კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს | Allnews.Ge

კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს შე­საძ­ლოა, ჯა­რი­მე­ბი და­უ­წეს­დეთ, თუკი მათი მო­თა­მა­შე­ე­ბი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს სპონ­სო­რე­ბის სას­მელს კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით დად­გა­მენ.

ორ­შა­ბათს პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ კოკა-კო­ლას ბოთ­ლე­ბი გვერ­დზე გას­წია და ყვე­ლას წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და.

ronaldu1-40602-1624029274.jpg

მომ­დევ­ნო დღეს რო­ნალ­დუს ფრან­გმა ნა­ხე­ვარმცველ­მა, პოლ პოგ­ბამ მი­ბა­ძა, თუმ­ცა პოგ­ბამ არა კოკა-კო­ლას არა­მედ "ჰე­ი­ნე­კე­ნის" ლუდი "გა­და­მა­ლა.“

pogba-56286-1624029309.jpg

ოთხშა­ბათს იტა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, მა­ნუ­ელ ლო­კა­ტე­ლიმ კოკა-კოლა წყლით ჩა­ა­ნაც­ვლა.

lokateli-56334-1624029337.jpeg

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის შემ­დეგ კი უე­ფამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თუკი მსგავ­სი რამ კვლავ გან­მე­ორ­დე­ბა, გუნ­დებს და­ა­ჯა­რი­მებს. "უე­ფამ მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს შე­ახ­სე­ნა, რომ პარტნი­ო­რო­ბა ტურ­ნი­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია“, - აცხა­დე­ბენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

"ევრო 2020"-ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დი­რექ­ტო­რი მარ­ტინ კა­ლე­ნი ამ­ბობს, რომ მო­თა­მა­შე­ებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ევა­ლე­ბათ ჩემ­პი­ო­ნა­ტის წე­სე­ბის დაც­ვა. თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ეს­მის ზო­გი­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლის, მა­გა­ლი­თად უგებს პოგ­ბას, რო­მელ­მაც ლუდ­ზე უარი რე­ლი­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო თქვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, იარ­მო­ლენ­კოს ქმე­დე­ბა, რო­მელ­მაც გუ­შინ "კოკა-კო­ლა­სა" და "ჰე­ი­ნე­კე­ნის" ბოთ­ლე­ბი, პი­რი­ქით, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­ა­ლა­გა და კომ­პა­ნი­ებს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

iarmolenko-56424-1624029382.jpg

ცნო­ბის­თვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ცნო­ბი­ლი ჟეს­ტი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კოკა-კო­ლას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შემ­ცირ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე სწო­რედ რო­ნალ­დუს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად "გარ­დი­ა­ნი“ წერს, რომ რო­ნალ­დოს ქმე­დე­ბა და კოკა-კო­ლას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა.

myquiz