"სთოუნვოლის აჯანყება" და ბრძოლა უფლებებისთვის - როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ლგბტქ თემის უფლებებისთვის ბრძოლას და როგორია "პრაიდის" ისტორია | Allnews.Ge

"სთოუნვოლის აჯანყება" და ბრძოლა უფლებებისთვის - როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ლგბტქ თემის უფლებებისთვის ბრძოლას და როგორია "პრაიდის" ისტორია

მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკვე ათწლე­უ­ლე­ბია ივ­ნი­სი პრა­ი­დის თვედ მი­იჩ­ნე­ვა. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლგბტქ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნე­ბენ და იმ პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რაც აქვთ.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, აღ­ლუ­მე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და მისი მი­ზა­ნია ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ხმა გა­ა­გო­ნონ მსოფ­ლი­ოს.

რა­ტომ ივ­ნი­სი?

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრა­ი­დის ჩა­ტა­რე­ბა ივ­ლი­სის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გა­და­წყდა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად "პრა­ი­დის“ თვედ ივ­ნი­სია მიჩ­ნე­უ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი 1969 წლის 28 ივ­ნისს ნიუ - იორკში "სთო­უნ­ვო­ლის აჯან­ყე­ბით" და­ი­წყო. ამ­ბო­ხი გრინ­ვიჩ ვი­ლიჯ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე გე­იკ­ლუბ­ში, "სთო­უნ­ვოლ­ში“ პო­ლი­ცი­ის შეჭ­რას მოჰ­ყვა.

მალე მთელ ნიუ იორკში საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და არე­უ­ლო­ბე­ბი და­ი­წყო.

riots-42839-1625477042.jpg

ყო­ვე­ლი­ვე ცნო­ბი­ლია "სთო­უნ­ვო­ლის ამ­ბო­ხე­ბის“ სა­ხე­ლით. ამ დროს შე­ტა­კე­ბე­ბი იყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა ლგბტქ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ნამ პო­ლი­ცია ბარ­ში შე­იჭ­რე­ბო­და, პო­ლი­ცი­ელ­თა მი­სა­მარ­თით პირ­ვე­ლი აგუ­რი, ან შუშა ტრანსგენ­დერ­მა აქ­ტი­ვის­ტმა, მარ­შა ჯონ­სონ­მა ის­რო­ლა, რა­მაც არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ეს არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა.

კი­დევ ერთი ტრანსგენ­დე­რი ქალი, რო­მე­ლიც პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, სილ­ვია რი­ვე­რა გახ­ლდათ.

marisha-42605-1625477081.jpg

მარ­შა ჯონ­სო­ნი

სწო­რედ ამ ორი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბე­ბი იყო რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იმ დროს და სა­წყი­სი ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლის და­წყე­ბის. რი­ვე­რა 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ჯონ­სო­ნი - 1992 წელს. გა­სულ წელს ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ და­ა­ა­ნონ­სა, რომ ორი­ვე მათ­განს გრინ­ვიჩ ვი­ლი­ჯში ძეგლს და­უდ­გა­მენ.

"სთო­უნ­ვო­ლი" ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლად გა­მო­ცხად­და, რო­მელ­საც 2016 წელს მა­შინ­დელ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­რაკ ობა­მამ ეროვ­ნუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. "სთო­უნ­ვო­ლის ამ­ბოხ­მა" და­სა­ბა­მი მის­ცა ლგბტქ თე­მის აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლის და­სა­წყისს.

პრა­ი­დის სიმ­ბო­ლოდ მიჩ­ნე­უ­ლია დრო­შა ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბით. ეს დრო­შა 1978 წელს გილ­ბერტ ბე­ი­კერ­მა შექ­მნა. "დრო­შა გა­მო­ხა­ტავს ლგბტქ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად, იმას, რომ ადა­მი­ა­ნი მრა­ვაფ­ლე­რო­ვა­ნია და სა­ჭი­როა, რომ ეს ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს და ყვე­ლამ აღი­ა­როს“, - აცხა­დებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯე­სი­კა სტერ­ნი.

pride-42679-1625477115.jpg

ცნო­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა დროს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეს პრა­ი­დის ჩა­ტა­რე­ბის დრო. პირ­ვე­ლად 2000 წლის 2 ივ­ნისს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ბილ კლინ­ტონ­მა ივ­ნი­სი პრა­ი­დის თვედ გა­მო­ა­ცხა­და.