როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს?- იხილეთ პრაქტიკული რჩევები | Allnews.Ge

როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს?- იხილეთ პრაქტიკული რჩევები

ცხე­ლი ამინ­დი ბევ­რს პრობ­ლე­მებს უქ­მნის, სი­ცხე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ვიც­ვათ გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ სი­ცხეს თავი ავა­რი­დოთ და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გვთა­ვა­ზობს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სახ­ლში სიგ­რი­ლე

1. შე­ე­ცა­დეთ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიგ­რი­ლე. სახ­ლში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ა­მოწ­მეთ დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღა­მით 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ. დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 32°C, ხოლო ღა­მით კი 24°C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წე­ლის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.

2. ღა­მით გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და და­ტო­ვეთ ღია დი­ლამ­დე, სა­ნამ გა­რეთ სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა (თუ ეს სა­ხი­ფა­თო არ არის).

3. დღი­სით შე­ამ­ცი­რეთ სახ­ლში სი­ცხის შეღ­წე­ვა - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი და და­რა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მზის მხა­რეს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მორ­თეთ ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა.

4. მზის მხა­რეს ჩა­მო­ა­ფა­რეთ დამჩრდი­ლა­ვი ფარ­დე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი, და­რა­ბე­ბი.

5. ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად სახ­ლს და­ა­ტე­ნი­ა­ნებს.

6. თუ სახ­ლში გაქვთ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი, და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბი, რათა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს აგა­ცი­ლებთ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხეს.

7. ვენ­ტი­ლა­ტო­რი გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბა 35°C-ს. ხოლო თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­მა­ტე­ბა 35°C-ს, ის ვერ მო­გიხ­სნით სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.

8. მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

sicxe-zafxuli-1624092561.jpg

თავი აა­რი­დეთ სი­ცხეს!

1. გა­და­დით ცხე­ლი ოთა­ხი­დან გრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით.

2. თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ე­ცა­დეთ დღის 2-3 სა­ა­თი გა­ა­ტა­როთ გრილ ად­გი­ლას (მა­გა­ლი­თად რო­მე­ლი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ჰა­ე­რი კონ­დენ­ცი­ო­ნე­რით გრილ­დე­ბა).

3. მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩა­ში გას­ვლას დღის ყვე­ლა­ზე ცხელ პე­რი­ოდ­ში.

4. მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ მის შე­ას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ლით ყვე­ლა­ზე გრი­ლი პე­რი­ო­დი: 04:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.

5. დარ­ჩით/გა­ჩერ­დით ჩრდილ­ში

6. არ და­ტო­ვოთ ბავ­შვე­ბი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში!

sicxeafp-2018-08-04-4ay0met0agcpd-1624092597.jpg

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლი გრი­ლად და ტე­ნი­ა­ნად

1. მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი, ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი, სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი, და სხვა.

2. ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის, ღია ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი ან კეპი, ან ქოლ­გა, და მზის­გან დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

3. იხ­მა­რეთ სა­წო­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რე­უ­ლი და არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბა­ლი­ში, რათა სი­ცხის დაგ­რო­ვე­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

4. მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გარ­და ალ­კოჰო­ლის, ტკბი­ლი და კო­ფე­ი­ნი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა.

5. საკ­ვე­ბი მი­ი­ღეთ ხში­რად და მცი­რე ულუ­ფო­ბით. მო­ე­რი­დეთ ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა?

1. ზე­მოთ წა­კი­თხუ­ლი გა­ა­ცა­ნით სხვებ­საც - ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მარ­ტო­ნი არი­ან.

2. ოჯახ­ში გა­ნი­ხი­ლეთ, თუ რო­გორ იმოქ­მე­დოთ მა­ღა­ლი სი­ცხის დროს ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, რათა ყვე­ლამ იცო­დეს, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რონ სა­კუ­თარ თავ­საც და სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც.

3. თუ იც­ნობთ ავად­მყოფ ან მარ­ტო­ხე­ლა ხან­დაზ­მუ­ლებს, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, მო­ი­ნა­ხუ­ლეთ სულ მცი­რე ყო­ველ­დღე.

4. თუ იცით, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ღე­ბუ­ლობს რო­მე­ლი­მე მე­დი­კა­მენტს, ჰკი­თხეთ მის მკურ­ნალ ექიმს, წა­მა­ლი ხომ არ მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მის თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე ან სი­თხის ბა­ლანსზე.

5. შე­ის­წავ­ლეთ პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის ჩვე­ვე­ბი, რათა იცო­დეთ რო­გორ მო­იქ­ცეთ სხვა­დას­ხვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. ეს ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რად­გან შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს.

6. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ამინ­დის პროგ­ნოზს ტე­ლე­ვი­ზი­ის, რა­დი­ოს ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.