"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ - ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას? | Allnews.Ge

"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ - ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

თურ­ქუ­ლი პრე­სა ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­მე­ლიც მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ხდე­ბა და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მალე შავ ზღვა­საც და­ე­მარ­თოს.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის არ­ნა­ხულ გამ­რავ­ლე­ბას, რა­საც ხელს უწყობს სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და მომ­წამ­ვლე­ლი, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა.

marnaliros-zrva1-39327-1623915215.jpg

საქ­მე ისაა, რომ შავ ზღავ­ზე აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლვე­ვე­ბის მი­ხედ­ვი­თაც, მას აბინ­ძუ­რებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო (სა­სუ­ქე­ბი), ცხო­ვე­ლუ­რი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი თუ არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი. მა­რი­ლე­ბი ზღვა­ში ძი­რი­თა­დად მდი­ნა­რე­ე­ბის წყალ­თან ერ­თად ჩა­ე­დი­ნე­ბა.

მა­რი­ლე­ბის მო­ჭარ­ბე­ბა ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი კი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას ამ­ცი­რებს და თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ისი­ნი მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას, რაც ამ­ჟა­მად ხდე­ბა მარ­მა­ლი­როს ზღვა­ში, ანუ იზ­რდე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის პო­პუ­ლა­ცია, რა­საც ზღვის ევტრო­ფი­კა­ცია (და­ჭა­ო­ბე­ბა) მოს­დევს.

მკვდა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შლის შე­დე­გად ზღვა­ში ჟანგბა­დის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა. უჟანგბა­დო­ბას კი მრა­ვა­ლი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა ეწი­რე­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დად ვნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

გა­ზე­თი "თურ­ქი“ («Türkiye») ბეჭ­დავს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "წყალ­ქვეშ კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვიდ­რე მის ზე­და­პირ­ზე“ (ავ­ტო­რი - ზი­ნეთ ქო­ჯა­ბი­ქი), რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია:

marmaliros0zrva-39338-1623915255.jpg

"მარ­მა­რი­ლოს ზღვის ფსკერ­ზე ისეა ლორ­წო მო­დე­ბუ­ლი, რომ ხა­ლი­ჩა გე­გო­ნე­ბა. თევ­ზე­ბი ან და­ი­ღუპ­ნენ, ანდა ლორ­წო­ში "გაბ­მუ­ლე­ბი“ კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. სუ­რა­თი ისე­თია, რო­გორ­საც სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მებ­ში ვხე­დავთ ხოლ­მე. მყვინ­თა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ზღვის ფსკე­რი გა­მო­იკ­ვლი­ეს, თა­ვი­ანთ გა­ო­ცე­ბა­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვერ მა­ლა­ვენ. თურ­ქე­თის წყალ­ქვე­შა სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გა­რე­მოს დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი და ფო­ტოგ­რა­ფი მეჰ­ფათ აქ­ბაშ ჩიფ­ჩი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ად­გილ­ზე ჩა­უყ­ვინ­თავს და მრა­ვა­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუ­რა­თის მნახ­ვე­ლია, მის­თვის მარ­მა­რი­ლოს ზღვის ფსკერ­ზე ნა­ნა­ხი ყვე­ლა­ფერს აჭარ­ბებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz