სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს | Allnews.Ge

სამი ცნობილი ექიმი, რომელთა სახელებსაც თბილისის ქუჩები ატარებს

თბი­ლის­ში არა­ერ­თი ქუჩა, გამ­ზრი თუ ჩი­ხია, რო­მე­ლე­ბიც ღვაწლ­მო­სი­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს ატა­რებს, თუმ­ცა თუ ვინ იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ვის ქუ­ჩა­ზეც ადა­მი­ა­ნებს უწევთ სი­ა­რუ­ლი, ცხოვ­რე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის. ეს იმ პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქუ­ჩებ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ.

მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუჩა, რო­მე­ლიც ჩუ­ღუ­რეთ­შია და ამ რა­ი­ონ­ში ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩაა, ჩვე­ნი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ირ­კვა, რომ ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყო მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი.

ის გა­მო­ჩე­ნი­ლი მკურ­ნა­ლი, თე­რა­პევ­ტი და კარ­დი­ო­ლო­გი გახ­ლდათ. ამას­თან, კარ­გი პე­და­გო­გი, მეც­ნი­ე­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი, პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე.

და­ი­ბა­და დაბა სუ­რამ­ში. 1910 წელს და­ამ­თავ­რა ხარ­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­დი­ო­ლო­გია, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დარ­გი, წი­ნამ­ძღვრიშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა. აკა­დე­მი­კო­სის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში ამ პრო­ფი­ლის ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო.

winamdzgvrish-61676-1625930070.jpg

50-იან წლებ­ში წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­და, რა­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­და... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეც­ნი­ე­რის ნა­ყო­ფი­ე­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბის უკა­ნას­კნელ წლე­ბი (1955-56 წწ.) და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შრო­მე­ბი მი­ო­კარ­დი­ო­დის­ტრო­ფი­ე­ბის პრობ­ლე­მის გამო. ეს ნაშ­რო­მე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლად და­ი­ნერ­გა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი. შე­იქ­მნა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა.

ხუ­და­დო­ვის ქუჩა და ტყე

თბი­ლის­ში ხუ­და­დო­ვის სა­ხელს მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პი­რის ფერ­დობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქუჩა (გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დი­დან ზე­მოთ, ლოტ­კი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი) და ასე­ვე ტყის მწვა­ნე მა­სი­ვი ატა­რებს. ტყის მა­სი­ვი 1893 წელს, ქა­ლა­ქის სა­თათ­ბი­როს წევ­რის, ექიმ ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ხა­ზი­ნო მი­წა­ზე, ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­ზღვარ­ზე და­ი­წყეს. თბი­ლი­სე­ლებ­მა ტყეს თა­ვი­დან­ვე ხუ­და­დო­ვის სა­ხე­ლი შე­არ­ქვეს.

193987349-501062208008392-1677364401167973011-n-61720-1625930107.png

ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში დღემ­დე მყა­რი ად­გი­ლი აქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ნა­ძა­ლა­დევ­ში მდე­ბა­რე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და უნ­დო­და, კლი­ნი­კის გარ­შე­მო ჰა­ე­რი გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტო­მაც მთის ფერ­დო­ბე­ბის გამ­წვა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ნა­ძა­ლა­დევ­ში მცხოვ­რე­ბი მუ­შე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტყე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მუ­შე­ბის შეკ­რე­ბის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა. ალ­ბათ ამის გა­მოა, რომ ხუ­და­დო­ვი ბევ­რს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ჰგო­ნია.

ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ქუჩა

ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქუ­ჩაა ვა­კე­ში, რო­მე­ლიც გა­ლა­კტი­ო­ნის ძეგლ­თან მდე­ბა­რე­ობს. ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე, ვის სა­ხელ­საც ეს ქუჩა ატა­რებს, ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მი იყო, რო­მელ­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ცხოვ­რე­ბის 40 წელი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­გებ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის პე­დი­ატ­რი­უ­ლი და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნურ სა­ფა­კულ­ტე­ტო თე­რა­პი­ის კა­თედ­რას. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის კა­თედ­რას. პირ­ველ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა შრო­მე­ბი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის სულ­ფი­დი­ნით მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ. მის კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა­ზე ადრე და­ი­ნერ­გა სის­ხლის გა­დას­ხმა. ყიფ­ში­ძემ შექ­მნა ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­ში, არა­და, წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გან­ვლო.

211743447-614699109933162-3228562443799275256-n-61694-1625930155.jpg

და­ი­ბა­და გორ­ში, ფოს­ტის ღა­რი­ბი მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და ადრე და­ობ­ლდა. თუმ­ცა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა, პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­ნენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. ერთხე­ლაც, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლით, ლევ ტოლსტო­ის დაკ­რძალ­ვა­ზე სამ­გლო­ვი­ა­რო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმაც მო­უხ­და. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი: ის 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და სტა­ლი­ნის დე­დას ეკა­ტე­რი­ნეს, რო­მე­ლიც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ­რი­გად, ის სამი ცნო­ბი­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მი გა­ვიხ­სე­ნეთ, ვისი სა­ხე­ლიც დე­და­ქა­ლაქ­ში სამ ცნო­ბილ ქუ­ჩას ჰქვია.

ambebi.ge