ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მსახიობები | Allnews.Ge

ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მსახიობები

ჯამი ჰერცი, მერი-ქეით და ეშლი ოლსენები, ჯესიკა ალბა - ეს იმ ქალი მსახიობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები არიან.

ამასთან, 2021 წელს გულშემატკივრების რჩეული ჯულია რობერტსი და ჯენიფერ ენისტონიც გახდნენ. მათი პოპულარობა წლებთან ერთად იზრდება. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ანჯელინა ჯოლი რჩება. თუმცა, რაოდენ გასავკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე მდიდარი მსახიობი ქალი არც თუ ყველასთვის ცნობადი სახეა.

წარმოგიდგეთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალ მსახიობთა ჩამონათვალს 2021 წლისთვის:

10. დრიუ ბერიმორი

მსახიობობის გარდა, დრიუ ბლიტ ბერიმორი ასევე არის კინორეჟისორი, მოდელი, ავტორი, თოქ შოუს წამყვანი და პროდიუსერი. იგი არის პატივსაცემი ჯილდოებისა და ნომინაციების, მათ შორის ოქროს გლობუსის, BAFTA და ეკრანის მსახიობების გილდიის ჯილდოების მფლობელი.

მის ყველაზე დასამახსოვრებელ სპექტაკლებს წარმოადგენს 1982 წლის კლასიკური ET-Extra-Terrestrial. 46 წლის ასაკში, ბერიმორის ქონება დაახლოებით 125 მილიონი დოლარია.

9. ჯენიფერ ლოურენსი

2015- 2016 წლებში ჯენიფერ შრედერ ლოურენსი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი იყო მსოფლიოში. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა “შიმშილის თამაშებში“ და “ზამთრის ძვლებში“ შესრულებული როლით.

მისი ქონება 130 მილიონი დოლარია. ჯენიფერს მხოლოდ მისი ფილმების საერთაშორისო გაყიდვების შედეგად 5,7 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული.

8. ჯულია რობერტსი

ჯულია ფიონა რობერტსი არა მხოლოდ კინოვარსკვლავია, არამედ კინოპროდიუსერიც არის. მას როლები აქვს შესრულებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა Pretty Woman, Notting Hill და Eat Pray Love.

ჯულიას მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები - ოქროს გლობუსი და ოსკარი. მისი ქონება დაახლოებით 140 მილიონი დოლარია. ის უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობია.

7. ოდრი ტატუ

ოდრი ტატუს დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა. მსახიობმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ოდრი ასევე ცნობილი იყო ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა ამელი და და ვინჩის კოდი.

ტატუს წმინდა ქონება დაახლოებით 145 მილიონი დოლარია.

6. ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსახიობია. იგი ცნობილი კინორეჟისორი და ჰუმანისტია.

ჯოლი ერთ – ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობია მსოფლიოში და მისი ქონება 160 მილიონ დოლარს შეადგენს.

მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია "მისტერ და მისის სმიტები" და “ლარა კროფტი: ტომბ რაიდერი“.

5. ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონის ქონება 200 მილიონი დოლარია. იგი გახდა მილიონერი თავისი სამსახიობო საქმიანობითა და რამდენიმე დამატებითი საქმიანობით, როგორიცაა კინოწარმოება და მეწარმეობა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz