის ბალახისგან. ვცდილობთ მცენარეს ბალახი ჯერ კიდევ პატარაობის დროს მოვაცილოთ, რადგან ბალახს ყველა ის სასარგებლო ნივთიერება მიაქვს, რომელიც კონტეინერში არსებულ მიწის შემადგენლობაში შედის. რაც შეეხება დანამატებს, ვიყენებთ თუ არა რაიმე აქტიურ დანამატებს, ამაზე თამამად ვამბობ, რომ არა. ძირითადად ვიყენებთ ბიოლოგიურ სასუქებს და დანამატებიდან ამოფოსს და აზოტს.ძირითადი ჩვენი მცენარეების საზრდელი არის წყალი, ხშირი მორწყვა. ჩვენ სასათბურე მეურნეობაში სათბურში მცენარეები ძირითადად ირწყვებიან წვეთოვანი სისტემებით, თუმცა სამწუხაროდ გვიწევს საკმაოდ დიდი რაოდენობის მცენარეების ხელით მორწყვა, რაც ძალიან შრომატევადია.

განაგრძეთ კითხვა