ერთი შეხედვით სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც თურმე არც ისე სასარგებლოა | Allnews.Ge

ერთი შეხედვით სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც თურმე არც ისე სასარგებლოა

ბოლო დროს მსოფლიო ცხოვრების ჯანმრთელმა წესმა მოიცვა, უმარავ ბლოგერს თავი ექსპერტად მიაჩნია და იძლევიან ათას ვითომ სასარგებლო რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რითი უნდა იკვებოს ადამიანი, რომ საკუთარ ორგანიზმსა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.ადამიანებიც ბრმად ენდობიან ე.წ. ინსტა ვარსკვლავებს და იწყებენ ცხოვრებას ჯანსაღად, რაც, რაღა თქმა უნდა, კვებას პირველ რიგში მოიცავს. არადა, ხშირად შედეგს საპირისპიროს იღებენ. ყველა ის პროდუქტი როდია სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის, რასაც ე.წ. ექსპერტები გვთავაზობენ.

ბრინჯის ხრაშუნა პური

xle-1623925594.jpg

ეს პროდუქტი პურის დაბალკალორიულ ალტერნატივად მიიჩნევა. თუმცა დიეტოლოგები არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ამ პროდუქტს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი. ეს პროდუქტი ადამიანს ანაყრებს, თუმცა შიმშილის გრძნობასაც მალევე აღძრავს. ასე რომ, თუ ხრაშუნა პურის ყიდვას გადაწყვეტთ, მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, უპირატესობა ისეთ სახეობას მიანიჭეთ, რომელსაც ექნება მარილის და ნახშირწყლების მინიმალური შემცველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია იმისა, რომ ამ დიეტურმა პროდუქტმა წონაში მოგამატებინოთ.

აჰავას სიროფი

ahava-1623925662.jpg

ეს სუპერმოდური პროდუქტი თანამედროვე სამყაროში შაქრისა და ხშირად თაფლის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა. ითვლება, რომ მას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და მისი მოხმარების შედეგად სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად არ მატულობს. თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აჰავს სიროფი დაახლოებით 80-90%-ით ფრუქტოზასგან შედგება. ამ შემადგენლობამ შესაძლოა გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინსულინის გამომუშავების მიმართ და პროვოცირება გაუწიოს სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად დიაბეტს.

ბოსტნეულის ჩიფსები

chipsi-1623925687.jpg

ექსპერტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კარტოფილის ჩიფსები ძალიან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის და გვირჩევენ ისინი ბოსტნეულის ჩიფსებით ჩავანაცვლოთ, მაგალითად სტაფილოსი, ჭარხლის, ნიახურის ფესვების და ა.შ. თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს პროდუქტიც შეიცავს ძალიან ბევრ ზეთს, მარილს და შაქარსაც კი, ასე რომ, თუ ბოსტნეული მოგინდებათ, გირჩევთ ახალი პროდუქტით იჯეროთ გული.

სმუზი

smuzi-1623925759.jpg

სმუზი ახალი ტრენდია თანამედროვე კვების რაციონში. ის არა მარტო ესთეტიურია, არამედ ძალიან გემრიელიც. მართლა ასეთი სასარგებლოა სმუზი, რომელიც შედგება ხილის, იოგურტისა და მარცვლეულისგან? თუ სმუზს სახლში ამზადებთ და ზუსტად იცით, რომ გამოყენებული გაქვთ ნატურალური პროდუქტი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თუმცა ისისც გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი ძალიან კალორიულია და თუ მას კაფეში ან რესტორანში შეუკვეთავთ, მით უმეტეს, იქ ხომ ამატებენ ტკბილ იოგურტს და ახალი ხილის ნაცვლად ხილის პიურეებს იყენებენ, ეს კი ისედაც კალორიულ სმუზს კიდევ უფრო კალორიულს ხდის.

გრანოლა ან მარცვლეულის ბატონები

granola-1623925823.jpg

გრანოლა ან მარცვლეულის ბატონები თავისი კალოროულობის წყალობით შესაძლოა სრულფასოვან საუზმედ იქცეს. გარდა შვრიისა, მის შემადგენლობაში შედის თხილი, ჩირი და თაფლი. ასევე მცენარეული ზეთი. ერთი ულუფა გრანოლა, საშუალოდ 500 კალორიასა და 20 გრ შაქარს შეიცავს. ეს ცოტა ნამდვიდად არ არის, ასე რომ, გირჩევთ მსგავსი ბატონებისგან თავი შეიკავოთ და თუ ძალიან მოგინდებათ, შეგიძლიათ ალტერნატიული ვარიანტი თავად დაამზადოთ სახლში.

ორგანული კანფეტები

kanfe-1623925858.jpg

სწორი კვების მოყვარულებმა დიდი ხანია უარი თქვეს ტკბილეულობაზე, განსაკუთრებით კი კანფეტებზე, თუმცა ხანდახან, როდესაც ძალიან მოუნდებათ ხოლმე, თავს უფლებას აძლევენ ისინი ორგანული კანფეტებით ჩაანაცვლონ. არადა, ორგანული კანფეტი იგივეა, რაც ჩვეულებრვი კანფეტი, შეიცავს იგივე რაოდენობის შაქარს და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს.

იოგურტი გემრიელი დანამატებით

iogurti-1623925894.jpg

იოგურტი უდავოდ სასარგებლო პროდუქტია პრობიოტიკების შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას. თუმცა სარგებელი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს მოაქვს, თუ ის ხელოვნურ დანამატებს შეიცავს, სასარგებლო თვისებებს კარგავს და უფრო მეტიც, მისი მირთმევისგან ჯობია თავი შეიკავოთ.

განაგრძეთ კითხვა