ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო | Allnews.Ge

ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ეს­პა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, "ბარ­სე­ლო­ნას" ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლის ჟერ­არდ პი­კე­სა და მომ­ღე­რალ შა­კი­რას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა წლებს ით­ვლის. მათი ამ­ბა­ვი 2010 წელს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის Waka Waka-ს მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბი­სას, მად­რიდ­ში და­ი­წყო და უკვე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გან­ვი­თარ­და.

შა­კი­რა­სა და პი­კეს შო­რის 10-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა - მომ­ღე­რა­ლი 44 წლი­საა, ხოლო ფეხ­ბურ­თე­ლი - 34-ის. ამის გამო მათ ურ­თი­ერ­თო­ბას სა­წყის ეტაპ­ზე ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და, თუმ­ცა წყვილ­მა ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცა, რომ ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია. მათ დღეს ყვე­ლა­ზე მყა­რი ოჯა­ხი აქვთ. ჰყავთ ორი შვი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

shakira6-37313-1625127494.jpg

ამინ­დი და სიყ­ვა­რუ­ლი

"ფეხ­ბურ­თის ფანი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ამი­ტომ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, ის ვინ იყო, რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, ეს რა საყ­ვა­რე­ლი ვინ­მეა - მეთ­ქი და შემ­დეგ ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ­თვის ერ­თმა­ნე­თი გა­ეც­ნო“, - იხ­სე­ნებს შა­კი­რა.

pike-37368-1625127548.jpg

პი­კემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა იმ "სუ­ლე­ლურ" შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შა­კი­რას პირ­ვე­ლად მის­წე­რა. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ჩას­ვლამ­დე, იქ შა­კი­რა ჩა­ვი­და, რად­გა­ნაც გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე უნდა ემ­ღე­რა.

"ვიდ­რე მე ჩა­ვი­დო­დი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, ის უკვე იქ იყო, ამი­ტომ მივ­წე­რე და ვკი­თხე, თუ რო­გო­რი ამინ­დი იყო. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­ლე­ლუ­რი კი­თხვაა, რო­მელ­ზეც ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და, რომ ეთ­ქვა - ჟა­კე­ტი წა­მო­ი­ღე, ან რამე მსგავ­სი, მაგ­რამ ის გა­უ­ჩე­რე­ლე­ბად მწერ­და და ყო­ველ წუთს მა­ტყო­ბი­ნებ­და, თუ რო­გორ იც­ვლე­ბო­და ამინ­დი“, - იხ­სე­ნებს პიკე.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ

ეს­პა­ნეთ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, თუმ­ცა ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მე­დი­ა­ში პი­კე­სა და შა­კი­რას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ეთ­მო­ბო­და. ისი­ნი ერ­თად ჩნდე­ბოდ­ნენ პა­პა­რა­ცე­ბის წინ და ყვი­თე­ლი პრე­სის მთა­ვა­რი თემა მათი ამ­ბა­ვი იყო.

shakira-37423-1625127586.jpg

თუმ­ცა 2011 წელს გა­ნა­ცხა­დეს, რომ ერ­თად აღარ იყ­ვნენ. და­შო­რე­ბამ დიდ­ხანს არ გას­ტა­ნა.

მალე წყვი­ლი პა­პა­რა­ცებ­მა ბარ­სე­ლო­ნა­ში, ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის და­ტო­ვე­ბი­სას შე­ნიშ­ნეს. იმა­ვე წლის მა­ის­ში ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე შა­კი­რას პი­კემ სცე­ნა­ზე აკო­ცა და ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ ისი­ნი კვლავ ერ­თად იყ­ვნენ.

2012 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში "ოქ­როს ბურ­თის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე პიკე საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად მი­ვი­და. ამა­ვე წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი პირ­ველ შვილს ელო­და.

shakira5-37396-1625127626.jpg

"გვსურს გი­თხრათ, რომ მე და ჟერ­არ­დი ჩვენს პირ­ველ შვილს ვე­ლო­დე­ბით და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ ამით. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტად ეს უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტი ვაქ­ცი­ოთ", - წერ­და შა­კი­რა ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე.

"ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა სიყ­ვა­რუ­ლით მტკიც­დე­ბა"

2013 წელს ELLE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში შა­კი­რამ ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ცხოვ­რე­ბა­ზე და რწმე­ნა­ზე პი­კეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ:

shakira8-37527-1625127679.jpg

"ვფიქ­რობ, რომ ღმერ­თის არ­სე­ბო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე და­კარ­გუ­ლი მქონ­და რწმე­ნა. აგ­ნოს­ტი­კი გავ­ხდი, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვგრძნობ­დი სიყ­ვა­რულს ისე და ისეთს, რო­გორ­საც ვე­ლო­დი და და­ვი­წყე ფიქ­რი, რომ ღმერ­თი არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შევ­ხვდი ჟერ­არდს და უცებ მზემ გა­მო­ა­ნა­თა", - ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

პირ­ვე­ლი შვი­ლი და მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

2013 წლის 22 იან­ვარს შა­კი­რა­სა და პი­კეს პირ­ვე­ლი შვი­ლი მი­ლან პიკე მე­ბა­რა­კი შე­ე­ძი­ნათ - "მა­მის მსგავ­სად, ისიც და­ბა­დე­ბი­დან­ვე "ბარ­სე­ლო­ნას" წევ­რი გახ­და“, - და­წე­რა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ შა­კი­რამ "ინ­სტაგ­რამ­ზე.“ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღე­რალ­მა Us Weekly-სთან ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი მამა იყო ფეხ­ბურ­თე­ლი.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და სრუ­ლად ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდის სა­კი­თხში, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვია, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, ბავ­შვს უც­ვლის სა­ფე­ნებს, აჭ­მევს. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, ის რომ ასე­თი არ იყოს, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დით", - ამ­ბობ­და შა­კი­რა.

shakira2-37630-1625127725.jpg

"სრულ­ყო­ფილ ურ­თი­ერ­თო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა

"რო­დე­საც ჟურ­ნალ Glamour-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა შა­კი­რას ჰკი­თხა, აპი­რებ­დნენ თუ არა და­ქორ­წი­ნე­ბას, მომ­ღერ­ლის­გან ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო - "იცით? ჩვენ უკვე გვაქვს ის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ გვაქვს კავ­ში­რი, გვაქვს სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და გვყავს შვი­ლი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. მაგ­რამ თუ ოდეს­მე ქორ­წი­ნე­ბა­საც გა­დავ­წყვეტ, ჟერ­არ­დი იქ­ნე­ბა ის ერ­თა­დერ­თი. რა სა­ჭი­როა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, როცა ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი სრულ­ყო­ფი­ლა­დაა“, - თქვა მომ­ღე­რალ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­დე­სა პი­კეს ჰკი­თხეს და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მისი პა­სუ­ხი ასე­თი იყო - "რა თქმა უნდა, მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ქორ­წინ­დე­ბით".

60 Minutes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში შა­კი­რამ თქვა, რომ მას არ სურს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­დეს ისე, რო­გორც ცოლს - "არ მინ­და, რომ ის ცო­ლად მი­მიჩ­ნევ­დეს, მინ­და, რომ ყო­ველ­თვის ისე მი­ყუ­როს რო­გორც შეყ­ვა­რე­ბულს. მინ­და ფიქ­რობ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა და მისი ცხოვ­რე­ბა მის ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.“

shakira10-37678-1625127793.jpg

2015 წელს წყვილს მე­ო­რე ვაჟი - საშა პიკე მე­ბა­რა­ქი შე­ე­ძი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წელს "ფორბსმა" შა­კი­რა და პიკე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან წყვი­ლებს შო­რის შე­იყ­ვა­ნა.

"ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია"

პიკე ხში­რად სა­უბ­რობს ხოლ­მე მე­დი­ას­თან საყ­ვა­რელ ქალ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ აღ­მერ­თებს შა­კი­რას - “ის სა­უ­კე­თე­სო დე­დაა მსოფ­ლი­ო­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­ზე უკე­თე­სი ვინ­მე იყოს. გა­სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. შა­კი­რას შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­რი­ე­რა აქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცის და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და და სრუ­ლი­ად შემ­ცვა­ლა, ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მაქ­ცია. ის და ჩემი შვი­ლე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

shakira9-37700-1625127849.jpg

მი­ლი­ო­ნი სიმ­ღე­რა პი­კეს

შა­კი­რა საყ­ვა­რელ კაცს ხში­რად უძღვნის სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის და რომ პიკე მი­ლი­ონ სიმ­ღე­რას იმ­სა­ხუ­რებს. "მე მას უკვე ბევ­რი სიმ­ღე­რა მი­ვუ­ძღვე­ნი, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ საკ­მა­რი­სი არაა... ის მი­ლი­ონ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიმ­ღე­რას იმ­სა­ხუ­რებს", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

"ცხოვ­რე­ბა­ში ორი რამ მსურ­და: კარ­გი კაცი და თეთ­რი ტრუ­ფე­ლი" - ამ­ბობს შა­კი­რა

მისი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა Enamorada-ც პი­კეს ეძღვნე­ბა. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ამ სიმ­ღე­რის და­წე­რის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო პი­კეს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და ის მო­მენ­ტი, როცა მათი თვა­ლე­ბი პირ­ვე­ლად "შეხ­ვდა" ერ­თმა­ნეთს. "მან მე შე­მომ­ხე­და თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბით... ეს იყო მო­მენ­ტი, რო­მელ­მაც ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა“, - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.