"სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა"- ტფილისის სამხედრო ტაძრის ისტორია | Allnews.Ge

"სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა"- ტფილისის სამხედრო ტაძრის ისტორია

ტფილისის სამხედრო ტაძარი, ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი — მართლმადიდებელი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო.

1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებულმა ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ტაძრის მშენებლობის შეჩერება, რომელიც მოგვიანებით 1890 წელს განახლდა, ხოლო განახლებასთან ერთად ასევე შეირჩა ტაძრის მშენებლობისათვის ახალი ადგილი იმავე ტერიტორიაზე და 1891 წლის 13 აპრილს ჩაეყარა ტაძრის საბოლოო ვარიანტს საფუძველი.

1024px-alexander-nevsky-cathedral-1624528547.jpg

ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაეცა ავტოკეფალია მინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკრები), რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

rrrrrrrrr-1624528588.png

1930 წელის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ დაიწყო ტაძრის დემოტაჟი საქართველოს სსრ-ის მთავრობის სახლის ასაშენებლად ადგილის გასათავისუფლებლად. ამჟამად მის ადგილას საქართველოს პარლამენტის შენობა დგას.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ტაძრის ადგილას რომ არის ააშენებული, იმიტომ ხდება აქ ათასი უბედურება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს მამა გაბრიელის გადმოცემაც, რომლის თანახმადაც ამ ადგილებზე წესრიგი არასდროს იქნება, და რომ ამ ეკლესიის ქვები ფუნიკულიორზეც არის ატანილი:

download-1624528617.jpg

"რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება... სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

myquiz