ძა­ლი­ან სა­რის­კო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, შუბ­ლზე ია­რაღ­მი­დე­ბულ­ს სიკ­ვდილისთვის თვა­ლებ­ში ჩამიხედავს- გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში | Allnews.Ge

ძა­ლი­ან სა­რის­კო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, შუბ­ლზე ია­რაღ­მი­დე­ბულ­ს სიკ­ვდილისთვის თვა­ლებ­ში ჩამიხედავს- გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

ექი­მი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი პან­დე­მი­ის დროს გახ­და. მან თა­ვი­სი ხში­რი და ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ "ფე­ის­ბუქჩარ­თვე­ბით" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც გი­ორ­გი ფხა­კა­ძე, რო­გორც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი ისე გა­იც­ნო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე უმუ­შა­ვია და დღემ­დე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაც გა­უვ­ლია, რა­ზეც AMBEBI.GE-ის უამ­ბო:

- დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი, მა­მით ქარ­თვე­ლი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ლვოვ­სა და ქუ­თა­ის­ში ვსწავ­ლობ­დი და არა­ერ­თი სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე. ამას გარ­და, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, ჭი­და­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დე­დას ბა­ლეტ­ზე დავ­ყავ­დი, ქუ­თა­ის­ში ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, ჭად­რა­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მქონ­და, სა­თა­მა­შოდ დრო არ მრჩე­ბო­და. ლვო­ვი და ქუ­თა­ი­სი ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბია. ხუთი წლის ასაკ­ში მარ­ტომ ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში.

208204303-333534875014719-4753277294987311577-n-52309-1624693772.jpg

ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში, ვი­ღაც კაცს მი­მა­ბა­რეს და მე მი­ვას­წავ­ლე იმ კაცს, რო­გორ მი­ვეყ­ვა­ნე სახ­ლამ­დე. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ხუთი წლის ასა­კი­დან ბა­ზარ­ში მარ­ტო დავ­დი­ო­დი. დე­და­ჩე­მი ფულს მომ­ცემ­და და მე ვყი­დუ­ლობ­დი. და­მი­ნა­ხავ­დნენ, - რა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი­აო და ისე მიკ­ლებ­დნენ ფა­სებს... ჰოდა, მეც გემ­რი­ე­ლად ვვაჭ­რობ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე ვაჭ­რო­ბა, ხა­რის­ხის ცნო­ბა. ყვე­ლა ყველს ვსინ­ჯავ­დი, ვიდ­რე კარგ ყველს არ შე­ვარ­ჩევ­დი. თან ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ვის­თან რო­გო­რი იყო, მერე იმას ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი, ვიდ­რე ფასს მაქ­სი­მა­ლუ­რად არ და­ვაკ­ლე­ბი­ნებ­დი. როცა სა­ჭი­როა, ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზეც ვვაჭ­რობ... მე­უბ­ნე­ბი­ან, გი­ორ­გი რას შვრე­ბიო? ვპა­სუ­ხობ, - მა­ცა­დეთ! ქუ­თა­ი­სის მწვა­ნე ბა­ზა­რი და ნიუ-იორ­კის მა­ნ­ჰე­ტე­ნის ბა­ზა­რი ერთი და იგი­ვეა, იქაც ფა­სებს ვაკ­ლე­ბი­ნებ - მეთ­ქი...

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე და ზო­გა­დად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვინ იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბის ამ­ბა­ვი მე ვინ მკი­თხა, დე­და­ჩემს უნ­დო­და თეთ­რი ხა­ლა­თი მცმო­და. მამა ეუბ­ნე­ბო­და მზა­რე­უ­ლებ­საც კი აქვთ თეთ­რი ხა­ლა­თიო, მარ­თა­ლი იყო, სჯობ­და, მზა­რე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დედა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ისე გამ­ზარ­და, ჩემ­ზე ხელი არას­დროს აუ­წე­ვია, მაგ­რამ ისე­თი მწა­რე ენა ჰქონ­და, სჯობ­და კარ­გად ვე­ცე­მე. როცა სწავ­ლა არ მინ­დო­და, მე­ტყო­და, - რად გინ­და სწავ­ლა, აგერ ცო­ცხი და იმუ­შა­ვე დამ­ლა­გებ­ლა­დო. მეც ვტი­რო­დი, არ მინ­და "დვორ­ნი­კო­ბა - მეთ­ქი". სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა არ მინ­დო­და, რად­გან სის­ხლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ერთხელ დე­დამ მა­ი­ძუ­ლა, ქა­თა­მი და­მეკ­ლა... ამ ქა­თამს ყელი ცო­ტა­თი წა­ვა­ჭე­რი, მაგ­რამ ვერ მოვ­კა­ლი, წა­მოხ­ტა ეს სის­ხლი­ა­ნი მა­მა­ლი და გა­მო­მე­კი­და, სამი წრე და­ვარ­ტყი სახ­ლს ყვი­რი­ლით, მა­მა­ლი სის­ხლის­გან იც­ლე­ბა, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი მომ­დევს, მე დავ­რბი­ვარ.

205454438-2869551830040130-6830850647291551700-n-52352-1624693851.jpg

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე. სახ­ლში ყვე­ლა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - სჯობს შინ მო­წიო სი­გა­რე­ტი, მე სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მაქ­ვსო... ალ­ბათ რომ არ მიკ­რძა­ლავ­დნენ, ამი­ტო­მაც არას­დროს არ გამ­ჩე­ნია მო­წე­ვის ინ­ტე­რე­სი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ის იყო, რომ პირ­ვე­ლად დე­დამ მომ­ცა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი...

იმ დროს, სექ­სუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც იცო­და ბავ­შვი სა­ი­დან ჩნდე­ბა, რად­გან დე­და­ჩემ­მა მომ­ცა წა­სა­კი­თხად გი­ნე­კო­ლო­გი­ის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი. წა­ვი­კი­თხე, გა­ვი­გე და გა­და­ვე­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე. სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე დე­დის­გან.

205956110-522724082482836-4409618356716891511-n-52337-1624693902.png

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი წარ­მა­ტე­ბის­კენ?

- ჩემი ოც­ნე­ბა იყო, სა­ღო­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­რურ­გად მე­მუ­შა­ვა. თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ო­დი ქუ­თა­ის­ში, იმი­ტომ რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ქუ­თა­ის­ში შემ­თხვე­ვით, ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და იქე­დან წა­მო­ვი­და სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, 20 წლის ასაკ­ში, უკვე "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“ და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ეხუმ­რე­ბით, გი­ორ­გი ფხა­კა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ამე­რი­კის ელჩი ჩა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 1999 წელს ეს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და. რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ მთავ­რო­ბა­ში ამოვ­ყოფ­დი თავს.

- არ გდო­მე­ბი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლა?

- იყო ლა­პა­რა­კი, რომ 21 წლის ბიჭი იმე­რე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხალ­ხს ვი­ზას აძ­ლევ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა ნდო­ბა მქონ­და... ზრდის მაქ­სი­მუმს მი­ვაღ­წიე და მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი, თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი ერთ-ერთი. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და წა­ვე­დი ნე­პალ­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ფუ­ლიც მქონ­და, ვი­ფიქ­რე, წა­ვალ, და­ვის­ვე­ნებ, თან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბას ვფიქ­რობ­დი. ნე­პა­ლი იმ დროს ძა­ლი­ან ღა­რი­ბი და იაფი ქვე­ყა­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ია­ფიც კი. იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში ჰქონ­დათ კარ­გი პროგ­რა­მა, გა­დავ­წყვი­ტე წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მაგ დროს ჟე­ნე­ვა­ში ვი­ყა­ვი, და­ვუ­რე­კე დე­დას და ვე­უბ­ნე­ბი: - დედა, მე კატ­მან­დუ­ში მივ­დი­ვარ ერთი წლით. უცებ სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, ვე­ლო­დე­ბი, ვა­ი­მე ახლა რას მე­ტყვის, ალ­ბათ გა­და­ი­რე­ვა, ატე­ხავს წი­ვილ-კი­ვილს და ამ დროს მე­უბ­ნე­ბა, - ხომ იცი, იქე­დან კა­მა­სუტ­რა წა­მო­ი­ღე და აქე­დან ბევ­რი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი წა­ი­ყო­ლე... - ეს იყო დე­და­ჩე­მის რე­აქ­ცია.

205708388-1426221281104195-7450524779059477252-n-52421-1624693959.jpg

ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დი­ო­და ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში და მე წა­ვე­დი ნე­პალ­ში. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ორი წელი ვი­ცხოვ­რე ნე­პალ­ში, დავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც იქვე და­ი­ბეჭ­და, სხვა­თა შო­რის, ეს წიგ­ნი გა­ე­როს შრო­მი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტა­ლოგ­შია შე­ტა­ნი­ლი. ჩემი ყვე­ლა კურ­სე­ლი, ათი ადა­მი­ა­ნი იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით და მე ვი­ყა­ვი ის, ვინც ჩე­მით ჩა­ვა­ბა­რე. ამის შემ­დეგ ავ­დე­ქი და ნე­პა­ლი­დან ინ­დო­ეთ­ში წა­ვე­დი მა­ტა­რებ­ლით. უზარ­მა­ზა­რია ინ­დო­ე­თი, მა­ტა­რე­ბე­ლი სამი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ო­და, თავი ამოვ­ყა­ვი სამ­ხრეთ ინ­დო­ეთ­ში, მა­შინ სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე მინ­დო­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, სა­დოქ­ტო­რო და­ვი­ცა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ან­თრო­პო­ლო­გი­ა­ში, იშ­ვი­ა­თი სპე­ცი­ა­ლო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც მე­გუ­ლე­ბა არა­ვინ, ვი­საც ეს ჰქო­ნო­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ინ­დო­ეთ­ში 4 წელი ვი­ცხოვ­რე, ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ინ­დო­ეთ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ვიდ­რე თბი­ლის­ში. ნე­პალ­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც ექი­მი, ასე­ვე ინ­დო­ეთ­ში, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, სას­წრა­ფოს ექი­მიც ვი­ყა­ვი. უამ­რა­ვი კვლე­ვა და კურ­სი მაქვს გავ­ლი­ლი იქ. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩემი ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი ღა­ტაკ­თა უბან­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო მაძ­ლევ­და უფა­სო წამ­ლებს, მეც ვყი­დუ­ლობ­დი პრე­პა­რა­ტებს და ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ვხდე­ბო­დი "თეთ­რი ექი­მი“, რო­მე­ლიც ერთ დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ღა­რიბ უბან­ში, სა­დაც ზოგ­ჯერ დღე­ში 80 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით... და მე­ო­რე დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით მო­ხა­ლი­სედ მივ­დი­ო­დი სექსმუ­შა­კებ­თან, ესე­ნი იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი და ტრანსგენ­დერე­ბი. უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს და მცი­რე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ვუ­ტა­რებ­დი.

- სო­მა­ლი­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი არ მქონ­და ინ­დო­ეთ­ში სა­დოქ­ტო­რო, რო­დე­საც მე­ო­რე სა­დოქ­ტო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რე ბუ­ქა­რეს­ტში, რად­გან სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ექი­მად მუ­შა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო, ვერ ვის­ვე­ნებ­დი უმუ­შევ­რად, გა­ვაგ­ზავ­ნე "სი­ვე­ბი" და "იუ­ნი­სეფ­მა" გა­მაგ­ზავ­ნა სო­მა­ლი­ში, გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის მო­ნი­ტო­რინგზე. ეს პო­ზი­ცია ისე­თი სა­ში­ში იყო, სო­მა­ლი­ში კა­ციშ­ვილს არ უნ­დო­და წას­ვლა, სა­მა­გი­ე­როდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი იყო, რად­გან სა­ში­ში ზონა გახ­ლდათ. ვი­ცო­დი, რომ სო­მა­ლი­ში ომია, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დი. ეს გი­ჟუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ჩა­ვე­დი და ყვე­ლა­ზე დიდი ხელ­ფა­სი მე მქონ­და. ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი თეთ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ვი­და სო­მა­ლი­ში მას შემ­დეგ, რაც იქ ამე­რი­კე­ლე­ბი და­ხო­ცეს.

fxxxx-41312-1624694004.jpg

- სო­მა­ლი­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- სა­შიშ­რო­ე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი იყო. მა­შინ გიჟი ვი­ყა­ვი, ში­შის გრძნო­ბაც არ მქონ­და. იქ ყვე­ლა­ნი არი­ან მე­კობ­რე­ე­ბი. ძა­ლი­ან სა­რის­კო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, შუბ­ლზე ია­რაღ­მი­დე­ბულ­მა სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე. მე­კობ­რე­ებ­თან ვცხოვ­რობ­დი და იქ ვა­ლა­გებ­დი ჯან­დაც­ვას. იმ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს კლავ­და, დიდი ხოც­ვა და­ი­წყო. ვრე­კავ, თვითმფრი­ნა­ვი მჭირ­დე­ბა და გა­მო­მი­ყა­ვით - მეთ­ქი. თვითმფრი­ნა­ვი ორ დღე­ში მო­ვაო. ორ დღე­ში ჩემს ძვლებ­საც ვე­ღარ ნა­ხავთ-მეთ­ქი, წი­თელ ჯვარს ვეხ­ვე­წე, - არაო. ნარ­კო­ბა­რონს ვე­სა­უბ­რე, ეთი­ო­პი­ი­დან გე­მით ნარ­კო­ტი­კი ჩა­მოჰ­ქონ­დათ, იმა­ნაც კარ­გი ბიჭი ხარ, მაგ­რამ შენ ვერ გა­და­გიყ­ვან, ნარ­კო­ტიკს - კი, ბა­ტო­ნოო. ვფიქ­რობ­დი, გე­მით გა­და­მე­ცუ­რა, რომ იე­მენ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. და­ვი­ქი­რა­ვე გემი და მერე მი­თხრეს, - არ ქნა, თო­რემ შუა ზღვა­ში გა­და­გაგ­დე­ბე­ნო. მან­ქა­ნით რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გზა ყველ­გან და­ნაღ­მუ­ლი იყო. იქ რა­ღაც ისე­თი მოხ­და, რა­საც ვერ გე­ტყვით, მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი.

განაგრძეთ კითხვა