რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად და მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს- ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად | Allnews.Ge

რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად და მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს- ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად

თბი­ლი ამინ­დე­ბის, ზა­ფხუ­ლის შვე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბის ემო­ცია შე­იძ­ლე­ბა სე­ზო­ნის მა­რა­დი­ულ­მა თა­ნამ­გზავ­რმა, კო­ღომ სულ ცუ­დის­კენ შეც­ვა­ლოს. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რი­თაც კო­ღო­ე­ბის­გან თავ­დაც­ვას დამ­ცა­ვი სპრე­ი­სა და აე­რო­ზო­ლის გა­რე­შე შეძ­ლებთ.

მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქი­რურ­გმა ზუ­რაბ მე­ლა­ძემ გა­და­წყვი­ტა, გა­ერ­კვია, რა­ტომ კბე­ნენ კო­ღო­ე­ბი ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს, ზოგს კი - არა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც სა­უბ­რობს, ვის უფრო მე­ტად ემ­ტე­რე­ბა მწე­რი.

მისი თქმით, კო­ღო­ე­ბი პო­ტენ­ცი­ურ "მსხვერ­პლს" სუ­ნის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ. მოს­წონთ ნახ­ში­რორ­ჟან­გი, ამი­ტომ, ის ვინც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამო­ი­სუნ­თქავს, მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნევს, რომ კოღო იქ­ვეა. მე­ო­რე ად­გილს კო­ღოს "მაგ­ნიტ­თა" შო­რის რძემ­ჟა­ვა იკა­ვებს. სუნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მათ­თვის, ვინც აქ­ტი­უ­რა­დაა სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი, ხში­რად მი­ირ­თმევს რძის პრო­დუქ­ტებს, სვა­მენ ლუდს, ბუ­რახს ან ღვი­ნოს.

კო­ღო­ებს ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვართ ოფ­ლის სუნი, მოს­წონთ იმ ადა­მი­ა­ნის კბე­ნა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ შე­ჭა­მა ბა­ნა­ნი. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, მას, ვინც არც ისე აქ­ტი­უ­რია სპორ­ტში, არ სვამს ალ­კოჰოლს და არც ბა­ნა­ნის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია, უფრო მა­ღა­ლი შან­სი აქვს, რომ სა­ღა­მოს კო­ღოს ნაკ­ბე­ნის გა­რე­შე დაბ­რუნ­დეს სახ­ლში.

ექი­მის მო­საზ­რე­ბა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა, ნა­წი­ლი კი და­ე­თან­ხმა.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი თე­ო­რია, თუ რა­ტომ კბე­ნენ კო­ღო­ე­ბი შერ­ჩე­ვით ადა­მი­ა­ნებს. ეს სის­ხლის ჯგუფს ეხე­ბა. ყვე­ლა­ზე "გემ­რი­ელ" სის­ხლად პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი ით­ვლე­ბა, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი მე­სა­მე ჯგუ­ფის სის­ხლია. კო­ღო­ებს მე­ო­რე ჯგუ­ფის სის­ხლი არ მოს­წონთ. ხში­რად ბავ­შვებ­სა და ორ­სუ­ლებს კბე­ნენ, რად­გან ისი­ნი ნახ­ში­რორ­ჟანგს უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამო­ი­სუნ­თქა­ვენ. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მა­დაც, კი­დევ ერთი რის­კი ამი­ა­კის, ოფ­ლი­სა და ალ­კოჰო­ლის სუ­ნია.

თუ კო­ღოს­თვის "გემ­რი­ე­ლი" და "მიმ­ზიდ­ვე­ლი" საკ­ვე­ბის სი­ა­ში ხართ, ნამ­დვი­ლად გა­მო­გად­გე­ბათ ამ ხალ­ხუ­რი და მარ­ტი­ვი ხრი­კე­ბის ცოდ­ნა რათა ვე­რა­გი მწე­რის თავ­დას­ხმა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ:

მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ღო­ებს აფრ­თხო­ბენრე­ჰა­ნი (ბა­ზი­ლი­კი)

რე­ჰა­ნი, რო­მელ­საც მძფ­რი არო­მა­ტი აქვს, უმ­ჯო­ბე­სია, ღია ფან­ჯა­რას­თან ახ­ლოს მო­ა­თა­სოთ, რათა კო­ღო­ე­ბის შინ შე­მოს­ვლას ხელი შე­უ­შა­ლოთ.

პიტ­ნა

მისი შე­მად­გე­ნე­ლი ეთერ­ზე­თი კო­ღოს ახ­ლოს არ გა­გა­კა­რებთ.

პო­მი­დო­რი

პო­მიდვ­რის აი­ვან­ზე მოყ­ვა­ნა რთუ­ლი სუ­ლაც არ არის. თუ მო­ი­სურ­ვებთ, მზა ნერ­გე­ბიც იყი­დე­ბა. კო­ღო­ებ­საც მო­ი­ცი­ლებთ, მისი მოვ­ლი­თაც გა­ირ­თობთ თავს და გემ­რი­ელ ნა­ყოფ­საც მი­ი­ღებთ.

ქონ­და­რი

ქონ­და­რი არა მარ­ტო გემ­რი­ე­ლი სა­ნე­ლე­ბე­ლია, მწე­რე­ბი ვერ იტა­ნენ მის სუნს. ასე­თი­ვეა მი­ხა­კი და მი­ხა­კის ზეთი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ კო­ღოს­თან ბრძო­ლა­ში.

ჩაის ხე

ჩაის ხის ზე­თის რამ­დე­ნი­მე წვე­თი ტა­ნის ზეთ­შიც შე­გიძ­ლი­ათ აუ­რი­ოთ (30 გრამ­ზე 20 წვე­თი). თუ მოგ­წონთ ჩაის ხის სუნი, სხე­ულ­ზე ისეც შე­გიძ­ლი­ათ წა­ის­ვათ, ქუ­ჩა­ში გას­ვლის წინ. ჩაის ხის ზეთს ვერ იტა­ნენ მწე­რე­ბი.

ევ­კა­ლიპ­ტი

ნე­ბის­მი­ერ ტა­ნის ზეთს შე­უ­რი­ეთ ვა­ნი­ლი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე წვე­თი ევ­კა­ლიპ­ტის ან მი­ხა­კის ზეთი, აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში და ტან­ზე წა­ის­ვით, გა­რეთ გას­ვლის წინ.

ვე­ლუ­რი ალუბ­ლის და კენკრის ფოთ­ლე­ბი

მო­ი­მა­რა­გეთ ვე­ლუ­რი ალუბ­ლის ან სხვა კენკრის ფოთ­ლე­ბი და კოღო აღარ შე­გა­წუ­ხებთ.

გირ­ჩე­ბი

ბუ­ნე­ბა­ში კო­ღო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "საბ­რძოლ­ვე­ლად" გა­მო­გად­გე­ბათ ნაძ­ვის გირ­ჩე­ბი. ჩა­აგ­დეთ ცე­ცხლში და სუნი გა­ფან­ტავს აბე­ზარ მწე­რებს.