მოკრძალებული სახლებიდან მდიდრულ ვილებამდე- როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ვარსკვლავები ადრე და როგორია მათი ამჟამინდელი სასახლეები | Allnews.Ge

მოკრძალებული სახლებიდან მდიდრულ ვილებამდე- როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ვარსკვლავები ადრე და როგორია მათი ამჟამინდელი სასახლეები

ალბათ ძნელი იქნება იმის დაჯერება, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბავშვობაში.

რიანა

1620996823-rihanna-new-album-music-1623926340.jpeg

რიანა, იგივე რობინ ფერტი, ორ პატარა ძმასთან ერთად ბარბადოსში, სამოთახიან სახლში გაიზარდა. ოჯახს უჭირდა და გოგონა იძულებული იყო თავის სარჩენად მამას ტანსაცმლის გაყიდვაში დახმარებოდა.

rianas-saxli-1623926385.jpg

თუმცა, პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მალევე, რიანა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 2018 წელს მან აუქციონზე გაიტანა საუცხოო სახლი ჰოლივუდში. სახლი, რომლსაც ჰქონდა 5 საძინებელი და 6 აბაზანა 3 მლნ დოლარად შეფასდა. სახლის გაყიდვა მომღერალმა მას შემდეგ გადაწვიტა, რაც მძარცველები შეიჭრნენ, მართალია, ისინი პოლიციამ დააკავა, მაგრამ რიანამ იმ სახლში ცხოვრება ვეღარ გააგრძელა.

rianas-ax-1623926486.jpg

rianas-ax5-1623926506.jpg

ტეილორ სვიფტი

taylor-swift-attends-the-2019-mtv-video-music-awards-at-news-photo-1578588146-1623926586.jpg

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვალვი პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ რედინგში დაიბადა. 5 წლის წინ მან გადაწყვიტა მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდა. კერძო თვითმფინავით ოჯახის წევრებთან ერთად რედინგში ჩაფრინდა, რათა ქალაქის ქუჩებში გაესეირნა.

teoloris-saxli1-1623926616.jpg

ტეილორის თაყვანისმცემლებმა მას შემდეგ გაიგეს, როგორც ცხოვრობს დღესდღეობით ვარსკვლავი, რაც მან 2018 წელს საკუთარი სახლი, რომელიც ბევრლი ჰილზში მდებარეობს, აუქციონზე გაიტანა. 4 საძინებლიანი და 5 აბაზანიანი საოცარი სახლი ვარსკვლავმა 3 მლნ. დოლარად შეაფასა, თუმცა მოთხოვნა არც ისე დიდი იყო და იძულებული იყო 300.000 დოლარი დაეკლო.

teilor-ax1-1623926651.jpg

მომღერლის ახალი სახლი ისევ ბევერლი ჰილზში მდებარეობს, თუმცა მისი ნახვის საშუალება თაყვანისმცემლებს, სამწუხაროდ, ჯერ არ მისცემიათ.

teilor-ax5-1623926680.jpg

ჯენიფერ ლოპესი

jennifer-lopez-1623926816.jpg

მე ისევ კვარტლელი ჯენი ვარ - ასე ამბობს მომღერალი ერთ-ერთ თავის სიმღერაში. ამის დასადსტურებლად რამდენიმე წლის წინ ჯენიფერმა ჟურნალისტებთან ერთად მოინახულა ის ადგილი, სადაც ბავშვობა გაატარა. მომავალი ვარსკვლავი ბრონქსში, მრავალბინიან სახლში ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ სახლის ახალმა მეპატრონემ ჯენიფერ ლოპესი საერთოდ ვერ იცნო.

hqdefault-1623926855.jpg

ეს კი მისი ამჟამინდელი სახლია

lopesi-ax1-1623926921.jpg

lopesi-ax3-1623926946.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz