როგორ შეაჩერეს ინდოეთიდან შემოსული ეპიდემია რამდენიმე დღეში - 10 მილიონი ადამიანი ერთ კვირაში აცრეს, 11 ათასი კაცი კი იძულებით კარანტინში ახსნა-განმარტების გარეშე გამოკეტეს | Allnews.Ge

როგორ შეაჩერეს ინდოეთიდან შემოსული ეპიდემია რამდენიმე დღეში - 10 მილიონი ადამიანი ერთ კვირაში აცრეს, 11 ათასი კაცი კი იძულებით კარანტინში ახსნა-განმარტების გარეშე გამოკეტეს

დღეს მსოფლიო დაზაფრა კორონავირუსმა, თუმცა ყველას იმედი გვაქვს, რომ კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვერაგ ინფექციასაც. ისტორიაც გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები ერთიანდებოდნენ და შიშსა და პანიკას არ ყვებოდნენ, გაცილებით ადვილად ამარცხებდნენ ბევრ რამეს.

ესეც ერთ-ერთი ისტორიული ფაქტია, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. მაშინ ვერაგ დაავადებას - ყვავილს, შეეძლო მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო და მილიონები გაენადგურებინა. მაგრამ ეს არ მოხდა.

1959 წლის დეკემბრის ბოლოს, ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში, წინასაახალწლო განწყობა რომ სუფევდა ყველგან, ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყნები შეიძლებოდა ისევ კატასტროფის პირას აღმოჩენილიყვნენ.

23 დეკემბერს მოსკოვში, "ვნუკოვოს" -0:00 აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი დელი-მოსკოვი. ინდოეთში ორკვირიანი კულტურული კულტურული მივლინებიდან დაბრუნდა იმ დროის ცნობილი მხატვარი, სტალინის პრემიების ლაურეატი ალექსეი კოკორეკინი.

kokoo-1624956818.jpg

53 წლის გრაფიკოსი აეროპორტიდან პირდაპირ საყვარელთან გაეშურა. დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაბრუნდა, საჩუქრებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული, რომ სანამ ცოლთან გამოცხადდებოდა, საყვარელს ხლებო და. ორი დღე გაატარა ქალთან და მერე სახლში გამოცხადდა - ცოლისა და შვილისთვისაც ჰქონდა საჩუქრები, რასაკვირველია.

რამდენიმე დღეში თავი ცუდად იგრძნო: თავი და წელი ასტკივდა, სიცხემ აუწია, დაეწყო ძლიერი ხველა და ბოლოს ტანზეც გამოაყარა.27 დეკემბერს მხატვრის ცოლმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მხატვარი ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს გრიპის დიაგნოზით - დეკემბერი იყო, გრიპების სეზონი.

211027242-849665835636563-5157522068878342586-n-1624956859.jpg

საზოგადოებაში გარკვეული სტატუსის მქონე კოკორეკინი პრივილეგიებით სარგებლობდა: წესების მიუხედავად, საავადმყოფოს თანამშრომლები მის მეგობრებსა და ახლობლებს რთავდნენ ნებას, მასთან პალატაში შესულიყვნენ.

სამწუხაროდ, გრიპის სტანდარტულ მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა. მხატვარი ახლობელი ადამიანების თვალწინ თვალსა და ხელს შუა დნებოდა. 29 დეკემბერს კი გარდაიცვალა.ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერც გაიგო, რომ ინდოეთიდან მრავალრიცხოვან საჩუქრებთან ერთად თვით სიკვდილი ჩამოიტანა - გამანადგურებელი ინფექცია, ყვავილი. ეს საშიში დაავადება 40% შემთხვევებში ლეტალურად სრულდება. მოზრდილებში ყოველი მეშვიდე კვდება, ბავშვებში კი - ყოველი მესამე. რამდენიმე საუკუნით ადრე ყვავილის აფეთქებას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა. დიდხანს ექიმებიც ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში ყვავილის ბოლო შემთხვევა 1936 წელს დაფიქსირდა, მერე კი არსად არ აღმოუჩენიათ. 1960 წლისთვის კი ფაქტობრივად აღარ იყო სპეციალისტი, ვისაც თავისი თვალით ჰქონდა ნანახი ყვავილის გამოვლინებები და მის იდენტიფიცირებას შეძლებდა.

არადა, ხალხისთვის ცნობილი ადამიანი მოკვდა და მისი გარდაცვალების მიზეზები გამჭვირვალე და გასაგები უნდა ყოფილიყო. კვლევებს შედეგი არ მოჰქონდა. დიაგნოზი უფრო შავი ჭირისკენ მიდიოდა, თუმცა სიმპტომები არ ემთხვეოდა. სხვათა შორის, ექთანმა, რომელმაც ბოტკინის კლინიკაში გააფორმა კოკორეკინი და მისი გამონაყარი ნახა, ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა ყვავილი ყოფილიყო. თუმცა გამოცდილ სპეციალისტებს ეს ვარაუდი სიცილად არ ეყოთ.

206379127-1027330201135682-2494704693362000475-n-1624956920.jpg

იმას ყველა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. ამიტომ გვამის კრემაციის გადაწყვეტილება მიიღეს. "მუშებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის საშიში დაავადებით გარდაიცვალა, უარი თქვეს კუბოს ტარებაზე. და ჩვენ სამმა, სამმა მხატვარმა მხრებით ვატარეთ კუბო ღუმელამდე. მუშებმა დიდი ჯოხებით შესწიეს სასახლე კრემაციისთვის", - იხსენებს კოკორეკინის ახლო მეგობარი, მხატვარი რუბენ სურიანინოვი.

განაგრძეთ კითხვა