კონორ მაკგრეგორი: როგორ გახდა ირლანდიელი სანტექნიკოსი საბრძოლო ხელოვნების მეფე | Allnews.Ge

კონორ მაკგრეგორი: როგორ გახდა ირლანდიელი სანტექნიკოსი საბრძოლო ხელოვნების მეფე

UFC-ს ცნობილი ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახლავთ. 32 წლის სპორტის საბრძოლო სახეობების "მეფედ" აღიარებული მოკრივე დღეს უკვე პრინცივით ცხოვრობს. მაკგრეგორს ადამიანების უმრავლესობა აღმერთებს, თუმცა ასე ყოველთვის არ ყოფილა.

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელი მებრძოლი დუბლინის გარეუბანში, მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა და ჭუჭყიანი, სპორტული დარბაზებიდან და სანტექნიკოსის თანაშემწეობიდან მსოფლიო პოპულარობამდე მას საკმაოდ გრძელი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზის გავლა დასჭირდა.

gettyimages-1230728115-1624264218.jpg

კონორ მაკგრეგორი 1988 წლის 14 ივლისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. როგორც მისი მშობლები, ტონი და მარგარეტი ამტკიცებენ პატარა შეკრული მუშტებით დაბადებულა.

dimq7dtwaaaqwk5-1624263651.jpg

მაკგრეგორმა სიყმაწვილე დუბლინის გარეუბანში, კრამლინში გაატარა. ბავშვობიდან ის სპორტით, კერძოდ კი, ფეხბურთით იყო გატაცებული, შერეული საბრძოლო ხელოვნების მომავალი ვარსკვლავი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულმხურვალე გულშემატკივარი გახლდათ, თავად კი "ლუდერს სელტიკის" შემადგენლობაში თამაშობდა. მაკგრეგორი ძირითადად, კრამლინის კრივის კლუბში ვარჯიშობდა, სადაც მალევე შერეული საბრძოლო ხელოვნებითაც დაინტერესდა.

mcgregoryoung-1624263852.jpg

დუბლინში მან ჯონ კავანა გაიცნო, რომელიც საბოლოოდ, მისი მწვრთნელი გახდა. სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაკგრეგორი დადიოდა კავანას ეკუთვნოდა, სწორედ იქ სცემა მან სპარინგის დროს მის ორ საუკეთესო მებრძოლსაც. კავანამ სწორედ ამ შეხვედრისას ჩამოართვა კონორს პირობა რომ ის დარბაზში ივარჯიშებდა, და მის მიღმა ქუჩურ ბრძოლებს არ მოაწყობდა.

სანტექნიკოსად მუშაობა მაკგრეგორს იმის საშუალებას აძლევდა რომ მას გადასახადები გადაეხადა და მშიერი არ ყოფილიყო. ისეც ხდებოდა რომ 12 საათიან ცვლაში მუშაობის შემდეგ ის პირდაპირ დარბაზში მიდიოდა, სადაც საათობით ვარჯიშობდა. სორედ ამ დროს დაიწყო მან თავის მომავალ მეუღლესთან, დი დევლინთან შეხვედრა.

conor-mcgregor-old-school-1624263958.png

როდესაც მან სამუშაოს თავი დაანება, რათა მთლიანად ვარჯიშზე ყოფილიყო კონცენტრირებული, მშობლები მისი ამ გადაწყვეტილებით იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ რომ მამასთან მას ლამის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუვიდა. "შენ კიდევ ინანებ, როდესაც მილიონერი გავხდები, - წამოიძახა მაშინ კონორმა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაკგრეგორი თავის ფესვებს არასდროს ივიწყებდა, სანამ ის ლას ვეგასში მეივეზერის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ირლანდიას დატოვებდა, ტრევორ სუინმა მას საჩუქრად მებრძოლის ლოგოიანი ჭადრაკის ნაკრები გადასცა, რომლის შესაქმნელადაც ის ექვსი თვის განმავლობაში შრომობდა.

2021061920334686669-1624264035.png

სუინმა განმარტა, რომ ჭადრაკის ნაკრები სიმბოლურად წარმოადგენდა მაკგრეგორის გზას სანტექნიკოსობიდან რინგის მეფობამდე, მისი თქმით, ეს გზა დაიწყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც კონორმა მტკიცედ გადაწყვიტა საქმისთვის ხელი პროფესიონალურად მოეკიდა.

tnj5p6agqgxuetiwpo6egvatfu-1624264104.jpg

2008 წლის მარტში მაკგრეგორმა პირველად იასპარეზა როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების მოკრივემ, დაამარცხა რა გარი მორისი მეორე ტურში. მან კიდევ ექვსი ბრძოლა გამართა, საიდანაც ორში დამარცხდა, სანამ გამარჯვებების დაუმარცხებელი სერია დაეწყებოდა, რამაც ცნობილ ირლანდიელს მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz