"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები | Allnews.Ge

"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"სენ­სა­ცუ­რი გა­მო­ფე­ნა" - ასე ეწო­და სამი წლის წინ გა­მო­ფე­ნას ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის და­ვით კო­ბა­ხი­ძის კო­ლექ­ცია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გიგო გა­ბაშ­ვი­ლის, პი­კა­სოს, კან­დინ­სკის, რუ­ბოს, ფე­ბე­რის და მაქ­სი­მი­ლი­ან ლუ­სის შე­დევ­რე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­მო­ი­ფი­ნა. ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი სოტ­ბის, ქრის­ტის და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვან აუქ­ცი­ო­ნებ­ზეა შე­ძე­ნი­ლი...

რო­გორც ადრე და­ვით კო­ბა­ხი­ძემ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, პი­კა­სოს ნა­ხა­ტი ამე­რი­კა­ში იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი იყო. 2010 წლი­დან 2014 წლამ­დე ამე­რი­კას რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზოგ­ჯერ ვან გო­გის ნა­მუ­შევ­რე­ბიც აღარ იყი­დე­ბო­და... პი­კა­სოს ეს ნა­ხა­ტი ხრის­ტი­ან ზერ­ვოს კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი და მხო­ლოდ კა­ტა­ლო­გი თით­ქმის ასი­ა­თა­სი დო­ლა­რი ღირს. კო­ლექ­ცი­ო­ნერს ნა­ხა­ტი ძა­ლი­ან მოს­წონს, ისე­ვე რო­გორც მთლი­ა­ნად პი­კა­სოს შე­მოქ­მე­დე­ბა.

xati-66415-1625477240.jpg

და­ვით კო­ბა­ხი­ძე ოც წელ­ზე მე­ტია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სას არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თებს აწყდე­ბა... ბო­ლოს მა­ნ­ჰე­ტენ­ზე 5 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა მე­და­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო იშ­ვი­ა­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა... კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ბოლო დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სო შე­ნა­ძე­ნებ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია ბი­ზან­ტი­უ­რი ხატი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში შე­ვი­ძი­ნე. ეს ხატი ტაო-კლარ­ჯე­თის მი­წა­ზეა ნა­პოვ­ნი და მე ნიუ-იორკში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც მე­გო­ბარ­თან ერ­თად მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ვსე­ირ­ნობ­დი. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ვე­დით გა­ლე­რე­ა­ში, სა­დაც ბევ­რი ის ნივ­თი იყი­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენს წელ­თა­ღი­ცხვამ­დეა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. რო­გორც იქ მი­თხრეს, ხატ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ფეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ამ ხატს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა. მეც დიდი რუ­დუ­ნე­ბით ვე­პყრო­ბი და ჩარ­ჩო­ში მაქვს ჩას­მუ­ლი.

სულ ახ­ლა­ხან კი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მე­და­ლი შე­ვი­ძი­ნე შვიდ დო­ლა­რად. იმ ად­გილ­ზე ძი­რი­თა­დად ბი­ჟუ­ტე­რია და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თე­ბი გა­მო­აქვთ... თბი­ლის­ში რომ "მშრა­ლი ხიდი" გვაქვს, ასე­თი ად­გი­ლია ეს ნიუ-იორკში. მე­და­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი აღ­მოჩ­ნდა. შე­ფა­სე­ბი­სას მი­თხრეს, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ოცი ცა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და სა­მია მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი, ტუ­ვა­ში (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტი, შე­დის ციმ­ბი­რის ფე­დე­რა­ლურ ოლ­ქში). ძა­ლი­ან ბევ­რი აუქ­ცი­ო­ნი და­ინ­ტე­რეს­და. ტუ­ვას მუ­ზე­უმს რომ და­ვუ­კავ­შირ­დი, შე­ძე­ნის დიდი სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს და მზად არი­ან რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ. იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თი მე­და­ლია, რომ წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი. 1945 წელს, სა­მა­მუ­ლო ომ­შია გა­ცე­მუ­ლი. ამ ის­ტო­რი­ულ მე­დალს აწე­რია – "TAP"...

medali-66488-1625477281.jpg

- ად­რეც შე­გი­ძე­ნი­ათ მსოფ­ლიო შე­დევ­რი გრო­შე­ბად?

- დიახ, ნიუ-იორ­კის "მშრალ ხიდ­ზე" შეძ­ლებ კა­პი­კე­ბად სა­ო­ცა­რი რა­მე­ე­ბი შე­ი­ძი­ნო. ერთხე­ლაც მი­წა­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი შე­ვამ­ჩნიე, მხატ­ვრის გვა­რი - ან­ტო­ნია სი­რე­ნა არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ტილო ჩან­და... აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი ცნო­ბილ გა­ლე­რე­ებ­ში 70 და 80 ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა. შემ­დეგ ამ მხატ­ვრის კა­ტა­ლო­გი შე­ვი­ძი­ნე და 22 ნა­ხატს შო­რის ჩემი 5 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ნა­ხა­ტი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი აღ­მოჩ­ნდა. სი­რე­ნას ნა­ხა­ტე­ბი აქვთ ვა­ტი­კა­ნის მუ­ზე­უმ­ში, ასე­ვე რო­მის პაპს, ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის, მარ­ჩე­ლო მას­ტრო­ი­ა­ნის, ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ჰქო­ნი­ათ... იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრად ით­ვლე­ბა, თა­ვის დრო­ზე კი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლა. პი­კა­სო ამ­ბობ­და, ამ მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს მსოფ­ლიო უნდა იც­ნობ­დე­სო.

განაგრძეთ კითხვა