მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში არ უყვართ- საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ | Allnews.Ge

მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში არ უყვართ- საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

ჯულია რობერტსის მშობლები არაპროფესიონალი მსახიობები იყვნენ. მათ ერთმანეთი სპექტაკლის რეპეტიციების დროს გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი ერიკი, შემდეგ ორი ქალიშვილი-ლიზა და ჯული. როცა ჯული კინომსახიობების გილდიაში შევიდა, იქ თავის მოსახელე და მოგვარე აღმოაჩინა და ამის გამო სახელი ჯული შეიცვალა ჯულიათი. რობერტსების ყველა შვილი კინოსთან არის კავშირში-ერიკი და ჯულია მსახიობები გახდნენ, ლიზა კი პროდიუსერობით არის დაკავებული.

2021062522045290773-1624697664.jpg

შეიძლება ითქვას, რომ ჯულია მსახიობი უფროსი ძმის წყალობით გახდა, რომლის მსახიობური ნიჭითაც იგი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. მოზარდობის ასაკში მას ვეტერინარობა სურდა, მაგრამ კოლეჯის დასრულების შემდეგ სამოდელო სააგენტოს კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამსახიობო ხელოვნების კურსებზე შევიდა. ერიკ რობერტსი მაშინ უკვე პოპულარული მსახიობი იყო და დას ფილმ "წითელი, როგორც სისხლი" ერთობლივად გადაღება შესთავაზა. გადასაღებ მოედანზე ჯულია პროდიუსერებმა შეამჩნიეს და მაშინვე მიიწვიეს კიდევ ერთ პროექტში. ფილმის პრემიერა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შედგა და ჩვენების მომენტში იგი უკვე ოთხ ფილმში იყო გადაღებული.

2021062521415790773-1624697754.jpg

სკოლაში მსახიობი მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსებში, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვა, კლასელები კი საერთოდ ულამაზოდ თვლიდნენ და დასცინოდნენ სიმაღლის, დიდი პირის და სიგამხდრის გამო. შეიძლება ამის გამოა, რომ იგი თავის გარეგნობას კრიტიკულად უდგება. იგი ამბობს, რომ მას კალიის ფეხები და ცხენის კბილები აქვს. ამასთან ჯულია ბუნებრივობის მომხრეა, ამიტომ არ იკეთებს არავითარ პლასტიკურ ოპერაციებს, უმიზეზოდ არ იღებება, ყოველდღიურ ყოფაში კი იმდენად უბრალოდ იცვამს, რომ შეიძლება ვერც კი იცნოთ.

2021062521473490773-1624697817.jpg

23 წლის ჯულია რობერტსი ნომინირებული იქნა "ოსკარის" პრემიაზე, ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მელოდრამაში "ფოლადის მაგნოლიები", მაგრამ მსოფლიო პოპულარობა მას ცნობილმა "ლამაზმანმა" მოუტანა. ვივიენის როლი მეგ რაიანს უნდა შეესრულებინა–80-იანების რომანტიული კომედიების ვარსკვლავს, მაგრამ მსახიობმა არ ისურვა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის განსახიერება და უარი თქვა შემოთავაზებაზე. "ლამაზმანი" ჯულიასთვის საფირმო ნიშანი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი სახელი მხოლოდ ამ ფილმთან ასოცირდებოდა.

mvccopprettywoman-1624697880.jpeg

ჯულია რობერტსი ყოველთვის გამოირჩეოდა პარტნიორებთან ურთიერთობის ერთბაშად გაწყვეტით. როცა იგი ფილმში "გაქცეული პატარძალი" გადაიღეს, ბევრი ამბობდა, რომ ფილმში მან თავისი თავი განასახიერა. 19 წლისამ მან რომანი გააჩაღა მსახიობ ლიამ ნისონთან, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. ერთობლივი თანაცხოვრების დასაწყისშივე რობერტსმა თქვა, რომ არ იყო მზად ოჯახისთვის და მაშინვე წავიდა...

მსახიობ კიფერ საზერლენდთან ქორწილის დღეც უკვე დანიშნული იყო, მაგრამ სამი დღით ადრე ჯულიამ ჯვრისწერა ჩაშალა. მოგვიანებით მან თვითონ შესთავაზა მომღერალ ლაიონელ ლოვეტს დაქორწინება, რომელსაც სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ორი წლის შემდეგ ისინი დაცილდნენ, ისევ ჯულიას ინიციატივით. როცა მსახიობმა ოპერატორ დენიელ მოდერთან დაიწყო შეხვედრა, მორიგი გატაცება არავინ მიიღო სერიოზულად, თუმცა ისინი უკვე 20 წელია დაქორწინებული არიან და სამ შვილს ზრდიან.

76722475c934486df58103fd408a0296-1624698004.jpg

ჯულია რობერტსი პირველი მსახიობი ქალი გახდა კინოს ისტორიაში, რომელმაც ჰონორარი 20 მილიონი დოლარი მიიღო. მთავარმა როლმა ბიოგრაფიულ დრამაში "ერინ ბროკოვიჩი" მსახიობს მოუტანა ეს შთამბეჭდავი თანხა, "ოსკარის" პრემია საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის და ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის სტატუსი დაუმკვიდრა. ერთი წლის სემდეგ მსახიობმა თამასა ასწია და როლისთვის ფილმში "მონა ლიზას ღიმილი" უკვე 25 მილიონი მოითხოვა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იგი მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ქალი მსახიობების რიცხვში პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ამჯერად მას დრიუ ბერიმორმა და ჯენიფერ ლოურენსმა გადაუსწრეს.

fb-image-48-1624698084.png

იგი კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევს, იშვიათად დადის სხვადასხვა ღონისძიებებზე და უკვე დიდი ხანია აღარ ახარებს ჟურნალისტებს სკანდალური გამოხტომებით, მაგრამ ჰოლივუდში ის არ უყვართ. ამბობენ, რომ მიმზიდველი მსახიობი სინამდვილეში უხეში და ამპარტავანია, მასზე განაწყენებულთა რიცხვი კი ყოველ ფილთან ერთად იზრდება. მერილ სტრიპს დღემდე ახსოვს, დრამა "აგვისტოს" გადაღებების დროს, როგორ შესთავაზა რობერტსმა რეჟისორს ამოეჭრა ფილმიდან "სევდიანი სცენები" მერილ სტრიპის მონაწილეობით და თავისი ეპიზოდები ჩაესვა. მეგობრობას ჯულია მამაკაცებთან ამჯობინებს, მაგალითად, ჯორჯ კლუნთან და ბრიუს უილისთან.

განაგრძეთ კითხვა