ყაჯირის მთაზე ნაპოვნია, დაახლოებით, IX - X საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები? | Allnews.Ge

ყაჯირის მთაზე ნაპოვნია, დაახლოებით, IX - X საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?

2020 წლის 9 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც “კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სა და კვლე­ვის ცენ­ტრის” ექ­სპე­დი­ცია სა­ტორ­გეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ცენ­ტრის და­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვილ­მა, ყა­ჯრის მთის ქედ­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლი შე­ნიშ­ნა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ექ­სპე­დი­ცი­ას ჩა­უვ­ლია, თუმ­ცა მა­ნამ­დე რა­ტომ­ღაც არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია ეს "სა­ეჭ­ვო სი­ცა­რი­ე­ლე“, რომ­ლის მიღ­მაც თურ­მე ძვე­ლი, უნი­კა­ლუ­რი გუმ­ბა­თი­ა­ნი ტა­ძა­რი იმა­ლე­ბო­და.

mchedlisgvili1-45088-1623933759.png

ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლი

სა­ტორ­გედ წო­დე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სივ­რცე და­ვით­გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია და კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღი­სა და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მდე­ბა­რე­ობს. კერ­ძოდ, მდი­ნა­რე იო­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რას, და­ლის წყალ­სა­ცა­ვის სი­ახ­ლო­ვეს. კომ­პლექ­სი ე.წ. ყა­ჯი­რის მთის ქე­დებ­ზე, კლდე­შია გა­მოკ­ვე­თი­ლი და სიგ­რძე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ტორ­გე სა­სუ­ლი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მათ აძ­ლევთ კომ­პლექ­სის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა - სა­ტორ­გე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტილ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, ერთ-ერთ ქედ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია კოშ­კის ნაშ­თი, რო­მე­ლიც, მკვლე­ვა­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სათ­ვალ­თვა­ლო ობი­ექ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

tazari7-45026-1623933814.jpg

ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა ამ დრომ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მისი თქმით, დღე­ი­სათ­ვის მიკ­ვლე­უ­ლი სამი ძი­რი­თა­დი კომ­პლექ­სი, მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ ძეგლ­თა სის­ტე­მი­სა, რაც კლდე­ე­ბის სიღ­რმე­ში იმა­ლე­ბა.

მკვლე­ვა­რი უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნის იტო­რი­ას გვი­ამ­ბობს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ძეგლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ერთ უძ­ვე­ლეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს წარ­მო­ად­გენს.

tazari3-45189-1623934125.jpg

გა­სულ წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, გზი­დან და­ვი­ნა­ხე ეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ არ მი­ფიქ­რია, რომ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და არც შევ­ჩე­რე­ბულ­ვართ. შემ­დეგ, როცა ექ­სპე­დი­ცი­ი­დან დავ­ბრუნ­დით და ფო­ტო­ებს ვა­მუ­შა­ვებ­დი, გა­მიჩ­ნდა ეჭვი, რომ კადრში უბ­რა­ლო გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კი არა, ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა ჩან­და. მა­ლე­ვე კი­დევ ერთხელ წა­ვე­დით სა­ტორ­გე­ში, მაგ­რამ გა­მოქ­ვა­ბულ­ში შეს­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­პი­ნის­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე იქ ას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი კო­ვიდ­პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა შეგ­ვი­შა­ლა ხელი და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ვა­ხერ­ხეთ გვე­ნა­ხა, რა იყო გა­მოქ­ვა­ბულ­ში", - გვიყ­ვე­ბა ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

გა­მოქ­ვა­ბულ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებს დახ­ვდათ უნი­კა­ლუ­რი მხატ­ვრუ­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ძეგლი, რო­მე­ლიც მე-9- მე-10 სა­უ­კუ­ნე­ე­ბით უნდა თა­რიღ­დე­ბო­დეს. ცენ­ტრმა სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­არ­კვია, რომ 2021 წლის აპ­რი­ლის თვემ­დე ამ ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ­სად მო­ი­პო­ვე­ბო­და.

გარ­და ამ გა­რე­მო­ე­ბი­სა, აღ­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის იმი­თაც არის, რომ ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს მსგავ­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის ანა­ლო­გი.

tazariiiiii-45218-1623934181.jpg

"მოყ­ვა­ნი­ლო­ბით და მხატ­ვრუ­ლი გა­ფორ­მე­ბით შე­მორ­ჩე­ნილ ეკ­ლე­სი­ას ოთხკუ­თხა ფორ­მა აქვს. ის სამ­ხრე­თით, კლდე­ში გაჭ­რი­ლი კა­რით უკავ­შირ­დე­ბო­და და­ნარ­ჩენ ქვა­ბუ­ლებს. დღე­ი­სათ­ვის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით, ყვე­ლა კარი ამო­ქო­ლი­ლია ნა­შა­ლი მა­სა­ლით და გვერ­დით ნა­გე­ბო­ბებ­ში გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეკ­ლე­სი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რე ჩა­მონ­გრე­უ­ლია და სა­კურ­თხევ­ლის ფორ­მის აღ­დგე­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ინ­ტე­რი­ერ­ში ნა­ლე­სო­ბის, კედ­ლის მხატ­ვრო­ბის, წარ­წე­რე­ბის ან სხვა სა­ხის კვა­ლი არ შე­იმ­ჩნე­ვა. კედ­ლე­ბი თა­ნა­ბა­რი სიგ­რძი­საა, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 მეტ­რის და თი­თო­ე­უ­ლი კე­დე­ლი ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლი თა­ღი­თაა მო­ჩარ­ჩო­ე­ბუ­ლი.

ეს სუ­რა­თი, რაც აღ­გი­წე­რეთ, გვაძ­ლევს ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ ეს მხო­ლოდ ერთი ტა­ძა­რი კი არა, დიდი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი.

ის­ტო­რი­კო­სი ლადო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ambebi.ge -სთან აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და დას­ძენს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს ამ ძეგლის კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"და­ვით­გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნის გუმ­ბა­თი­ა­ნი ეკ­ლე­სი­აა, მაგ­რამ ეს აღ­მო­ჩე­ნა სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია. საქ­მე ის არის, რომ ასე­თი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი გა­და­წყვე­ტა აქამ­დე ცნო­ბილ არ­ცერთ მო­ნას­ტერ­ში არ გვხვდე­ბა. ტაძ­რის დარ­ბა­ზი დას­რუ­ლე­ბუ­ლია კო­ნუ­სი­სებ­რი გუმ­ბა­თით, რო­მე­ლიც სამ­სა­ფე­ხუ­რი­ან გუმ­ბა­თის ყელ­შია ჩას­მუ­ლი. გუმ­ბა­თის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი ვიწ­რო და სა­დაა. მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რი ჩაკ­ვე­თი­ლი წრი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი კი კუ­თხე­ებ­ში ჩაკ­ვე­თი­ლი 4 წრით. სა­ერ­თოდ, უნდა ით­ქვას, რომ იმ­დრო­ინ­დელ გა­რე­ჯელ ხუ­როთ­მო­ძღვრებს ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­დათ. გა­რე­ჯის სხვა მო­ნას­ტრებ­შიც გვაქვს გუმ­ბა­თი­ა­ნი ტაძ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა: ზოგი სფე­რულ-გუმ­ბა­თი­ა­ნია, ზოგი - კო­ნუ­სურ-გუმ­ბა­თი­ა­ნი. გვხვდე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე დად­გმუ­ლი სამი ცი­ლინ­დრიც, მაგ­რამ ასე­თი მცი­რე ნა­ხე­ვარსფე­რო­ი­ა­ნი ღრმუ­ლე­ბით გუმ­ბათ­ქვე­შა სივ­რცის გა­ფორ­მე­ბა უა­ნა­ლო­გოა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ახალ­მიკ­ვლე­უ­ლი ძეგლი კი­დევ ერთ ახალ სი­ტყვას იტყვის ამ ტი­პის ეკ­ლე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში. აქვე უნდა ით­ქვას, რომ კვლე­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს, რად­გა­ნაც იქ ბევ­რი რამ არის შე­სას­წავ­ლი და აღ­მო­სა­ჩე­ნი", - ამ­ბობს ლადო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

“კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სა და კვლე­ვის ცენ­ტრის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკ­ლე­სი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. გუმ­ბათ­ზე და ეკ­ლე­სი­ის ჭერ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფარ­თო ბზა­რე­ბი. თუ ძეგლს სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­უ­ლად არ ჩა­უ­ტარ­დე­ბა, არ­სე­ბობს დიდი რის­კი, რომ ეკ­ლე­სია სრუ­ლად ჩა­მო­ი­შა­ლოს.

myquiz