სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო- ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის 19-წლიანი თანაცხოვრების ისტორია
ჯულია რობერტსი ცნობილ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების საზოგადოებისთვის გაზიარება არ უყვართ და უფრო მეტიც, ყოველივეს საგულდაგულოდ მალავენ.
თუმცა ხანდახან გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება - ოსკაროსანმა მსახიობმა "ინსტაგრამზე" ქმართან დენიელ მოდერთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ უკვე 19 წელია ერთად არიან.
ასევე მოდერმაც გააზიარა ჯულიასთან გადაღებული ფოტო, სადაც მან დაწერა "ჩვენ დღეს ვიწყებთ ურთიერთობის შესანიშნავ მე-20 წელს, მინდა, რომ ამ ლამაზი გოგოს გვერდით ვიდგე, ყოველდღე“.
53 წლის ჯულიამ და 52 წლის კინემატოგრაფმა დენიელმა ერთმანეთი 2000 წელს, ფილმის The Mexican-ის გადაღებების დროს გაიცნეს ერთმანეთი. იმ პერიოდში მსახიობი ურთიერთობაში იყო ბენჟამინ ბრატთან, დენი კი ვერა სტეიმბერგზე იყო დაქორწინებული, თუმცა ამან ნამდვილ სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა. მათ შეხვედრა ფარულად დაიწყეს და შემდეგ 2002 წლის 4 ივლისს დაქორწინდნენ.
ცნობების თანახმად, ჯულიას 3,000 გირვანქად შეფასებული ბეჭედი და ულამაზესი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა. ორი წლის შემდეგ ჯულიასა და დენის ცხოვრებაში ტყუპები გაჩნდნენ, 2007 წელს კი წყვილს რიგით მესამე შვილი, ჰენრი შეეძინა.
ჯულია რობერტსი 2001 წელს კარიერის საუკეთესო წლებით ტკბებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობის სამსახიობო კარიერა 90-იანი წლებიდან მოყოლებული მთელი დეკადის განმავლობაში ზენიტში გახლდათ და ყოველთვის გავლენიან ადამიანებთან ჰქონდა რომანი თუმცა საბოლოოდ დენიელი გახდა ის ერთადერთი, რომელიც ცხოვრების თანამეგზურად აირჩია.
21-წლიანი თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია, 19 წლიანი ქორწინება და სამი შვილი - ასეთია წყვილის პირადი სივრცე, რომლის შესახებაც ჯულია რობერთსი და დენი მოდერი ძალიან, ცოტას საუბრობენ, არაერთი რთული პერიოდის, ჭორების, მითქმა-მოთქმისა და სკანდალის მიუხედავად, ჯულიასა და დენის დღემდე სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, ისინი ცხოვრების საუკეთესო წლებს სამ უსაყვარლეს შვილთან ერთად ატარებენ.
beaumonde.ge