"მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო | Allnews.Ge

"მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ... ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ" - მეყვავილე ბიჭების ისტორია და წარმატების საიდუმლო

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ფო­ტო­ებ­მა მი­იქ­ცია - ამი­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად, ან სხვა­დას­ხვა ლა­მა­ზი მცე­ნა­რე. ასე­თი სუ­რა­თე­ბი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მეყ­ვა­ვი­ლე­ე­ბის­გან არ მახ­სოვს. ამი­კო მო­მა­ვა­ლი ბი­ო­ლო­გია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მა­ნამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნა.

ამი­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, წარ­მო­შო­ბით კი იმე­რე­თი­დან ვარ. მცე­ნა­რე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო გა­დავ­წყვი­ტე მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა.მცე­ნა­რე­ე­ბი ჩემ­თვის ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბია, მათ­ზე ვზრუ­ნავ, ვუვ­ლი, გარდა ამი­სა, ჩემი ბიზ­ნე­სის წყა­როც არის. მე და ჩემ­მა ძმა­კაც­მა შევ­ქმე­ნით ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნია.

117303141-1176165226115623-3084721573995147874-n-59554-1624088393.jpg

გვაქვს მცე­ნა­რე­ე­ბის მა­ღა­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს უცხო ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა-გამ­რავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მარ­ტი­ვად ახა­ლი ჯი­შე­ბის შექ­მნა, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის შეჯ­ვა­რე­ბა და სხვა­დას­ხვა ფე­ნო­ტი­პის მი­ღე­ბა.

- რო­დის გა­გეღ­ვი­ძათ ინ­ტე­რე­სი მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ?

197644716-309975693940605-6169424764297073812-n-59567-1624088455.jpg

- იმე­რეთ­ში მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ საქ­მი­ა­ნობ­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი ვე­ნახ­ში. მოგ­ვყავ­და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე და დიდი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ გაზ­რდა-გან­ვი­თა­რე­ბას. მერე ვცდი­ლობ­დი ჩემ­თვის გა­მე­ზარ­და, მის გან­ვი­თა­რე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და შე­დეგს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი. მერე მცე­ნა­რე­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბაც და­ვი­წყე და თან­და­თან დიდი კო­ლექ­ცია და­მიგ­როვ­და.თა­ვი­დან ნა­ყო­ფი­ან მცე­ნა­რე­ებს ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ მალე და­ვი­წყე დე­კო­რა­ტი­უ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა-გამ­რავ­ლე­ბა. კო­ლექ­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რე მაქვს, ალ­ბათ, 2000-მდე იქ­ნე­ბა, პა­ტა­რა ორან­ჟე­რე­ა­ში ვუვ­ლი.

amikomeyvavile2-59576-1624088526.jpg

- რო­მე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჭარ­ბო­ბენ - გრუნ­ტის თუ ოთა­ხის?

- ინ­ტე­რი­ე­რის მცე­ნა­რე­ე­ბიც არის და ექ­სტე­რი­ე­რი­საც, სე­ზო­ნუ­რად მოყ­ვა­ვი­ლე. არის მა­რადმწვა­ნე­ე­ბიც. გვაქვს ვარ­დე­ბიც, თუმ­ცა უფრო მეტი სო­ფელ­ში მაქვს. ჩემს გამ­ზრდელ ბე­ბი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარს და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე შეგ­რო­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 70 ჯი­შის ვარ­დი გვაქვს. არის სა­კო­ლექ­ცი­ო­ე­ბიც.

განაგრძეთ კითხვა