როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა

ფეხ­ბურ­თე­ლებს შე­უძ­ლი­ათ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გული მხო­ლოდ ერთი თა­მა­შით მო­ი­გონ და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არ­მია შე­ი­ძი­ნონ. სწო­რედ ასე­თი რამ მოხ­და იტა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ლე­ო­ნარ­დო სპი­ნა­ცო­ლას შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც "ევრო 2020"-ის აღ­მო­ჩე­ნად იქცა.

მარ­თა­ლია, ლე­ო­ნარ­დო 28 წლი­საა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ნაკ­რებ­თან ერ­თად, თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა გა­მო­ი­ჩი­ნა და სპორ­ტუ­ლი მე­დი­ი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

spina2-51107-1625604705.jpg

მარ­ცხე­ნა ნა­ხევ­რამ­ცვე­ლი იტა­ლი­ის სე­რია ა-ში რო­მას ღირ­სე­ბას იცავს. მისი დე­ბი­უ­ტი იტა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2017 წელს შედ­გა და პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რა, მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და.

სპი­ნა­ცო­ლა დღე­ვან­დე­ლი იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს გუნ­დის წარ­მა­ტე­ბულ თა­მაშ­ზე.

28 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა "ემ­პო­ლი­დან" და­ი­წყო, სხვა­დას­ხვა დროს თა­მა­შობ­და "სი­ე­ნა­ში", "ატა­ლან­ტა­ში" და სხვა კლუ­ბებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­რი­ე­რის დიდი ნა­წი­ლი სე­რია B-ს კლუ­ბებ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. 2018 წელს ის "იუ­ვენ­ტუსს" შე­უ­ერ­თდა, ხოლო 2019 წელს "რო­მას" ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და.

spina10-51226-1625604745.jpg

იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა სამ­წუ­ხა­როდ, სპი­ნა­ცო­ლამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში, ბელ­გი­ას­თან მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო და გუნდს მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ში ვერ და­ეხ­მა­რე­ბა.

ფეხ­ბურ­თელ­მა შეხ­ვედ­რის ბოლო წუ­თებ­ზე მყე­სი გა­ი­წყვი­ტა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრავ­მის გამო მას და­ახ­ლო­ე­ბით, 5-6 თვე გა­უც­დე­ბა.

ლე­ო­ნარ­დომ უკვე გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა - "ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, ყვე­ლას მად­ლო­ბა, რომ ჩემ გვერ­დით იყა­ვით. ერთი სული მაქვს, ისევ რო­დის შევ­ხვდე­ბით“, - წერს ლე­ო­ნარ­დო.

spina4-51265-1625604778.jpg

ოჯა­ხი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბალე­ო­ნარ­დო სპო­ნა­ცო­ლას ცოლი - მი­რი­ამ სეტე და ორი შვი­ლი ჰყავს. მი­რი­ა­მი პრო­ფე­სი­ით პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. გარ­და ამი­სა, მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა ცეკ­ვაა.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2010 წელს, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­იც­ნო და რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, მათ შო­რის მა­შინ­ვე გაჩ­ნდა "ნა­პერ­წკლე­ბი.“ იმ პე­რი­ოდ­ში სპი­ნა­ცო­ლა ჯერ კი­დევ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და ფეხ­ბურთში.

spina7-51301-1625604824.jpg

წყვილს შო­რის მა­ლე­ვე და­ი­წყო რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­რი­ა­მი ლე­ო­ნარ­დოს ყველ­გან თან დაჰ­ყვე­ბო­და. რო­მელ ქა­ლაქ­შიც გა­და­ვი­დო­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მი­რი­ა­მიც იქ მი­დი­ო­და, არ ტო­ვებ­და არც ერთ მატჩს და მის მთა­ვარ მხარ­დამ­ჭე­რად იქცა.

2018 წელს წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი, მა­ტი­ა­სი შე­ე­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც, 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ქორ­წინ­დნენ. რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი მე­ო­რე შვი­ლის მშობ­ლე­ბიც გახ­დნენ.

მი­რი­ამ­სა და ლე­ო­ნარ­დოს ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი აქვთ. ისი­ნი ხში­რად უძღვნი­ან ერ­თმა­ნეთს პოს­ტებს. სპი­ნა­ცო­ლა რო­მან­ტი­კუ­ლი და ემო­ცი­უ­რი იტა­ლი­ე­ლია, რო­მე­ლიც საყ­ვა­რელ ქალს ხში­რად ანე­ბივ­რებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბით და თა­ვის სიყ­ვა­რულ­ზე სა­ჯა­რო­დაც ლა­პა­რა­კობს.

spina8-51358-1625604855.jpg

"ცხოვ­რე­ბა სარ­კე­სა­ვი­თაა, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­ღი­მებს, თუ შენც ღი­მი­ლით შე­ხე­დავ... და გა­ი­ღი­მე, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, იმი­ტომ რომ არა­ფე­რია შენს ღი­მილ­ზე უფრო ლა­მა­ზი“, - ამ წარ­წე­რით აქ­ვეყ­ნებს ლე­ო­ნარ­დო სპი­ნა­ცო­ლა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ცო­ლის ერთ-ერთ ფო­ტოს.

"დრო გა­დის, მაგ­რამ შენ ყო­ველ­თვის ჩემი იქ­ნე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ხარ და ყვე­ლა­ფე­რი ხარ ჩემ­თვის. მად­ლო­ბა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ხა­დე“, - ეს კი­დევ ერთი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პოს­ტია, რო­მელ­საც ლე­ო­ნარ­დო ცოლს უძღვნის.

spina6-51386-1625604905.jpg

ცნო­ბის­თვის, იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი "ევრო 2020"-ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. სპი­ნა­ცო­ლას მატ­ჩის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა ში­ნი­დან მო­უ­წევს - "ყვე­ლამ იცის, რაც მოხ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ დიდ გუნდთან ერ­თად შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია", - ამ სი­ტყვე­ბით ამ­ხნე­ვებს ფეხ­ბურ­თე­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს. მატ­ჩი დღეს, თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ambebi.ge