ინტერნეტ-მამა - ვინ არის კაცი, რომელიც ასობით ათას ბავშვს უწევს მამობას | Allnews.Ge

ინტერნეტ-მამა - ვინ არის კაცი, რომელიც ასობით ათას ბავშვს უწევს მამობას

ამერიკელ რობ კენის უამრავი ადამიანი იცნობს. ის ასობით ათასი ბავშვისთვის იქცა ინტერნეტ-მამად. თავად უმამოდ გაზრდილმა გადაწყვიტა, იუთუბ-არხი შეექმნა მარტივი ინსტრუქციებით იმ ბავშვებისთვის, ვინც უმამოდ იზრდება. არხს ასე ჰქვია: "მამა, ეს როგორ გავაკეთო?" (Dad, how do I?)

210180993-169476511877038-7840238819180930803-n-1-1625737937.jpg

რობი ყველაფეზე საუბრობს - როგორ დააუთოვონ პერანგი, შეიკრან ჰალსტუხი, გაასუფთავონ ნიჟარა, მიაჭედონ თარო, გაიპარსონ წვერი და ა.შ. ყველა რგოლის ბოლოს მოსიყვარულე მამასავით ამატებს მნიშვნელოვან სიტყვებს: "მე ვამაყობ შენით!".

თავად უკვე გაზარდა ორი შვილი, ახლა ბევრი დრო აქვს და მას უთმობს სხვა ბავშვებს.