ვინ იყვნენ სინამდვილეში შავკანიანი კოლხები და სად ცხოვრობს დღეს მათი შთამომავლობა | Allnews.Ge

ვინ იყვნენ სინამდვილეში შავკანიანი კოლხები და სად ცხოვრობს დღეს მათი შთამომავლობა

ნეგროიდული რასის აფხაზები ცხოვრობენ სოფელ აძიუბჟასა და კოდორის მიმდებარე რამდენიმე აფხაზურ სოფელში (ჭლოუ, ფოკვეში, აგდარა, მერკულა), ასევე რუსეთსა და ევროპაში. ამ ხალხის წარმომავლობის შესახებ არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი მე_18 საუკუნეში შერვაშიძეებმა სტამბოლის მონათა ბაზარზე იყიდეს და აფხაზეთში დაასახლეს. მეორე ჰიპოთეზით შავკანიანი აფხაზები ძველი კოლხების შთამომავლები არიან. ცნობები იმის შესახებ, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ და სავარაუდოდ აფრიკიდან (ეგვიპტიდან) მოვიდნენ, ჰეროდოტეს შრომებშიც ვხვდებით. მეცნიერული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შავკანიან აფხაზთა ენა ენათესავება ამჰარულ ენას, რაც ეთიოპიელებთან სავარაუდო ეთნიკურ კავშირს უსვამს ხაზს.

ამჰარული ენა - ამჰარელთა ენა მიეკუთვნება სემიტურ ენებს. ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ეთიოპიაში.

2018102014220580935-1625828520.jpg

აფრო-აფხაზები ან კავკასიელი შავკანიანი ადამიანები მცირე რასობრივ ეთნიკური ნეგროიდული ჯგუფი ხალხისა, რომელიც ძირითადად სოფელ აძიუბჟასა და მდინარე კოდორის სათავესთან არსებულ სოფლებში ცხოვრობდნენ.

"მე განმაცვიფრა სუფთა ტროპიკულმა ლანდშაფტმა. კაშკაშა სიმწვანეში ამოიზარდა ქოხები, რომელიც დაფარული იყო ლერწამით, მის წინ თამაშობდნენ ხუჭუჭა შავკანიანი ბავშვები, აქვე იყვნენ შავკანიანი ადამიანები თეთრი ტანსაცმლით. ისინი სრულიადაც არ განსხვავდებიან აფხაზებისაგან, ლაპარაკობენ მხოლოდ აფხაზურად, იმავე რელიგიას მისდევენ". - ეთნოგრაფი მარკოვი, პუბლიკაცია გაზეთიდან "კავკაზი" 1913 წელი.

"1884 წელს აფხაზეთში გავემგზავრე რათა პირადად შევხვედროდი ადგილობრივ შავკანიანებს. მათი სახის აგებულება, როგორც მახსოვს, აბისინიური ტიპისა იყო, თუმცა მათ არაფერი არ იცოდნენ საკუთარი წარმომავლობის შესახებ. უმეტესობა მუსულმანი იყო, თუმცა კათოლიციზმზეც ჰქონდათ ინფორმაცია. 1887 წელს ერთი მათგანი მოახლედ ავიყვანე. ეს 20 წლის ახალგაზრდა საოცარ ერთგულებას იჩენდა ჩემს მიმართ და არსად იძინებდა ჩემი კარის ზღურბლის გარდა! ეს ახალგაზრდა კაცი კათოლიკე იყო". - ვ. ტიებო, გაზეთი "კავკაზი".

"დღემდე აფხაზეთის მთებში დარჩენილია შავკანიანი მოსახლეობა. მუსულმანური შავი დასახლებები მათ აფრიკულ წინაპრებზე უკეთ არ ცხოვრობენ. აქ სუფევს თითქმის სრული გაუნათლებლობა და სიღარიბე. ადგილობრივი მოსახლეობა არ ერევა შავკანიანების საქმეებში და ისინი გარიყულნი არიან უნაყოფო მთიან გარემოში. ახალგაზრდები, რომელთაც რუსული იციან ყვებოდნენ, რომ მათ სურთ სწავლა, რომ ქალები გაუნათლებლები არიან და საერთოდ ეს რასა კვდება". - სვეტლანა ალილუევა, "მხოლოდ ერთი წელი" 1969 წელი.

რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVll საუკუნეში თავადმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე, ხოლო მეორე კი იმას, რომ შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:

2018102021233980935-1625828590.jpg

"კოლხები, როგორც ჩანს ეგვიპტელები არიან. მე ამას მივხვდი მანამდე, სანამ ეს სხვისაგან გავიგე. ამით დაინტერესებულმა მე დავიწყე გამოკითხვა როგორც კოლხეთში, ისე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო მკაფიო მოგონებები აქვთ შემორჩენილი ეგვიპტელების შესახებ, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე. ისინი მუქკანიანები არიან, ხვეული თმებით. თუმცა, ეს არაფერს ამტკიცებს. ხომ არსებობენ სხვა ხალხები ამავე გარეგნობით. ამის გარდა უფრო დამაჯერებელია სხვა გარემოებები: მხოლოდ სამი ერი მიმართავს წინდაცვეთას - კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები". - ჰეროდოტე, ისტორია ცხრა წიგნად. წიგნი ll.

2018102021222680935-1625828562.jpg

პირველი ადამიანი ვინც კოლხები იხილა და შემდეგ აღწერა იყო ჰეროდოტე. ბერძნული მუქი კანის გათვალისწინებით ძველი კოლხები საკმაოდ მუქკანიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰეროდოტეს ისინი მუქკანიან ადამიანებად მიეჩნია. ამასთან ხვეული თმა არის ეთიოპური და ნეგროიდული რასის დამახასიათებელი და არა ინდოევროპულის.

ჰეროდოტეს გარდა კოლხებზე ინფორმაციას გვაწვდის პინდარი (522 - 448 ჩვ.წ.აღ-მდე). იგი ასევე მოიხსენიებდა კოლხებს შავკანიანებად. დღევანდელი სამეგრელოს მცხოვრებლებს (ჩვ.წ.აღ-მდე 460 - 377 წლებში) ჰიპოკრატეს დროში მოიხსენიებდნენ როგორც მოყვითალო-მომწვანო ფერისას, თითქოს "ყვითელა" შეყრიათო.

არის ვერსია რომ აფრო აფხაზები კოლხების შთამომავლები არიან, ასევე ეგვიპტური კოპტებიდან ან ფალაშას ტომიდან, რომლებიც ეთიოპიელი იუდეველები იყვნენ. განაგრძეთ კითხვა