მონიკა ბელუჩისა და თავისი ქალიშვილის, დევა კასელის ერთობლივი ფოტოსესია იტალიური Vogue-სთვის - "მონიკას სურდა, ეს ფოტოები შვილისთვის გზის დათმობის მანიშნებელი ყოფილიყო"
იტალიური Vogue-ისივლისის ნომრის გარეკანს იტალიური სილამაზისა და კინოს სიმბოლო, მონიკა ბელუჩი შვილთან, დევა კასელთან ერთად ამშვენებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისთვის დედა-შვილმა ერთად იპოზიორა. ფოტოები პაოლო როვერსიმ გადაიღო.
"მონიკას სურდა, რომ ეს ფოტოსესია ყოფილიყო დევასთვის გარკვეულწილად გზის დათმობის მანიშნებელი. საოცარი განცდა მქონდა მათთან მუშაობისას“, - ამბობს გამოცემის რედაქტორი.
“ის ყოველთვის თავისუფალი იყო და არასდროს არაფრის ეშინოდა“, - ამბობს მონიკა შვილის შესახებ.დევასა და მონიკას საერთო ფოტოები სოციალურ ქსელებში იშვიათობაა. ახალმა სურათებმა კი მალევე მოიპოვა პოპულარობა და "ინსტაგრამზე" განხილვის მთავარ თემადაც იქცა. საზოგადოება ვერ გაექცა დედა-შვილის შედარებას და ამ საკითხს კამათი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის აზრით, მონიკა ბელუჩი შვილზე უფრო მეტად მომხიბვლელია, ხოლო ნაწილი დევას მიიჩნევს განსაკუთრებული შარმის მქონე გოგონად.
საინტერესოა, რომ შვილისა და ყოფილი ცოლის ფოტო "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ვენსან კასელმაც გამოაქვეყნა.
"მონიკასა და ვენსანის უფროსი ქალიშვილი, დევა 16 წლისაა. გოგონას უკვე აქტიური და წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. ის არის Dolce & Gabbana-ს სახე, მონაწილეობას იღებს აღნიშნული ბრენდის ვიდეორგოლებში.