Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ | Allnews.Ge

Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ

ად­რი­ა­ნა ლიმა, ქენ­დის სვე­ინ­პო­უ­ლი, ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო, მი­რან­და კერი, როუზ ჰან­თინგთონ უა­ით­ლი და სხვე­ბი ის ქა­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის პო­პუ­ლა­რულ ბრენდთან, Victoria’s Secret-თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში Victoria’s Secret-ი სწო­რედ ამ სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის სი­ნო­ნი­მი იყო, სი­ნო­ნი­მი უნაკ­ლო გა­რეგ­ნო­ბი­სა და აღ­ნა­გო­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბის, რო­მელ­თა გა­მო­ჩე­ნა­საც ბრენ­დის ყო­ველ­წლი­ურ შო­უ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­თან.

qendis-38349-1624261292.jpg

Victoria’s Secret-ის ან­გე­ლო­ზე­ბის სა­ხე­ლე­ბი მო­დის სფე­რო­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და ბრენ­დის ან­გე­ლო­ზო­ბა პრი­ვი­ლე­გია იყო.

თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და Victoria’s Secret-ს ახა­ლი სტრა­ტე­გია აქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბრენ­დის მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპი­რე­ბენ, რომ იმოქ­მე­დონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ან­გე­ლო­ზებს ბრენ­დი ელ­ჩე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს. ელ­ჩებს კი აირ­ჩე­ვენ არა გა­რეგ­ნო­ბის, არა­მედ იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი ის­ტო­რია აქვთ და რამ­დე­ნად შთა­მა­გო­ნე­ბელ­ნი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ასე­ვე, ბრენ­დი გეგ­მავს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან საქ­ველ­მოქ­მე­დო პარტნი­ო­რო­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას და მათ გაძ­ლი­ე­რე­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

adriana1-38393-1624261361.jpg

ახალ ელ­ჩებს არ უწო­დე­ბენ ან­გე­ლო­ზებს, არა­მედ უწო­დე­ბენ კო­ლექ­ტივს, რო­მელ­საც ასე გან­სა­ზღვრა­ვენ - "სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლე­ბის მუდ­მი­ვად მზარ­დი ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც აქვთ სა­ერ­თო გა­ტა­ცე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბის­კენ.“

prianca-38434-1624261390.jpg

პრი­ან­კა ჩოპ­რა, რო­მე­ლიც ბრენ­დის ელჩი გახ­და

ამ ეტაპ­ზე ბრენ­დის ელ­ჩე­ბი იქ­ნე­ბი­ან ადუტ აკე­ჩი, პრი­ან­კა ჩოპ­რა, ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­იო, პა­ლო­მა ელ­სე­სე­რი და სხვე­ბი. რო­გორც Victoria’s Secret-ში აცხა­დე­ბენ, ელ­ჩე­ბი დრო­დად­რო შე­იც­ვლე­ბი­ან და ასე­ვე მათ სხვა სა­ხე­ე­ბიც შე­ე­მა­ტე­ბათ.

myquiz