ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება | Allnews.Ge

ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნა­ურ და სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. მათ უმე­ტე­სო­ბას ვერ მი­აგ­ნეს, სა­ბო­ლო­ოდ კი გარ­დაც­ვლი­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ამ ის­ტო­რი­ებ­ში მათი გაქ­რო­ბის ამ­ბა­ვია.

ლუის ლე პრინ­სი

ერთ-ერთი ასე­თი, იდუ­მალ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ფრან­გი ლუის ლე პრინ­სია. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი კა­მე­რე­ბის შემ­ქნე­ლი, რომ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა­საც მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი სუ­რა­თი ეკუთ­ვნის. ბევ­რი ის­ტო­რი­კო­სის თქმით, ლუის ლე პრინსმა მოძ­რა­ვი სუ­რა­თი ტო­მას ედი­სონ­ზე ადრე გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლია, რო­გორც მოძ­რა­ვი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი.

კა­მე­რის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის ლე პრინსმა მისი და­პა­ტენ­ტე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა სწო­რედ ამ დროს უც­ნა­უ­რად გაქ­რა. 1890 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ლე პრინ­სი მა­ტა­რებ­ლით მე­გობ­რის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა როცა მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩერ­და, ლუის ლე პრინ­სი და მისი ნივ­თე­ბი ვერ­სად იპო­ვეს.

არ­სე­ბობს მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. ლუის ლე პრინ­სის მე­უღ­ლე ქმრის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბავ­ში ამე­რი­კელ კონ­კუ­რენ­ტებს სდებ­და ბრალს, რო­მელ­თაც მისი თქმით, სურ­დათ, რომ კა­მე­რის გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბად პირ­ვე­ლე­ბი სწო­რედ ამე­რი­კე­ლე­ბი მი­ეჩ­ნი­ათ. ზოგი ფიქ­რობ­და, რომ ლე პრინ­სი ფუ­ლის გამო მოკ­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის შვი­ლიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ბუ­ის ძმა, ანუ ლუის ლე პრინ­სი ეუბ­ნე­ბო­და, რომ არ­სე­ბობს თვით­მკვლე­ლო­ბის ისე­თი გზა, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სხე­ულს ვერ­სად ვერ იპო­ვი­ან.

scale-1200-82610-1624337388.jpg

ამ­ბროზ ბირ­სი

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და აშშ-ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის მო­ნა­წი­ლე ამ­ბროზ ბირ­სი უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის იყო პირ­და­პი­რი, მკაც­რი, და­უნ­დო­ბე­ლი და მისი ეს ხა­სი­ა­თი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­საც ეტყო­ბო­და, ამის გამო მას "და­უნ­დო­ბე­ლი ბირ­სი" შე­არ­ქვეს.

პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გამო (და­ე­ღუ­პა ორი ვაჟი, გა­ე­ყა­რა მე­უღ­ლე და პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა დამ­საქ­მებ­ლებ­თან) ტე­ხას­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც დრო­დად­რო ომ­შიც იბ­რძო­და, იქი­დან კი მექ­სი­კა­ში წა­ვი­და. ის შე­ურთდა პან­ჩო ვი­ლის არ­მი­ას, რო­გორც დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. ბირ­სმა თა­ვი­სი ბოლო წე­რი­ლი მე­გო­ბარს 1913 წლის 26 დე­კემ­ბერს მის­წე­რა, სა­დაც ის წერ­და: "რაც შე­მე­ხე­ბა მე, ხვალ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვემ­გზავ­რე­ბი", - ეს პა­სუ­ხი კი მისი პოვ­ნი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ამ­ბროზ ბირ­სი მექ­სი­კა­ში ბრძო­ლის დროს ერთ-ერთ ბარ­ში ოფი­ცერ­თან ჩხუ­ბის დროს და­ი­ღუ­პა. ბირ­სის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბად ით­ვლე­ბა. მის შე­სა­ხებ გა­და­ი­ღეს ფილ­მიც, სა­ხელ­წო­დე­ბით "ძვე­ლი გრინ­გო", სა­დაც მთა­ვარ როლს გრე­კო­რი პეკი თა­მა­შობს.

artworks-000484196631-atpkkh-t500x500-82749-1624337427.jpg

პერ­სი ფო­სე­ტი

არ­ქე­ო­ლოგ­მა­და მკვლე­ვა­რა პერ­სი ფო­სეტ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. ის ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და მე­გობ­რობ­და ისეთ მწერ­ლებ­თან, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ რა­ი­გერ ჰა­გარ­დი და არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლი, ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვი­სი "და­კარ­გუ­ლი სამ­ყა­რო" სწო­რედ ფო­სე­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რა.

ფო­სეტ­მა ბრა­ზი­ლი­ის ჯუნ­გლებ­ში 7 ექ­სპე­დი­ცია მო­ა­წყო, რათა აღ­მო­ე­ჩი­ნა ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ არ­სე­ბობ­და და­კარ­გუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბი. მაგ­რამ ერთ-ერთი ასე­თი ქა­ლა­ქის ძებ­ნი­სას, (წე­რი­ლებ­ში ამ ქა­ლაქს ფო­სეტ­მა უწო­და Z), სა­დაც 1925 წელს შვილ­თან ერ­თად გა­მეგ­ზავ­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა.

faw1-82813-1624337469.jpg

წე­რი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ფო­სეტ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე და­წე­რა, წერს, რომ თუ უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ე­ძებ­ნათ და დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი არ გა­ეგ­ზავ­ნათ, რად­გა­ნაც ისი­ნიც იმა­ვე ბედს გა­ი­ზი­ა­რებ­დნენ, რაც ფო­სეტ­მა და მის­მა ვაჟ­მა. ამ მი­ზე­ზით მის მო­სა­ძებ­ნად სხვა­დას­ხვა დროს 13 ექ­სპე­დი­ცია გა­ემ­გზავ­რა და იქი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფო­სეტ­მა მეხ­სი­ე­რე­ბა და­კარ­გა და კა­ნი­ბა­ლე­ბის ბე­ლა­დი გახ­და, მე­ო­რე ვერ­სი­ით - მან იპო­ვა ძვე­ლი, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი და იქ დარ­ჩა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz