გაწუხებთ მუცლის ცხიმი, გამობერილი „გვერდები“? მაშინ არ გაეკაროთ ამ პროდუქტებს! | Allnews.Ge

გაწუხებთ მუცლის ცხიმი, გამობერილი „გვერდები“? მაშინ არ გაეკაროთ ამ პროდუქტებს!

ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის დროსაც კი, დროთა განმავლობაში გვიჩნდება იმის შეგრძნება, რომ მუცელი კოსმოსური სისწრაფით იზრდება. პირველ რიგში, ეს მეტეორიზმთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე რიგში - გვერდების მიდამოში ცხიმის სწრაფი ტემპით დაგროვებასთან.

ამ შედეგამდე მივყავართ სინამდვილეში საკვებ პროდუქტებს. ვარჯიშით და სპორტული აქტივობით ვერაფერს გახდებით, თუკი კვებას არ გააკონტროლებთ.

3268030-85124-700x500-1624266746.jpg

როგორ მოვიშოროთ მუცელი?

პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას მუცლის მიდამოში, ორ კატეგორიად იყოფა:

  • პირველი იწვევს შებერილობას და ქმნის ვიზუალურად გაზრდილი მუცლის ეფექტს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. ეს პროდუქტები არ გმატებთ წონას, მაგრამ ვიზუალურად წელს უფრო მოცულობითს აჩენს.
  • მეორე კატეგორია დროთა განმავლობაში ზრდის წელის გარშემოწერილობას და ცხიმის ოდენობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ ისეთ საკვებს, რაც ცხიმს ხელს უწყობს ზრდაში.

იმ პროდუქტების რიცხვს, რომლებიც ვიზუალურად გადიდებთ, მაგრამ არ გასუქებთ, ანუ შებერილობას იწვევს და მუცლის ზომას ამ ფონზე ზრდის, მიეკუთვნება:

მინერალური წყალი

2-1624266827.jpg

თუკი საღამოს გადაწყვიტეთ ტანზე გამოყვანილი კაბის ან ჯინსების ჩაცმა, გაზიანი სასმლის მიღებისგან თავი შეიკავეთ. ის იწვევს აირების დაგროვებას, რასაც შედეგად მოჰყვება შებერილობა. ასეთი ეფექტი გრძელდება 1-3 საათამდე. მინერალური წყლის ნაცვლად დალიეთ ჩვეულებრივი წყალი, ის აუცილებლად აგარიდებთ თავიდან დისკომფორტს.

საღეჭი რეზინი და ტკბილეული შაქრის გარეშე

3-1624266875.jpg

ნებისმიერი ტკბილეული შაქრის გარეშე შეიცავს მის შემცვლელს - ქსილიტს, სორბიტსა და მალტიტს. ეს ნივთიერებები სანახევროდ გადამუშავდება ორგანიზმში, არანაკლებ კალორიულია და გააჩნია დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც შედეგად გასუქებას არ იწვევს, თუმცა სანაცვლოდ შებერილობა, აირების დაგროვება და ზოგჯერ დიარეა გარანტირებულია.

კომბოსტო

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომბოსტო შებერილობის გამომწვევი მიზეზია და გაძლიერებულ მეტეორიზმამდე მივყავართ. თვითონ ბოსტნეული დაბალკალორიულია, შეგიძლიათ მიირთვათ დიეტების დროს, მაგრამ არ მიირთვათ იმ დღეებში, როდესაც გინდათ, სწორი მუცელი გიჩანდეთ. თუმცა გამოსავალი მაინც არის: თუკი კომბოსტოს თერმულად დაამუშავებთ, მასში შემცველი შებერილობის გამომწვევი ნივთიერებები იშლება და შედეგად მეტეორიზმიც ქრება.

ყურძენი

5-1624266928.jpg

ყველაზე მძიმე ხილი გადასამუშავებლად სწორედ ყურძენია, რომელიც შებერილობის პირველი ხელშემწყობია. შეეცადეთ, მიირთვათ სახლში ყოფნის დროს, ვინაიდან საუკეთესო მუცლის პრესის მქონე ადამიანსაც კი დაეტყობა შებერილობა. მას გააჩნია კიდევ ერთი მინუსი - საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი, რომელიც ინსულინის დაგდებას იწვევს, რაც ნიშნავს იმას, რომ წელის მიდამოში ცხიმების დაგროვება გარანტირებულია.

პარკოსანთა ოჯახი

პარკოსნების წარმომადგენლები შებერილობის გამომწვევ მიზეზებს შორის რომ არის, ყველამ კარგად იცის. ჩვენს კუჭს აკლია სწრაფად გადასამუშავებელი ფერმენტები, რაც იწვევს შებერილობას ლობიოსა და სხვა ნებისმიერი პარკოსან მცენარეთა ოჯახის წარმომადგენლის მიერ მომზადებული საკვების მირთმევის შედეგად. შეეცადეთ, ყოველდღიურ რაციონში არ შეიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკომფორტი და მეტეორიზმი გარანტირებულია.

მეორე ჯგუფის პროდუქტები არა მარტო აირების დაგროვებას, არამედ ცხიმის აქტიურად განვითარებას უწყობს ხელს, ამ კატეგორიას განეკუთვნება:

ნაყინი

7-1624266975.jpgვინაიდან ნაყინი ბევრ შაქარს შეიცავს, ის საკმაოდ ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, შედეგად კი კუჭქვეშა ჯირკვალს ინსულინის დიდი რაოდენობის გამომუშავება უწევს. თანდათან ვითარდება ახალი ცხიმოვანი უჯრედები სწორედ წელის მიდამოში. ამასთანავე, ყველა ცივი რძის პროდუქტის მსგავსად, ნაყინიც იწვევს აირების დაგროვებას, ვინაიდან გადამუშავების განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს.

ზეფირიეს ის ტკბილეულია, რომლითაც ბევრი დიეტის დროს ინებივრებს თავს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ზეფირი არ ითვლება დაბალკალორიულ ტკბილეულად. ის იწვევს შაქრის მომატებას სისხლში, ინსულინის ზრდას და შედეგად ვიღებთ ცხიმების გროვას მუცლის მიდამოში.

პურ-ფუნთუშეული

დიახ, პური და ფუნთუშები იწვევს მუცლის ცხიმის დაგროვებას. საფუარი კუჭში აირების დაგროვებას საკმაოდ სწრაფი ტემპით უწყობს ხელს, შედეგად კი ვიღებთ ჩამოშვებულ მუცელსა და გვერდებს.

ტკბილი გაზიანი სასმელი

პირველი მტერი თქვენი იდეალური აღნაგობის, ტკბილი გაზიანი სასმელია. ის უამრავი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ხოლო დიეტური სასმელები - შაქრის შემცვლელს, ანუ გამოდის, რომ ორივე ერთნაირად მავნეა თქვენი სხეულისთვის.

სწრაფი კვების პროდუქტები

ყველას უყვარს ე.წ. ფასტ-ფუდები, შედეგად კი გვავიწყდება, რომ ასეთი საკვები ტრანსცხიმებს შეიცავს. ისინი არა მარტო აზიანებს სხეულს, არამედ ძლიერი კანცეროგენებია. ტრანსცხიმები იწვევს კუჭში ანთებით პროცესს, რაც იწვევს უფრო მეტი სითხის დალევას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საკვების მიღების დროს. ამის გამო სწორედ ორგანიზმში სიმძიმე და დისკომფორტი ამ საკვების მიღების შემდეგ თანმდევი პროცესია.

ძეხვი და სოსისი

12-1624267079.jpg

ნახევარფაბრიკატები დინამიკური ცხოვრების რიტმის მქონე ადამიანებისთვის მისწრებაა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რას შეიცავს ისინი. ძეხვი და სოსისი ცხიმების ბუდეა, რომელიც კუჭში ანთებით პროცესებს და ცხიმის სწრაფ მატებას იწვევს. მწარმოებლები ამატებენ ბევრ ნატრიუმს - გემოს გამაძლიერებლებს, რომელიც ერთ ნაჭერზე მეტის ჭამის სურვილს აღძრავს ჩვენში.

ბრინჯი

თეთრი ბრინჯი სწრაფად და მსუბუქად გადამუშავდება, მაგრამ უფრო სწრაფად უწყობს ხელს ინსულინის ზრდას და შედეგად მომატებულ ცხიმებს ვიღებთ. ბრინჯის ფაფა არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას. შესაბამისად, უფრო მეტის ჭამის სურვილი გვიჩნდება. საჭიროზე მეტი კალორიების მიღება კი უდავოდ წონის მატებას იწვევს. თუკი წონის მატებისკენ ხართ მიდრეკილი მუცლის მიდამოში, დააკვირდით გლიკემიურ ინდექსს საკვები პროდუქტების მიღებისას, დაკავდით სპორტით იმისათვის, რომ გამოიკვეთოთ მუცლის პრესი.

წყარო

myquiz