რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები? - სპეციალისტები კვლევის შედეგებზე საუბრობენ | Allnews.Ge

რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები? - სპეციალისტები კვლევის შედეგებზე საუბრობენ

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომლესაც ტკბილი გაზიანი სასმელები არ უყვარს. გამაგრილებელი სასმელები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თუმცა, საკითხავია რამდენად სასარგებლოა ისინი ჯანრმრთელობისათვის.

ბულგარეთისა და რუსეთის მეცნიერები ერთობლივი, მრავალწლიანი კვლევის შედეგეგად ასკვნიან, რომ ტკბილი გაზიანი სასმელები 40%-ით ზრდის თირკმელების დაავადებათა რისკს და 64%-ში იწვევს თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებას. აღსანიშნავია, რომ თირკმლის ფუნქციის გაუარესება თანდათანობით ხდება, ორგანიზმში ირღვევა მარილებისა და სითხის ბალანსი.

ratom-unda-daivicqot-gaziani-sasmeli-1068x712-1625563257.jpg

2009-2016 წლებში ჩაატარებულ კვლევაში 3000 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერები მკაცრად აღრიცხავდნენ მათ მიერ მოხმარებული სასმელების სახეობას, მოცულობასა და მიღების პერიოდულობას. ასევე საფუძვლიანად აანალიზებდნენ საკვლევი პირების ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს.

გაირკვა, რომ მოხალისეთა დიდი ნაწილს თირკმლის პრობლემები ჰქონდა. დაავადების განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა რაციონი, კერძოდ, მიღებული ტკბილი სასმელების მოცულობა.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, ვერიდოთ ტკბილ გაზიან სასმელებს, ვსვათ მხოლოდ სასარგებლო სითხეები!

ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარებაზე კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ლია ბე­რი­კაშ­ვი­ლი საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხობს:

- ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის უალ­კო­ჰო­ლო, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი იყი­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც ბლო­მად გვყავს და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბიც. ეს სას­მე­ლე­ბი ორ ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ: მა­ტო­ნი­ზე­ბელ და გა­მაგ­რი­ლე­ბელ ტკბილ სას­მე­ლე­ბად, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ლი­მო­ნათს ეძა­ხი­ან. ეს სას­მე­ლე­ბი ჩვენ­ში ძა­ლი­ან დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებს უყ­ვართ.

- რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია ეს პრო­დუქ­ტი?

- არ ვი­ცით, რად­გან 2012 წლამ­დე ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი არ გვქონ­და: კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას შე­ა­მოწ­მებ­და, 2004 წელს გა­ა­უქ­მეს, რის გა­მოც ყვე­ლა­ფე­რი თვით­დი­ნე­ბა­ზე იყო მიშ­ვე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 2012 წელს და­იწყო ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მის უც­ბად მოგ­ვა­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია: ყვე­ლა სა­სა­ქონ­ლო ჯგუფ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო, ბა­ზარ­ზე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე პრო­დუქ­ცია რომ არ გა­ი­პა­როს. პირ­ველ რიგ­ში იმას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი არ მო­ი­წამ­ლოს და არ მოკ­ვ­დეს, ხა­რის­ხ­ზე მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი.

gaz-d-850-1625563284.jpg

- ყვე­ლამ ვი­ცით, რომ უცხო­ურ სას­მე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი "კო­კა-კო­ლა­ა", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ზე უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რი ამ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნა­ზე?

- მარ­თ­ლაც ვინ იცის, რამ­დე­ნი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა ამ სას­მელ­ზე: ამ­ბო­ბენ, რომ ამ სასმელით ნი­ჟა­რებს და უნი­ტა­ზებს წმენ­დენ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს კომ­პა­ნია მა­ინც არ­სე­ბობს და ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ვე­რა­ფერს აკ­ლე­ბენ და ამის მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლია. ამ­გ­ვა­რი სას­მე­ლე­ბი ადა­მი­ანს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უჩენს, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ყა­ვა, რო­მე­ლიც კო­ფე­ინს შე­ი­ცავს - კო­ფე­ი­ნი და­მო­კი­დე­ბულს გვხდის ყა­ვა­ზე, სხვა­თა შო­რის, კო­ფე­ი­ნი გა­ზი­ან სას­მე­ლებ­შიც არის, გარ­და ამი­სა, მას შე­იძ­ლე­ბა შე­რე­უ­ლი ჰქონ­დეს ჟენ­შე­ნი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა - ალ­კა­ლო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვე­ვენ. კო­ფე­ი­ნის და ტო­ნუ­სის მიმ­ცე­მი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო, მსგავ­სი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი. რო­გორც ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხდე­ბა მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­საც - რაც უფ­რო მეტს ვსვამთ, მე­ტი და მე­ტი გვინ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა არათუ ბავშვებისთვის, მოზ­რ­დი­ლე­ბის­თ­ვი­საც არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და სა­სურ­ვე­ლი.

- რას იტყო­დით ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­ზი­ან სას­მელ­ზე - ე.წ. ლი­მო­ნათ­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ?

- ჩვენს სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა და­სა­ხე­ლე­ბის, ფე­რად-ფე­რა­დი ლი­მო­ნა­თე­ბი იყი­დე­ბა. მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს ბავ­შ­ვის­თ­ვის არ იყი­დოს ისე­თი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც მკვეთ­რი ფე­რი­საა: რო­დე­საც სას­მე­ლი არის მკვეთ­რი წი­თე­ლი, მკვეთ­რი მწვა­ნე ან მკვეთ­რი ყვი­თე­ლი, ესე იგი, მას­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ღე­ბა­ვია შე­რე­უ­ლი. რა­ტომ? - სა­ერ­თოდ, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ ასეთ მკვეთრ ფერს ვერ ინარ­ჩუ­ნებს. ამ­გ­ვა­რი სას­მე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის.

- ესე იგი, და­ნა­მა­ტე­ბიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე?

- და­ნა­მა­ტე­ბი არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი და ხე­ლოვ­ნუ­რი. სას­მელში სარებავს ურევენ ლა­მა­ზი და ხას­ხა­სა შე­ფე­რი­ლო­ბის მი­სა­ცე­მად, ან რომ არ გა­ფუჭ­დეს და დი­დი ხნით შე­ნარ­ჩუნ­დეს. ასე­თი სას­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა უფ­რო გემ­რი­ე­ლია, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზია, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი, ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მ­ში ილე­ქე­ბა და დიდ­ხანს რჩე­ბა. დღეს ძალ­ზე ძნე­ლია რა­ღაც სას­მე­ლი კი არა, პრო­დუქ­ტი იპო­ვო, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტი - ე.წ. ემულ­გა­ტო­რი არ ექ­ნე­ბა.

unnamed-1625563322.jpg

- ძა­ლი­ან ბევ­რი სვამს გა­ზი­ან სას­მელს, რო­მელ­საც აწე­რია 0%, ნუ­თუ ასე­თი სას­მე­ლე­ბი მარ­თ­ლა დი­ე­ტუ­რია?

- დი­ახ, არ­სე­ბობს ასე­თი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი, რო­მელ­საც უცხო­უ­რი ფირ­მე­ბიც იყე­ნე­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც: რო­დე­საც გა­ზი­ან სას­მელს აწე­რია კა­ლო­რია 0% ანუ ე.წ. ზე­რო. სა­ერ­თოდ, 0% კა­ლო­რია არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერ­თი 0 პრო­ცენტ შა­ქარს ნულ პრო­ცენტ კა­ლო­რი­ად აღიქ­ვამს. ამ ტი­პის სას­მე­ლე­ბი შაქ­რის შემ­ც­ვ­ლე­ლით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და არა - შაქ­რით. შაქ­რის შემ­ც­ვ­ლე­ლი არის ხე­ლოვ­ნუ­რი ტკბი­ლი მა­სა, რო­მე­ლიც არ არის სა­სურ­ვე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მით უმე­ტეს, მუდ­მი­ვად ასე­თი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბაც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მე არ ვამ­ბობ, რომ სა­ერ­თოდ ავ­კ­რ­ძა­ლოთ და არ დავ­ლი­ოთ, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტუ­რად მა­თი მი­ღე­ბა არ ვარ­გა. ძა­ლი­ან ხში­რად მეს­მის: დი­ე­ტა­ზე ვარ და 0%-იან სას­მელს ვსვა­მო. ასე­თი სას­მე­ლი დღე­ში შე­იძ­ლე­ბა 1-2 ლიტ­რიც და­ლი­ონ, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი, უფ­რო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­ა­ვა­დოს, დი­ა­ბე­ტი გა­უ­ჩი­ნოს ან სხვა პრობ­ლე­მა შე­უქ­მ­ნას.

- ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბიც. მათ­ზე რას იტყ­ვით?

- ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი ნიშ­ნავს, რომ და­ლევ და ენერ­გი­ა­ზე ძალ­ზე სწრა­ფად მოჰ­ყავ­ხარ. კო­ფე­ინს, ნახ­შირ­წყ­ლებს, საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს და ზრდად ექ­ს­ტ­რაქ­ტებს თით­ქ­მის ყვე­ლა გა­ზი­ა­ნი თუ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი შე­ი­ცავს. ზე­მოთ უკ­ვე ვთქვი, რომ კო­ფე­ი­ნის და ზრდა­დი ექ­ს­ტ­რაქ­ტის გა­მო ადა­მი­ა­ნი ამ სას­მე­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. მათ­ში შე­მა­ვალ შა­ქარს ორ­გა­ნიზ­მი სწრა­ფად იწოვს და რა­ღაც პე­რი­ო­დით ენერ­გი­ას მარ­თ­ლაც გვმა­ტებს. ამი­ტომ, ამ სას­მე­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი. ენერ­გე­ტი­კულ სას­მელ­თან ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა კი, სა­ერ­თოდ სა­ში­ნე­ლე­ბაა. ისიც გა­მი­გია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი `კო­კა-კო­ლას~ და არაყს ერ­თად სვა­მენ, ესეც არ შე­იძ­ლე­ბა. გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი და ალ­კო­ჰო­ლი სავ­სე­ბით სა­პი­რის­პი­რო გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მ­ზე და ძალ­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს მას.

- სხვა­თა შო­რის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი ბევ­რ­ზე სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს, არც ენერ­გი­ას მა­ტებს. ეს რი­სი ბრა­ლია?

- სხვა­თა შო­რის, მა­თი და­ლე­ვი­სას მეც ვე­რა­ფერს ვგრძნობ - ვერც ტო­ნუ­სის ამაღ­ლე­ბას და ვერც ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას, მაგ­რამ მყავს ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სვა­მენ და ამ­ბო­ბენ, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი მათ ძა­ლას და ენერ­გი­ას აძ­ლევს. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: ზო­გი ყა­ვას და­ლევს და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ღა­მე აღარ და­ე­ძი­ნოს, ზო­გი - ძი­ლის წი­ნაც სვამს და მა­ინც ეძი­ნე­ბა. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა მა­ტონ­იზე­ბელ ანუ ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც კო­ფე­ინს და ისეთ ექ­ს­ტ­რაქ­ტებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს ტო­ნუსს მა­ტებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz