შიზოფრენია, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია - რა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ დისნეის პრინცესებს?- სხვა თვალით დანახული მულტფილმის გმირები | Allnews.Ge

შიზოფრენია, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია - რა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ დისნეის პრინცესებს?- სხვა თვალით დანახული მულტფილმის გმირები

პრინცესად ყოფნა ხომ ასეთი რთულია, ხანდახან გავლენასაც კი ახდენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე. ამ გმირებმა, ძმები გრიმების ან ჰანს კრისტიან ანდერსონის წიგნებიდან სერიოზული ცვლილებები განიცადეს მულტფილმებში. ისინი რთულ ვითარებებში აღმოჩნდენ, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ფსიქიკური პრობლემები შეექმნებოდათ. ბავშვი ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ყურადღებას არ აქცევს, არაფრად ჩააგდებს ასევე მოზრდილიც, თუკი ამ თემაზე არ უფიქრია.

ალისა- შიზოფრენია

2021032211412189693-1624349656.jpg

შიზოფრენია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჰალუცინაციები, პარანოული ბოდვები, პათოლოგიური მოძრაობის ფუნქციები და ნეგატიური სოციალური ქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ დაგვაჯერეს, ვითომ ალისამ ჯადოსნურ სამყაროში შესასვლელი იპოვა, სავარაუდოდ, იგი შიზოფრენიით დაავადდა. აშლილობა ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში, მაგრამ შეიძლება დაემართოთ ბავშვობსაც, თუმცა იშვიათად. ალისა ესაუბრება კატას და ჰაერში მოცურავე მუხლუხოებს. მას ეჩვენება, რომ მისი სხეული ზომაში იზრდება ან მცირდება და იგი დარწმუნებულია, რომ ეს სამყარო რეალურია, მიუხედავად ყველა ალოგიკური ფენომენისა, რაც მასში ხდება...

ანა- ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის აშლილობა

2021032211531589693-1624349810.jpg

იმის გათვალისწინებით, რომ გოგონამ მთელი ცხოვრება ციხესიმაგრეში გამოკეტილმა გაატარა, ანა გამოირჩევა ჰიპერაქტიურობით.

ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის აშლილობას სამი გამორჩეული სიმპტომი ახასიათებს: ყურადღების ნაკლებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია, მას არ შეუძლია ერთ ადგილას იჯდეს და არ ფიქრობს თავის ქმედებებზე. გოგონა დივანზე ხტის, პირს შოკოლადით ივსებს, გამუდმებით ბორძიკდება, აღფრთოვანებულია ნებისმიერი წვრილმანით, საუბრობს ძალიან სწრაფად და იღებს მამაკაცის შეთავაზებას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საათი იცნობს.

მულანი- ატელოფობია

mulan-1624349975.jpg

ატელოფობია, ანუ არასრულყოფილების შიში, არის შფოთვითი აშლილობა, როდესაც ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს. როგორც წესი, ატელოფობი მიზნად ისახავს რაიმეს და თავს არასრულფასოვნად გრძნობს, თუ შედეგმა არ გაამართლა. ამის გამო ადამიანს ხშირად აქვს გაუცხოების გრძნობა.

მულანი, რომელსაც არ სურს მორჩილი ცოლის როლში იყოს, ჯარში წასვლით ოჯახის ღირსების დაბრუნებას გადაწყვეტს. იქ ის თავს მშვიდად არ გრძნობს, მუდმივად ცდილობს თქვას რამე და ყველაფერი სწორად გააკეთოს, მაგრამ უშედეგოდ. საკუთარი თავის რწმენას კი მხოლოდ მულტფილმის ბოლოს იძენს.

კონკია- პიროვნული აშლილობა

2021032212091089693-1624350050.jpg

კონკიას აქვს გარკვეულწილად პასიური, სხვაზე დამოკიდებული ხასიათი და მორჩილება. ყველაფერი ეს მიანიშნებს პიროვნული დამოკიდებულების აშლილობაზე. ეს დიაგნოზი დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივი მოვლა სჭირდება და ხშირად ბავშვებში ვითარდება განშორების შფოთვითი აშლილობის ფონზე. ასე დაემართა კონკიას, რომელსაც მამა გარდაიცვალა და თავის ბოროტ დედინაცვალთან დარჩა. დედინაცვალის სასტიკი ხასიათის მიუხედავად, კონკია არ ტოვებს ოჯახს, იგი ემორჩილება მის ბრძანებებს, სანამ ფერია, შემდეგ კი პრინცი მასზე ზრუნვას არ იწყებს.

რაპუნცერლი- სტოკჰოლმის სინდრომი

2021032212182489693-1624350134.jpg

რაპუნცელის ამბავი, რომელიც ძმები გრიმების ზღაპარზეა დაფუძნებული, ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა მრავალი მაყურებლის გული. ბევრს შეუყვარდა ემოციური, ორიგინალური, ოდნავ არასრულყოფილი, მაგრამ არა უმწეო რაპუნცელი.

ამასთან, თუ კარგად დააკვირდებით, არსებობს სტოკჰოლმის სინდრომის უგულებელყოფილი შემთხვევა - აშლილობა, როდესაც ადამიანს უვითარდება ემოციური დამოკიდებულება მასთან, ვინც გაიტაცა ან მძევლად აიყვანა. “დედა გოტელი", რომელმაც რაპუნცელი გაიტაცა ბავშვობაში, აჩვენებს პასიურ-აგრესიულ ქცევას და ემოციურ ძალადობას გოგონას მიმართ. მას შემდეგაც კი, რაც რაპუნცელმა შეიტყო მისი ტყუილების შესახებ, იგი მაინც განიცდის დანაშაულის გრძნობას, სიყვარულს მაშინაც კი, როდესაც ქალი კვდება.

იხილეთ სრულიად

myquiz